სერგო ჩიხლაძე - არის არჩევნებთან დაკავშირებული წინადადებები, რომლითაც „ქართული ოცნებაც“ ინარჩუნებს სახეს და ჩვენც ჩვენ მოთხოვნებს ვიკმაყოფილებთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, არსებობს არჩევნებთან დაკავშირებული წინადადება, რომლითაც ოპოზიცია საკუთარ მოთხოვნებს იკმაყოფილებს, ხოლო „ქართული ოცნება“ სახეს ინარჩუნებს.

მან აღნიშნულის თაობაზე „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ამ წუთის მდგომარეობით, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ერთადერთი წინადადება, რომელიც არის კონსტრუქციული და რომელიც შესაძლოა გამოსავალი იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.

როგორც ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, საქმე ეხება მომავალ არჩევნებს.

„ყველა დეტალი ვერ გასაჯაროვდება, მაგრამ მინიშნებით გეტყვით, რომ ეს არის არჩევნებთან დაკავშირებული წინადადებები, რომლითაც „ქართული ოცნებაც“ სახეს როგორღაც ინარჩუნებს და ჩვენც ჩვენ მოთხოვნებს ასევე ვიკმაყოფილებთ. არჩევნებთან დაკავშირებით არის ეს, ოღონდ ველოდებით.... უფრო მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, მოდით ასე ვთქვათ“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

ამასთან, ჩიხლაძის მტკიცებით, მეორე ტურში მონაწილეობას ოპოზიცია არ იღებს და ეს შემდგარი პროცესია.

„მოლაპარაკებები და ქუჩის პროცესი ერთმანეთს ხელს არ უშლის. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას, „ქართულ ოცნებას“ ეყოფა რაციონალური განსჯა და საღი აზრი, რომ გააგრძელოს მოლაპარაკებები, ბურთი მათ მოედანზეა, ველოდებით..მეორე ტურში რომ მონაწილეობას არ ვიღებთ, ეს შემდგარი ფაქტია, ორ დღეში და დღე ნახევარში არაფერი შეიცვლება, გასაგებია, საუბარია საშუალო და გრძელვადიან შედეგებზე.

მისი თქმით, მოლაპარაკება რომ შედგეს, როცა ერთ მხარეს აქვს პოზიცია, მეორე მხარეც შემხვედრი პოზიციით უნდა მივიდეს.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, რომ ახლა, შემოდი და მერე ვისაუბროთ, ასე არ ხდება“,- აღნიშნა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, "გირჩის" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროის მდგომარეობით, მოლაპარაკების მაგიდაზე ერთადერთი წინადადება დევს.

"ამ წუთის მდგომარეობით, მოლაპარაკების მაგიდაზე დევს ერთადერთი წინადადება, რომელიც არის კონსტრუქციული და რომელიც შესაძლოა გამოსავალი იყოს როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის",- აღნიშნა ჯაფარიძემ "რუსთავი 2"-თან.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად