ირაკლი კობახიძე - ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე ასეთი უხეში ფორმით თავდასხმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თავდასხმას ნიშნავს

„ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელზე თავდასხმა ასეთი უხეში ფორმით ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე თავდასხმას“ - ასე აფასებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, ჰოლანდიელ დეპუტატს ტინი კოქსს შეეხება.

როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ასეთი განცხადებებით სააკაშვილი და მისი კოლეგები ცდილობენ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების იმიჯის შერყევას, რაც ცხადყოფს, რომ რომ თვითონ ეს პარტიები არიან დაკავებული რუსული საქმით.

„ეს განცხადებაც მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და მისი პარტნიორების და კოლეგების მხრიდან, კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ ეს პარტიები რუსული საქმით არიან დაკავებული, როდესაც ისინი ცდილობენ დასავლური ინსტიტუტების იმიჯის შერყევას საქართველოში. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსული საქმის კეთება. ტინი კოქსი არ არის ცალკეული პოლიტიკოსი, ის იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის მისიის ხელმძღვანელი და მასზე თავდასხმა ასეთი უხეში ფორმით ნიშნავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაზე თავდასხმას, რაც თავის მხრივ ნიშნავს მცდელობას იმისა, რომ ქართულ საზოგადოებაში შეარყიონ დასავლური ევროპული ინსტიტუტების რეპუტაცია და იმიჯი. ეს არის სწორედ რუსული საქმის კეთება, რითაც გამოირჩეოდა სააკაშვილი ჯერ კიდევ მაშინ როცა იყო ხელისუფლებაში და გამოირჩევა დღესაც, როცა არის ოპოზიციაში. ასეთივე არიან ის კოლეგები, რომლებიც გამოეხმაურნენ სააკაშვილის ამ ძალიან უხეშ და ძალიან მძიმე განცხადებას” - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია