ვლადიმერ პუტინი - მთიან ყარაბაღში ჩვენი სამშვიდობო ძალების განთავსებამ შესაძლებელი გახადა სისხლის ღვრის შეჩერება და ახალი მსხვერპლის თავიდან აცილება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალების განთავსებამ ხელი შეუწყო სისხლის ღვრის შეჩერებას. ამის შესახებ მან რუსული სამშვიდობო მისიის შესახებ ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი სამშვიდობო ძალების განთავსებამ შესაძლებელი გახადა სისხლის ღვრის შეჩერება და ახალი მსხვერპლის თავიდან აცილება. ჩვენი სამხედროები ეფექტურად აკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც ორივე მხარე იცავს. მთლიანობაში, მდგომარეობა დასტაბილურდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი ყველა ჰუმანიტარული ძალისხმევა და დახმარება სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების სასარგებლოდ უნდა იყოს მიმართული“, - განაცხადა პუტინმა.

მან ხაზგასმით ისაუბრა კონფლიქტის რეგიონში ისტორიული და რელიგიური ობიექტების დაცვის აუცილებლობაზე.

„განსაკუთრებით მსურს გამოვყო როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური ისტორიული ძეგლებისა და რელიგიური სიწმინდეების დაცვის თემა. ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი ზნეობრივი, ადამიანური განზომილება. მე ვთვლი, რომ იუნესკოს ჩართულობა აქ სრულიად საჭიროა. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს UNICEF– ის დახმარების ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან სამხედრო კონფლიქტების საშინელებების წინაშე“, - აღნიშნა პუტინმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ვლადიმერ პუტინი - მთიან ყარაბაღში ჩვენი სამშვიდობო ძალების განთავსებამ შესაძლებელი გახადა სისხლის ღვრის შეჩერება და ახალი მსხვერპლის თავიდან აცილება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობო ძალების განთავსებამ ხელი შეუწყო სისხლის ღვრის შეჩერებას. ამის შესახებ მან რუსული სამშვიდობო მისიის შესახებ ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენი სამშვიდობო ძალების განთავსებამ შესაძლებელი გახადა სისხლის ღვრის შეჩერება და ახალი მსხვერპლის თავიდან აცილება. ჩვენი სამხედროები ეფექტურად აკონტროლებენ ცეცხლის შეწყვეტას, რომელსაც ორივე მხარე იცავს. მთლიანობაში, მდგომარეობა დასტაბილურდა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენი ყველა ჰუმანიტარული ძალისხმევა და დახმარება სომეხი და აზერბაიჯანელი ხალხების სასარგებლოდ უნდა იყოს მიმართული“, - განაცხადა პუტინმა.

მან ხაზგასმით ისაუბრა კონფლიქტის რეგიონში ისტორიული და რელიგიური ობიექტების დაცვის აუცილებლობაზე.

„განსაკუთრებით მსურს გამოვყო როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური ისტორიული ძეგლებისა და რელიგიური სიწმინდეების დაცვის თემა. ამ საკითხს აქვს მნიშვნელოვანი ზნეობრივი, ადამიანური განზომილება. მე ვთვლი, რომ იუნესკოს ჩართულობა აქ სრულიად საჭიროა. ჩვენ ასევე იმედი გვაქვს UNICEF– ის დახმარების ბავშვებსა და მოზარდებში, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან სამხედრო კონფლიქტების საშინელებების წინაშე“, - აღნიშნა პუტინმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია