ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, მესმის, რომ სამედიცინო საკითხები თქვენი სფერო არაა, მაგრამ იმის გამო, რომ ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის თემები ყველაზე აქტუალურია, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ.

დაინფეცირებულთა რიცხვის ზრდისა და სიკვდილიანობის ზრდის ფონზე იყო მოლოდინი, რომ ხელისუფლება მოქმედების ახალ ფორმაზე გადავიდოდა, მაგრამ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა - „სისტემურილოკდაუნისშესახებ გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული“.

მეტიც, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების დინამიკა, საპროტესტო აქციებს უკავშირდება. ვითარების გართულების ხელისუფლებისეული ახსნა დამაჯერებლად აშკარად არ გამოიყურება, რადგან დიდ სუპერმარკეტებში იმაზე მეტი ხალხი ტრიალებს ხოლმე, ვიდრე საპროტესტო აქციებზე.

თქვენ როგორ შეაფასებდით პანდემიის გამო ქვეყანაში არსებულ ვითარებას და ეპიდოლოგიური ვითარების გაუარესების პირობებში ხელისუფლების მიერ გადადგმილ აშკარად არასაკმარის ნაბიჯებს?

- კორონავირუსის პანდემიის ასეთ მძლავრ აფეთქებაში, რომელმაც კორონავირუსთან წარმატებით მებრძოლი ქვეყნის და ინფიცირების ერთ-ერთი მცირე მაჩვენებლით „მწვანე ზონად“ გამოცხადებული ქვეყნიდან გადაგვიყვანა „წითელ ზონის“ ქვეყნის სტატუსში, ყველას მიუძღვის თავის წვლილი - მოქალაქეების დაუდევრობასაც, ოპოზიციის აქციებსაც და ხელისუფლების მხრიდან პანდემიის მართვაში დაშვებულ შეცდომებსაც.

კორონავირუსის პანდემიის ასეთ მძლავრ აფეთქებაში ყველას მიუძღვის თავის წვლილი - მოქალაქეების დაუდევრობასაც, ოპოზიციის აქციებსაც და ხელისუფლების მხრიდან პანდემიის მართვაში დაშვებულ შეცდომებსაც

ამ სფეროს სპეციალისტი არ გახლავართ, მაგრამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ნათლად ვხედავ. კორონავირუსის პირველი მსხვილი კლასტერი გაჩნდა სწორედ იმ რეგიონში, სადაც ზაფხულში ყველაზე დიდი იყო ადამიანების თავშეყრა და სადაც მაღალი ალბათობით ვერ ხერხდებოდა ეპიდუსაფრთხოების წესების ჯეროვნად დაცვა. ეს იყო აჭარა.

თუ გავითვალისწინებთ, კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდს-14 დღე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი აქაც კარგად ჩანს - პანდემიამ ზრდა და სხვა რეგიონებზე გავრცელება დაიწყო სექტემბრიდან.

ლოგიკურად მივდივართ იმ მოსაზრებამდე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, წერტილოვანი მაგრამ მკაცრი შეზღუდვები და ეპიდუსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციების გამკაცრება, გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო.

სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგანაც ეს უკვე წმინდა ეპიდემიოლოგიური საკითხებია.

მივდივართ იმ მოსაზრებამდე, რომ წინასაარჩევნო კამპანიის მიუხედავად, წერტილოვანი მაგრამ მკაცრი შეზღუდვები და ეპიდუსაფრთხოების წესების დარღვევაზე სანქციების გამკაცრება, გაცილებით ადრე უნდა დაწყებულიყო

- ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პანდემიასთან ბრძოლის პირველ ეტაპზე მიღწეული წარმატებების შემდეგ ხელისუფლებამ ბევრი დრო დაკარგა და მეორე ტალღისთვის არასაკმარისად მოემზადა.

მეტიც, დროულად არ თქვა უარი ვირუსთან ბრძოლის ე.წ. შვედურ მოდელზე მაშინაც კი, როცა შვედეთის ხელისუფლებამ დაშვებული შეცდომა აღიარა და სხვა გზას დაადგა.

ახლა, ხშირად იმასაც იხსნებენ, რომ თავის დროზე ხელისუფლებას უნდა მიეღო სტრატეგია „აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის ინიციატივა. აღმოჩნდა, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ სწორედ ის გზა აირჩია. მხედველობაში მაქვს ის, რომ სლოვაკეთის ხელისუფლებამ დახმარებები მოქალაქეების ტოტალური ტესტირებისათვის გამოიყენა.

გვახსოვს ისიც, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებდა იმაში, რომ მას პანდემიასთან ბრძოლა თავის საარჩევნო დღის წესრიგზე ჰქონდა მორგებული.

ხელისუფლებამ არც არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდეგ არ მოინდომა დაშვებულ შეცდომებზე ხმამაღლა საუბარი და შესაბამისად პანდემიასთან ბრძოლის ტაქტიკაში კორექტივების შეტანა.

თუ თქვენც ასე არ ფიქრობთ, სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ახლა ქვეყანაში პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით ლამის კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს?

- ჩაღრმავებულ კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ, მითუმეტეს სათანადო ინფორმაციის არქონის პირობებში. შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ასეთ დროს ბევრი მიზეზი არსებობს, ადამიანური ფაქტორიდან დაწყებული მართვის მეთოდებით დამთავრებული.

მენეჯმენტის პრიზმაში თუ შევხედავთ პრობლემას, უნდა მოხდეს მოსალოდნელი სცენარების შეძლებისდაგვარად ზუსტი პროგნოზირება და საჭირო რესურსების წინმსწრებად მობილიზება.

მაგალითად, კარგია, რომ დღეს პირბადეების დეფიტი არ გვაქვს, როგორც პანდემიის საწყის პერიოდში. თუმცა, თუ მოქალაქეებმა დადგენილი ანტი-პანდემიური წესები არ დაიცვეს, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება, პანდემიასთან ბრძოლა გაჭირდება.

თუ მოქალაქეებმა დადგენილი ანტი-პანდემიური წესები არ დაიცვეს, რაც სამწუხაროდ ხშირად ხდება, პანდემიასთან ბრძოლა გაჭირდება

- შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალური გამოავალი რა შეიძლება იყოს?

- საზოგადოების კონსოლიდაცია საერთო პრობლემის წინააღმდეგ, პანდემიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაზე უარის თქმა, ეპიდუსაფრთხოების წესების განუხრელი დაცვა, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია, ფსიქოლოგების ჩართვით, რადგანაც პანდემიით გამოწვეული სხვადასხვა პრობლემების ფონზე ადვილია ფსიქოლოგიური წონასწორობის დაკარგვა, გამომდინარე შედეგებით.

ასევე მენეჯმენტის ხარისხობრივი გაუმჯობესება და თუ ადგილობრივი კადრები ვერ ართმევენ თავს სიტუაციის მართვას, ეპიდემიოლოგებზე არ მაქვს საუბარი, იქნებ გვეფიქრა სპეციალისტების მოწვევა იმ ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებთან გამკლავების წარმატებული გამოცდილება არსებობს.

- 2020 წლის არჩევნბი, რომლისთვისაც მზადება ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო დაწყებული, დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები არჩევნებზე საკმაოდ კრიტიკული იყო, დასავლელი პარტნიორები არ იზიარებენ ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი თუ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით ორი შეხვედრა გაიმართა, ისეთი პირი უჩანს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა და მომავალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება.

თქვენ როგორ შეაფასებთ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ ველზე არსებულ ვითარებას?

- ვითარება საკმაოდ დაძაბულია, შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა კონფლიქტის თითქმის ყველა მდგენელი. თუმცა როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს როგორც ქუხს.

ოპოზიციის ქმედებები ფართო საზოგადოების მხარდაჭერით არ სარგებლობს და ამის ინდიკატორი მარტო მათი მცირერიცხოვანი მიტინგები არ გახლავთ. ოპოზიციის მხარდამჭერების საკმაოდ ანგარიშგასაწევი ნაწილი, ძირითადად საზოგადოების საშუალო კლასიდან, უკმაყოფილოა მათი შეურიგებელი პოზიციით და მათგან პარლამენტში შესვლას და ბრძოლის იქ გაგრძელებას მოელის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი, რომელიც ბოლო წლებში საგარეო დახმარების გარდა საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ჩვენს შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაშიც, როგორც ექსპერტულ ისე პოლიტიკოსების და დიპლომატების დონეზე ერთხმად მოუწოდებს ოპოზიციას, რომ პოლიტიკური პროცესები ქუჩიდან პარლამენტში გადაიტანოს.

ამ დროს, „პროდასავლურობაზე“ პრეტენზიის მქონე ოპოზიცია დასავლეთის რეკომენდაციებს ჯერჯერობით არ იმჩნევს და თავის რადიკალური დღის წესრიგით დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს.

პროდასავლურობაზე“ პრეტენზიის მქონე ოპოზიცია დასავლეთის რეკომენდაციებს ჯერჯერობით არ იმჩნევს და თავის რადიკალური დღის წესრიგით დასავლელი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს

დასავლეთს ჩემი აზრით არ სურს, რომ კავკასიაში მათი ერთდაერთი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა დესტაბილიზაციის და ქაოსის მორევში ჩაეფლოს და არ ემხრობა იმას რასაც ჰქვია „რეჟიმის ცვლილება.“

შესაძლოა დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა რომ შეუძლია პარტნიორობაც და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფაც. დასავლეთისთვის დღეს ჩვენს რეგიონში ეს არის პრიორიტეტული, თუ „რეალ-პოლიტიკის“ გადმოსახედიდან შევხედავთ სიტუაციას.

სამწუხაროა, რომ ის პარტიები, მათ შორის ახლადშექმნილი, რომლებმაც ამ არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არ ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს,“ ზედმეტად მიებნენ „ნაცმოძრაობას,“ მაშინ როდესაც თვითკმარ და საკუთარი სახის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებად შეეძლოთ დარჩენილიყვნენ.

სამწუხაროა, რომ ის პარტიები, მათ შორის ახლადშექმნილი, რომლებმაც ამ არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არ ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს,“ ზედმეტად მიებნენ „ნაცმოძრაობას,“ მაშინ როდესაც თვითკმარ და საკუთარი სახის მქონე პოლიტიკურ სუბიექტებად შეეძლოთ დარჩენილიყვნენ

თუ ახალი პარლამენტის პირველ სხდომამდე დარჩენილ პერიოდში დაძაბულობა არ განიმუხტა, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ის განცხადებები რაც ოპოზიციის გავლენიანი ლიდერებისგან გვესმის, იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ ისინი შესაძლოა კონსტიტუციური ქმედებების ჩარჩოებიდანაც გავიდნენ.

- გასაგებია, რომ თვალს ვადევნებთ სხვადასხვა ფორმებით პოლიტიკურ ბრძოლას. ხელისუფლება ოპოზიციას დიალოგზე მას შემდეგ დაუჯდა, როცა ცესკოს დაჩქარებული წესით ჰქონდა შეჯამებული არჩევნების შედეგები. ვნახეთ ისიც, რომ არანაირი აზრი არ ჰქონდა სასამართლოებში საჩივრების გასაჩივრებას.

ყველაზე უცნაური კი ის აღმოჩნდა, რომ შემაჯამებელი ოქმების საკმაოდ დიდ რაოდენობაში ციფრები არ ემთხვეოდა ერთმანეთს, რაც, როგორც მინიმუმ, საარჩევნო ადმინისტრაციის აშკარა არაკვალიფიციურობაზე მიანიშნებს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდს თავად მიჰყავდა საქმე იმისკენ, ახლა რა ჩიხურ ვითარებაშიც აღმოჩნდა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია, არამედ მომავალ არჩევნებამდე სახელმწიფო. მესმის, რომ წარმოუდგენელია ეს ყოფილიყო ხელისუფლების მიზანი, მაგრამ, რამდენად მართებულია ვითარების ამგვარადაც დანახვა?

- ძალიან ფართო თემას შევეხეთ, და სრული სურათის მისაღებად საჭიროა ვითარების დანახვა და შეფასება სხვადასხვა კუთხით და იმის ანალიზი, თუ რატომ მოხდა ის რაც მოხდა და ვის გამო.

მაგალითად, იყო თუ არა საჩივარი დაწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, რამდენად იყო გამყარებული ფაქტოლოგიით და ა.შ. ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს, თუნდაც შემაჯამებელ ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით. მოკვლევა იმიტომაც არის ჩასატარებელი, რომ მომავალში თავი დავიზღვიოთ ასეთი ხარვეზებისგან, რომლებიც უფრო ფართო კუთხით თუ მივუდგებით, ჩვენს დემოკრატიას აზიანებს.

გეთანხმებით, რომ ამჟამად სიტუაცია ჩიხშია. ამავე დროს, ჩვენ გვახსოვს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთი შეხედვით ჩიხური სიტუაციიდან მოიძებნა გამოსავალი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით.

დღეს სიტუაციაა განსხვავებულია. ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღიაროს არჩევნების გაყალბება, ამით საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს და პოლიტიკური ველიდან გავიდეს.

ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღიაროს არჩევნების გაყალბება, ამით საკუთარ თავს პოლიტიკური განაჩენი გამოუტანოს და პოლიტიკური ველიდან გავიდეს

შესაბამისად, ოპოზიციის ეს მოთხოვნა, მისი რადიკალიზმი და მეორე მხარისთვის მიუღებლობა განაპირობებს მისი შესრულების დაბალ ალბათობასაც.

ვადამდელმა არჩევნებმა შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს ქვეყანაში ვითარება, ყველა პარამეტრით და საქმე შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს.

გამოსავლის და ურთიერთმისაღები კომპრომისის პოვნის შანსი ვფიქრობ ჯერ კიდევ რჩება, მაგრამ ის სულ უფრო და უფრო მცირდება.

- ახლა ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ იმაე, რომ მათი დამსახურებით გახდა შესაძლებელი პროპორციულთან მიახლოებული კანონმდებლობის მიღება. არადა გვახსოვს ამ თემაზე მათი წინააღმდეგობა და ისიც, რომ 120/30 „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვების საკმაოდ კარგ შანსებს უტოვებდა...

- მე მგონი ყველამ, ვინც მეტნაკლებად ადევნებს თვალყურს პოლიტიკურ პროცესებს, კარგად ხვდება თუ რეალურად ვისი დამსახურება იყო პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება. ასე რომ ამ თემას აღარ ჩავუღრმავდები.

დიახ, 120/30 სისტემა „ქართულ ოცნებას“ არჩევნების მოგების კარგ შანსებს აძლევდა და მან ეს შანსი გამოიყენა.

ყველა პრობლემურ უბანზეც რომ გადათვლილიყო ხმები და ვიდეოკამერების ჩანაწერები გახსნილიყო, არჩევნების შედეგები რადიკალურად არ შეიცვლებოდა. ვფიქრობ ეს ოპოზიციამაც კარგად იცის.

ყველა პრობლემურ უბანზეც რომ გადათვლილიყო ხმები და ვიდეოკამერების ჩანაწერები გახსნილიყო, არჩევნების შედეგები რადიკალურად არ შეიცვლებოდა. ვფიქრობ ეს ოპოზიციამაც კარგად იცის

- ახლა როცა ვიცით, რომ მომავალი პარლამენტი ერთპარტიული იქნება, რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის საქმიანობა?

- შეგახსენებთ, რომ არც ისე შორეულ წარსულში საქართველოს ჰყავდა ფაქტობრივად ერთპარტიული პარლამენტი, სახელისუფლებო პარტიის მიერ დანიშნული ფსევდო-ოპოზიციით. ჩვენ ჯერ არ ვიცით ზუსტად, იქნება თუ არა მეათე მოწვევის პარლამენტი ერთპარტიული, რადგანაც ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, რომ გარკვეულმა ბარიერგადალახულმა პარტიებმა მოისურვონ პარლამენტში შესვლა გარკვეული პირობების და კომპრომისული შეთანხმებების საფუძველზე.

თუკი პარლამენტი მაინც დარჩება ერთპარტიულად, მას ექნება ლეგიტიმაცია და შეეძლება ფუნქციონირება. თუმცა, წმინდა პოლიტიკური კუთხით, ასევე იმიჯის და ნდობის კუთხით, მას უხერხულობები შეექმნება, როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ადგილობრივ დონეზე.

თუკი პარლამენტი მაინც დარჩება ერთპარტიულად, მას ექნება ლეგიტიმაცია და შეეძლება ფუნქციონირება. თუმცა, წმინდა პოლიტიკური კუთხით, ასევე იმიჯის და ნდობის კუთხით, მას უხერხულობები შეექმნება, როგორც საერთაშორისო არენაზე, ისე ადგილობრივ დონეზე

ერთპარტიული პარლამენტი არ არის დემოკრატიის მაღალი ხარისხის მაჩვენებელი, შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულობის ინდექსი ქვემოთ დაიწევს, აქედან გამომდინარე შედეგებით.

ერთპარტიული პარლამენტი ვერ იქნება მის მიერვე დამტკიცებული ასევე ერთპარტიული მთავრობის ეფექტური მაკონტროლებელი, რაც პარლამენტის ერთ ერთი უმთავრესი ფუნქციაა.

ამას გარდა, 91-დეპუტატიანი პარლამენტი შეზღუდული იქნება ისეთ საკანონმდებლო საქმიანობაში რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება. ჩამონათვალი შემიძლია გავაგრძელო, თუმცა ვფიქრობ მოყვანილი მაგალითებიც საკმარისია.

მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. თუკი ერთპარტიულმა პარლამენტმა და ახალმა მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად მოახერხეს არსებულ პრობლემებთან გამკლავება და სიტუაციის ხელშესახები გაუმჯობესება, რასაც მოსახლეობაც იგრძნობს, მაშინ პრეტენზიები პარლამენტის ერთპარტიულობასთან შედარებით ნაკლები იქნება.

თუკი ერთპარტიულმა პარლამენტმა და ახალმა მთავრობამ სწრაფად და ეფექტურად მოახერხეს არსებულ პრობლემებთან გამკლავება და სიტუაციის ხელშესახები გაუმჯობესება, რასაც მოსახლეობაც იგრძნობს, მაშინ პრეტენზიები პარლამენტის ერთპარტიულობასთან შედარებით ნაკლები იქნება

- შევეხოთ რეგიონულ პრობლემებსაც, ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების ფონზე სამხრეთ კავკასიაში ვითარება თვისობრივად შეცვლილია. რა შეიცვალა ყარაბაღისათვის ბოლო ომის შედეგებით სამხრეთ კავკასიაში და რა საფრთხეების შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს ეს ახალი რელობა საქართველოსთვის?

- ყარაბახის ბოლო სამხედრო კონფლიქტმა, და კარგია თუ ის იქნება მართლაც ბოლო, შექმნა კიდევ ერთი პრეცედენტი, რომელიც აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გადაფაროს ძალისმიერმა ფაქტორმა სამშვიდობო მოლაპარაკებები და საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმები.

ის პრობლემა, რაც ვერ გადაწყდა 25 წლის განმავლობაში მინსკის ჯგუფის ფორმატში დიდი სახელმწიფოების მონაწილეობით, გადაწყდა 45-დღეში სამხედრო ძალის გამოყენებით. აზერბაიჯანმა დაიბრუნა ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების უმეტესი ნაწილი. თუმცა, ვერ შეძლო მის სუვერენულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე იურისდიქციის სრულყოფილად აღდგენა, რადგანაც შეაჩერეს.

სამაგიეროდ აზერბაიჯანმა მიიღო საკუთარ ტერიტორიაზე რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი აქედან გამომდინარე შედეგებით რაც გამოიხატება რეგიონში რუსეთის გავლენის გაძლიერებით. პარალელურად რეგიონში გაძლიერდა თურქეთის გავლენაც და ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება. რუსეთი და ნატო-ს წევრი თურქეთი დღეს რეგიონში გავლენებისთვის ბრძოლაში ებმებიან. ამას კი ექნება სხვადასხვა გამოვლინება, როგორც სამხედრო- პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და კულტურულ-რელიგიურიც.

რეგიონში გაძლიერდა თურქეთის გავლენაც და ეს გახლავთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისობრივი ცვლილება. რუსეთი და ნატო-წევრი თურქეთი დღეს რეგიონში გავლენებისთვის ბრძოლაში ებმებიან

თუმცა, პროცესების დინამიკას უნდა დავაკვირდეთ, რადგანაც რუსეთის მიერ მხარეების მშვიდობისკენ იძულება ჯერ კიდევ ძალიან მყიფეა და არიან ძალები, რომლებსაც შესაძლოა სურდეთ, რომ რუსეთის სამშვიდობო მისიამ ფიასკო განიცადოს.

- რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, იმზე რას იტყოდით?

- თუ კონფლიქტის ზონაში მშვიდობა შენარჩუნდა, თურქეთი აქტიურად დაიწყებს იქ პოტენციური სატრანზიტო და ენერგოდერეფნების ათვისებას, რამაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

მაგალითად, ნახიჭევანსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო დერეფნის გაყვანაზე შეთანხმება საშუალებას აძლევს თურქ ექსპორტიორებს ჩინეთში გაგზავნონ თავიანთი პროდუქცია უფრო მოკლე გზით და საქართველოს გვერდის ავლით.

ნახიჭევანსა და აზერბაიჯანს შორის სატრანსპორტო დერეფნის გაყვანაზე შეთანხმება საშუალებას აძლევს თურქ ექსპორტიორებს ჩინეთში გაგზავნონ თავიანთი პროდუქცია უფრო მოკლე გზით და საქართველოს გვერდის ავლით

ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, თუ როგორ გააქტიურდა აფხაზეთზე გამავალი რკინიგზის გახსნის საკითხი, რომლითაც საქართველოს გავლით რუსეთი სომხეთს დაუკავშირდება. ამ პროექტს ძალიან ლობირებს რუსეთი, რადგანაც ამით მისი გავლენა საქართველოში გაძლიერდება.

ყარაბახში მიღწეულმა სამხედრო-პოლიტიკურმა წარმატებამ აზერბაიჯანს რეგიონის ლიდერის განცდა შესძინა და არ არის გამორიცხული, მისი პოზიცია დავით-გარეჯის საკითხზე უფრო ხისტი გახდეს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენთან ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მღელვარების ინიცირება მოხდეს.

ყარაბახში შექმნილი სიტუაცია, უკვე არსებულ გაყინულ კონფლიქტებთან ერთად, კავკასიის რეგიონს წარმოაჩენს როგორც ფეთქებადსაშიშ სარისკო ზონას, რაც პოტენციურ ინვესტორებს აქ მსხვილი ინვესტიციების სურვილს უკარგავს. საქართველოს ამგვარი პერსპექტივა კარგს არაფერს უქადის.

ყარაბახში შექმნილი სიტუაცია, უკვე არსებულ გაყინულ კონფლიქტებთან ერთად, კავკასიის რეგიონს წარმოაჩენს როგორც ფეთქებადსაშიშ სარისკო ზონას, რაც პოტენციურ ინვესტორებს აქ მსხვილი ინვესტიციების სურვილს უკარგავს. საქართველოს ამგვარი პერსპექტივა კარგს არაფერს უქადის

ამას გარდა, ყარაბახის ომის სამხედრო განზომილებას თუ განვიხილავთ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა ჩვენი შეიარაღებული ძალების პოტენციალისა და მზადყოფნის შესახებ. ვფიქრობ, ყარაბახის ომიდან მათ დასკვნები უნდა გააკეთონ.

- თუ აქამდე არ აღიარებდა პრეზიდენტი ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების შდეგებს, უკვე ვიცით, რომ მისი ადმინისტრაცია მალე შეუდგება აშშ-ს მომავალი პრეზიდენტ ბაიდენისათვის უფლებამოსილებების გადაცემის პროცედურების დაწყებას. უკვე ცნობილია თუ ვინ დაიკავებს ბაიდენის ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის პოსტს.

სავარაუდოდ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს აშშ-ს პრეზიდენტად ბაიდენის მმართველობის პერიოდში?

- უნდა ითქვას, რომ ეს არჩევნები შეიძლება აშშ-ს ისტორიაშიც კი შევიდეს დარღვევების და მაქინაციების ხარისხით და რაოდენობით. ამას გარდა, მან ამერიკული საზოგადოება ორად გახლიჩა რაც სერიოზული გამოწვევაა.

ხელისუფლების გადაცემის პროცედურის გამოცხადების მიუხედავად, დონალდ ტრამპი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას, 14 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგია შეიკრიბება და აშშ-ს პრეზიდენტს დაასახელებს.

გამოვიდეთ იმ დაშვებიდან, რომ სასწაული არ მოხდება და აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი გახდება. მის მიერ საკვანძო თანამდებობზე ნომინირებული პირები მეტწილად ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ხალხია და რაც აღსანიშნავია, მათ შორის ბევრი ქალია.

სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ ენტონი ბლინკენს საგარეო-პოლიტიკურ საკითხებში საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს და როგორც ინფორმირებული წყაროები ამბობენ, ის აშშ-ს აქტიური საგარეო პოლიტიკის მომხრეა, მათ შორის ადამიანის უფლებათა სფეროში.

სხვათა შორის, ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩინეთზე რუსეთის მზარდი დამოკიდებულების შიში შეიძლება გახდეს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ერთ ერთი წინაპირობა.

ბაიდენისთვის საქართველო არაა უცხო ქვეყანა. ის აქ ნამყოფია, პარლამენტშიც გამოვიდა სიტყვით, გარკვეული ემოციური კავშირი აქვს. ვფიქრობ საქართველოსთან მიმართებაში შენარჩუნდება აშშ-ს საგარეო-პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მემკვიდრეობითობა.

ბაიდენისთვის საქართველო არაა უცხო ქვეყანა. ის აქ ნამყოფია, პარლამენტშიც გამოვიდა სიტყვით, გარკვეული ემოციური კავშირი აქვს. ვფიქრობ საქართველოსთან მიმართებაში შენარჩუნდება აშშ-საგარეო-პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების მემკვიდრეობითობა

შესაძლოა მივიღოთ უფრო მეტი მხარდაჭერა ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით და პარალელულად მეტი მომთხოვნელობა დემოკრატიისა და ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით.

თუმცა, ორმხრივი ურთიერთობები დიდწილად მაინც პოლიტიკურ კონიუნქტურაზე იქნება დამოკიდებული. დღეს აშშ ისეთ მდგომარეობაშია, რომ აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებამდე, ჯერ საკუთარ სახლში აქვს დასალაგებელი ბევრი პრობლემა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა