„საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე - ყველანაირად ვცდილობთ, შახტაში მუშაობა პირველი დეკემბრიდან დაიწყოს

„საქნახშირის“ დირექტორის მოადგილის, ბადრი არაბიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო შეჩერებული „საქნახშირი“ მუშაობას, სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან განაახლებს.

როგორც არაბიძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, წარმოება ყველანაირად მზადაა, ხოლო ინფიცირებული თანამშრომლების 98% კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

„პანდემიის გამო 2 კვირით თანამშრომლები დავითხოვეთ. მათ შორის, კორონავირუსი მეც დამიდასტურდა. ინფიცირებული თანამშრომლების 98% კოვიდ სასტუმროებშია გადაყვანილი. ეს ორი კვირა გაივლის და შევხედავთ, როგორი სიტუაცია იქნება. წარმოება ყველანაირად მზადაა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ პირველი დეკემბრიდან შახტაში მუშაობა დაიწყოს. იმ ობიექტებს, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება, ვამუშავებთ, ხალხის მცირერიცხოვანი რაოდენობით - მორიგეები დადიან“, - განაცხადა ბადრი არაბიძემ და აღნიშნა, რომ თვეში ორჯერ ყველა თანამშრომელს გეგმიურ შემოწმებას უტარებენ.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, “საქნახშირს“ მუშაობის შეჩერება მოუწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა, მათგან 144 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელობამ საკარანტინო ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„საქნახშირის“ დირექტორის მოადგილე - ყველანაირად ვცდილობთ, შახტაში მუშაობა პირველი დეკემბრიდან დაიწყოს

„საქნახშირის“ დირექტორის მოადგილის, ბადრი არაბიძის განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო შეჩერებული „საქნახშირი“ მუშაობას, სავარაუდოდ, პირველი დეკემბრიდან განაახლებს.

როგორც არაბიძემ „ინტერპრესნიუსთან“ აღნიშნა, წარმოება ყველანაირად მზადაა, ხოლო ინფიცირებული თანამშრომლების 98% კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.

„პანდემიის გამო 2 კვირით თანამშრომლები დავითხოვეთ. მათ შორის, კორონავირუსი მეც დამიდასტურდა. ინფიცირებული თანამშრომლების 98% კოვიდ სასტუმროებშია გადაყვანილი. ეს ორი კვირა გაივლის და შევხედავთ, როგორი სიტუაცია იქნება. წარმოება ყველანაირად მზადაა. ყველანაირად ვცდილობთ, რომ პირველი დეკემბრიდან შახტაში მუშაობა დაიწყოს. იმ ობიექტებს, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება, ვამუშავებთ, ხალხის მცირერიცხოვანი რაოდენობით - მორიგეები დადიან“, - განაცხადა ბადრი არაბიძემ და აღნიშნა, რომ თვეში ორჯერ ყველა თანამშრომელს გეგმიურ შემოწმებას უტარებენ.

შეგახსენებთ, 17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მკვეთრად გაუარესების გამო, “საქნახშირს“ მუშაობის შეჩერება მოუწია. კომპანიის ყველა თანამშრომელს PCR ტესტირება ჩაუტარდა, მათგან 144 ადამიანს Covid 19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელობამ საკარანტინო ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო