პროკრედიტ ბანკისა და GEFF-ის ერთობლივი ინიციატივით მწვანე ონლაინ სემინარი გაიმართება

პროკრედიტ ბანკისა და GEFF-ის (მწვანე ეკონომიკის დაფინანსების პროგრამის) ერთობლივი ინიციატივით, 20 ნოემბერს, 17:00 საათზე მწვანე ონლაინ სემინარი გაიმართება.

შეხვედრის ძირითადი თემა ქართული ბიზნესისთვის მწვანე დაფინანსების მნიშვნელობას ეხება. მონაწილეები იმ ძირითად მიმართულებებს განიხილავენ, რომელშიც ბიზნესს დაფინანსების მიმზიდველი პირობებით უკეთესი ინვესტიცია შეუძლია განახორციელოს და დადებითი ეფექტი მიიღოს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება მზის ელექტროსადგურის პროექტზე, რადგან აღნიშნული სიახლეს წარმოადგენს ბაზრისთვის. აქვე აღსანიშნავია, რომ პროკრედიტი პირველი ბანკია საქართველოში, რომელსაც საკუთარი მზის ელექტროსადგური აქვს და უკვე 6 თვეა მიღებულ შედეგებს აკვირდება, შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით ბანკის გამოცდილების გაზიარება.

ონლაინ სემინარი ონლაინ რეჟიმში გავა ბანკის სოციალურ ქსელში (www.facebook.com/procreditbankgeorgia) და დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.

დასაწყისი: 17:00

ხანგრძლივობა: 1 საათი და 15 წთ

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა