ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მომავალი კვირიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დიდსავაჭრო ცენტრებზე შეზღუდვების დაწესების საკითხი განიხილება. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.

ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრას ესწრებოდა, სადაც აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა შედგა.

წამყვანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მომავალი კვირიდან ტრანსპორტსა და დიდ სავაჭრო მოლებთან დაკავშირებით შეზღუდვების საკითხი განიხილება, კულუმბეგოვმა უპასუხა:

„დიახ, მე ამას ვადასტურებ. მე ვიყავი შეხვედრაზე პრემიერთან და გვითხრეს, რომ შესაძლოა, იქით კვირაში კიდევ დაგვიძახონ. ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა დავალებაც კი მიიღო. თუ როგორი პაკეტი იქნება, დამუშავების პროცესი იყო, ზუსტი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ ეს ასე მოხდება. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ ბევრი დრო არ დაიკარგოს, რადგან დღეს და ხვალ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მისაღები, რათა ჯანდაცვამ ცოტა ამოისუნთქოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სიტემა პანდემიას ვაი-ვაგლახით უმკლავდება და ეს შესაძლებლობაც ლიმიტირებულია.

„მე, როგორც ექიმი, მომხრე ვარ, არაესენციალური ობიექტები შეიზღუდოს. არაესენციალურში ძირითადად იგულისხმება ის ობიქეტები, რომელიც არ არის სურსათთან და აფთიაქთან დაკავშირებული. ალბათ, უნდა შეიზღუდოს, აუცილებელია და ძალიან ბევრი არ უნდა დავაგვიანოთ. ტრანსპორტთან ძალიან ჭკვიანურად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, ან კონტროლი უნდა გავამკაცროთ. ავტობუსში ასული ადამიანების რაოდენობა უნდა შევამციროთ და შეიძლება, საერთოდ მის გაჩერებაზე უარი ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ძალიან აზიანებს საზოგადოებას. ვფიქრობ, იქით კვირაში ეს გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

ჩვენ ვხედავთ, რომ პანდემიის მართვა ძალიან გართულებულია, თუმცა, საბედნიეროდ, ქართული მედიცინა უმკლავდება იმას, რომ სახლში არავინ იღუპება და ღმერთმა გვაცილოს ამის ერთი პრცედენტიც კი, მე არ ვამბობ უეცარ სიკვდილზე და თრომბოემბოლიურ გართულებაზე, რომელიც ამ ვერაგ ვირუსს ახასიათებს და უსიმპტომო ადამიანსაც შეიძლება, დაემართოს. აქ ლაპარაკია სუნთქვითი აპარატების რაოდენობა რომ ამოგვეწუროს, როგორც ეს დასაწყისში ნიუ-იორკში და ლომბარდიაში - იტალიაში მოხდა. ვაი-ვაგლახით ამას ვუმკლავდებით, მაგრამ ეს ზღვარი ლიმიტირებულია, ეს ვერ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურად ჩვენ არ გვაქვს კითხვაზე პასუხი, ახლა სად ვიმყოფებით. თუ ეს პიკია და სადღაც იქნება სტაბილიზაცია და დაღმავლობისკენ წამოვალთ, შეიძლება ქვეყანამ მინიმალური შეზღუდვებით გაუძლოს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა