ლიბანის ბააბდას რაიონის ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, გაქცეული პატიმრებიდან ხუთი დაიღუპა, როდესაც ავტომობილი, რომელშიც ისინი ისხდნენ, ხეს შეეჯახა.
ლიბანის ხელისუფლებამ პატიმრების გაქცევის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის აპრილში ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის ციხეების პატიმრების ოჯახები მჯდომარე საპროტესტო აქციებს მართავდნენ და გადავსებულ ციხეებში კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პატიმრების გათავისუფლებას მოითხოვდნენ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"