სერბეთის პატრიარქის მდგომარეობა დამძიმდა

სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„სერბეთის პატრიარქი ირინეოსი რთულ მდგომარეობაშია, უფრო სწორად, მძიმე მდგომარეობაში. მადლობა ღმერთს, ის ცოცხალია და 3-4 საათის წინ გაცილებით უკეთესად იყო, როდესაც ბევრი ამბობდა, რომ ის გარდაიცვალა. ახლა მისი მდგომარეობა მძიმეა. მოხდა მისი ინტუბირება. ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან. რაიმეს პროგნოზირება ძნელია, უნდა ვილოცოთ“, - განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს