გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი - თუ „ლოკდაუნის“ მერე ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, ასეთ გადაწყვეტილებას აზრი არ აქვს - ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის ჩაკეტვაა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმში“ განმარტა, შეზღუდვების შესახებ მთავრობამ ეპიდემიოლოგებთან, სპეციალისტებთან და ეროვნულ ბანკთან ერთად უნდა იმსჯელოს.

„გამოსავალი არის ჩაკეტვა. ეს უნდა გადაწყვიტოს არა ერთმა ადამიანმა, არამედ უნდა დასხდნენ ფინანსისტები, ეკონომისტები, ექიმები, ინფექციონისტები, ბიზნესმენები, ბანკის წარმომადგენლები, ეროვნული ბანკი უნდა დაჯდეს ჩვენთან ერთად და თქვას, რისი საშუალება აქვს ქართულ ლარს. თუ ჩვენ „ლოკდაუნის“ მერე გამოვალთ ქალაქში და ერთი დოლარი ეღირება 10 ლარი, მაშინ ასეთ „ლოკდაუნს“ აზრი არ აქვს. ასეთ ჩაკეტვას მოყვება ქვეყნის გარდაცვალება, არათუ ადამიანების. ამიტომ, ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ და არა ისე, რომ ვინმემ ტელევიზორით გვითხრას, რა მოგვივა. გვითხრან, ხვალ ზეგ, მაზეგ რას გეგმავენ. ეს არ უნდა იყოს სიუპრიზი, ძალით ადამიანებისთვს ცხვირში შეტენილი გადაწყვეტილება, არამედ მათთან ერთად მიღებული მძიმე, არაპოპულარული გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ადამიანები გადარჩებიან“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობა დაეყრდნო არასწორ გადაწყვეტილებებს, ხოლო არაპროფესიონალებმა არასწორი პროგნოზები გააკეთეს, რომლის შედეგები ქვეყანაში უკვე დადგა.

როგორც გიორგი ჩალაძემ აღნიშნა, არასწორ გადაწყვეტილებებზე პასუხი უნდა აგოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, ხოლო მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმა პასუხი უნდა აგონ თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკიდან გამომდინარე, რაც მისი თქმით, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობაა.

„კოვიდი თავიდან ბოლომდე პოლიტიკაა. ფული, რომელიც სახელმწიფომ სესხად თუ დახმარების სახით მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკას და ქრთამს მოხმარდა, კორუფციას და პოლიტიკას. ეს ფული ჯანდაცვაში არ წასულა. ჩვენ თუ ჯანდაცვის გაძლიერება გვინდოდა, მთელი წელი გვქონდა. შეგვეძლო მოვმზადებულიყავით, მინიმუმ საინფორმაციო მომზადება მაინც დაგვეწყო. დღეს მინისტრი არ უნდა გამოდიოს და არ უნდა ფიქრობდეს, რა ციფრებიც მიაწოდეს, სანდოა თუ არა. ეკა ტიკარაძე დღეს ვერ ენდობა მასთან მიტანილ ციფრებს. იცით რატომ? იმიტომ, რომ თავისივე სამინისტროში ადამიანები მის წინააღმდეგ არიან. ვისი გავლენის ქვეშ არიან? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის. ეს არის ფაქტები, სინამდვილე. ამ ადამიანის მცდარმა, ძველმა კავშირებმა მიიყვანა სისტემა ამ პერიოდამდე“,-განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი შეფასებით, ამირან გამყრელიძემ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მძიმე შედეგებამდე მიიყვანა.

„ამირან გამყრელიძემ დღემდე ვერ გადახარშა როგორ მოხსნეს მინისტრობიდან და როგორ გადაიყვანეს თავშესაფრის სახით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. მინისტრობის მოკლე პერიოდში როგორი უარყოფითი შედეგებიც დადო სამინისტროში, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება ჯანდაცვის სისტემა და იგივე შედეგებამდე მიიყვანა დაავადებათა კონტროლი. ის არის დღეს არაფორმალური მინისტრი“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

მისი თქმით, ვირუსის გავრცელების ოპოზიციისთვის გადაბრალება „უკიდეგანოდ სამარცხვინო განცხადებაა“.

გიორგი ჩალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება არასწორი გადაწყვეტილებების და მოუმზადებელი სისტემის გამო გართულდა.

„ეს უმართავი, მოუმზადებელი სისტემის, ჩაფლავებული მენეჯმენტის, არასწორი გადაწყვეტილებების, მოპარული ფულის და დიდი კორუფციის ბრალია, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ყვავის“, - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს