ლიბერთის აქცია #გულით პედაგოგებისთვის გრძელდება

ლიბერთის შეთავაზება, სპეციალურად პედაგოგებისთვის, სამომხმარებლო სესხებზე გრძელდება. აქციის ფარგლებში, პედაგოგები, რომლებიც აიღებენ ან სხვა ბანკიდან გადმოიტანენ სამომხმარებლო სესხს, ისარგებლებენ 3 თვემდე საშეღავათო პერიოდით, რაც ნიშნავს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში ყოველთვიური გადასახდელისგან გათავისუფლებას.

აქცია გაგრძელდება 31 დეკემბრამდე.

„ლიბერთი უკვე მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს საგანმანათლებლო სექტორთან და არაერთ მნიშვნელოვან სოციალური პასუხისმგებლობის პროექტშია ჩართული, რაც უდიდესი პატივია ჩვენთვის. პედაგოგებისთვის ჩვენი სამომხმარებლო სესხის პირობები ყოველთვის განსაკუთრებული იყო, თუმცა წელს, პანდემიით გამოწვეული სიძნელეების ფონზე, გადავწყვიტეთ კიდევ უფრო განსაკუთრებული პირობების შეთავაზებით გამოგვეხატა ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა. ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ამ აქციით ბევრმა პედაგოგმა ისარგებლა, ახლა კი გადავწყვიტეთ, წინასაახალწლოდაც შევთავაზოთ როგორც გაუმჯობესებული პირობა სამომხმარებლო სესხზე, ასევე 3 თვიანი საშეღავათო პერიოდი - აქციის ფარგლებში, ნებისმიერ პედაგოგს აქვს საშუალება 3 თვემდე ვადით გათავისუფლდენენ ყოველთვიური გადასახდელისგან იმ შემთხვევაში თუ აიღებენ ახალ სესხს ან გადმოიტანენ სხვა ბანკებიდან”, - აცხადებს საცალო საბანკო მომსახურების დირექტორი გიორგი მაკარიძე.

ლიბერთი უკვე არაერთი წელია ემსახურება სკოლების უმრავლესობას საქართველოში და 60 000-მდე პედაგოგს. აქციით სარგებლობისთვის მასწავლებლებმა უნდა შეავსონ სასესხო განაცხადი ინტერნეტ/მობაილ ბანკიდან ან მიმართონ ლიბერთის ნებისმიერ სერვის ცენტრს.

(R)

გიორგი ანთაძე - საქართველო ვაშინგტონისა და თავისუფალი სამყაროს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და ჩვენ ეს როლი და ფუნქცია ბოლომდე უნდა ავითვისოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2021
ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
JTI-ს საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო გადაეცა
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" დამფუძნებელი კომპანია Eurohold, ბულგარეთში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელი კომპანიის მფლობელი გახდა