ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი უახლოეს დღეებში გაიმართება. მისივე თქმით, კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია რათა ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი.

,,ჩვენ მზად ვართ ყველანაირი კონსულტაციებისთვის, რა თქმა უნდა, ეს კონსულტაციები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი, როგორიც უნდა ჩამოყალიბებულიყო ახალი საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რომელიც ჩვენ შემოვიღეთ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ალბათ, უახლოეს დღეებში უკვე გაიმართება ასეთი შეხვედრები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს