ბადრი ჯაფარიძე - ქვეყნისთვის რთულ დროს ამერიკა, როგორც ყოველთვის, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია

პომპეოს ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ „ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ თბილისში მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით ამერიკის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ შეერთებული შტატები ქართველი ხალხის ერთგულად რჩება.

„ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში, მითუმეტეს მიმდინარე ამ ძალიან რთული პროცესების ფონზე, რომელიც ახლა რეგიონში მიმდინარეობს, ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ბატონი მაიკ პომპეო მისი ამ მოკლევადიანი ვიზიტის დროს სრულად ინფორმირებულია საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. მას ძალიან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც დასმული იყო ანაკლიის პროექტის საკითხი, რომელიც ჩაშლილია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამ წუთებში დაიწყება ჩვენი, ოპოზიციური ლიდერების შეხვედრა ბატონ პომპეოს მოადგილესთან ბატონ ფილ რიკელთან და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა იმ ვითარების, რომელიც ახლა არის საქართველოში შექმნილი. იქნება მსჯელობა გამოსავლის გზებზე და საქართველოს პერსპექტივებზე”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს