„ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი გაიხსნა

მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე (თბილისის პოლიციის სამმართველოსთან) „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე „სმარტის“ სუპერმარკეტი და „დანკინის“ ევროპაში პირველი Drive Thru რესტორანი გაიხსნა. ცნობილი თანამედროვე მხატვრის, გიორგი გამეზარდაშვილის მოხატული სადგური ახლა კიდევ უფრო მიმზიდველია ყველაზე ხელმისაწვდომი, უმაღლესი ხარისხის ნავთობპროდუქტებით. ამიერიდან, აქვეა „სმარტის“ სუპერმარკეტი ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურფუნთუშეულითა და იტალიური ყავით და „დანკინის“ სწრაფი მომსახურების Drive-Thru ფორმატის რესტორანი, სადაც სრული მენიუა წარმოდგენილი.

„ვისოლი“ მუდმივად ცდილობს გაიმყაროს ბაზარზე ინოვატორული კომპანიის იმიჯი და მოხარული ვართ, რომ თვითმომსახურების ფორმატის სადგურების განვითარების შესაძლებლობა პირველებს სწორედ ჩვენ მოგვეცა. „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგური კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადეთ „სმარტის“ სუპერმარკეტისა და „დანკინის“ რესტორნის დამატებით. დღეს გავხსენით „სმარტის" რიგით მეოცე ობიექტი და სიმბოლურია, რომ 2020 წელს კიდევ ვაგრძელებთ ობიექტების გახსნას.

ამ წლის ბოლომდე კიდევ ორი ობიექტი გვინდა გავხსნათ: ერთი - ვარკეთილში, რომელიც იქნება მსგავსი ტიპის, ხოლო რიგით 22- ე ობიექტი გაიხსნება წლის ბოლოს, კერძოდ, ვგეგმავთ, რომ ვაჟა- ფშაველას გამზირზე დავამატოთ „სმარტის" სუპერმარკეტი ჩვენს ინფრასტრუქტურას.

ძალიან სასიხარულოა, რომ აქ ასევე ობიექტი გახსნა „დანკინმა", რომელიც კიდევ უფრო გაზრდის ობიექტის დატვირთულობას და შესაბამისად, „სმარტის“ მარკეტი მისცემს ამ ობიექტს მეტ საშუალებას, რომ აქ მოსულმა მომხმარებელმა ერთი გაჩერებით მიიღოს სხვადასხვა ტიპის მომსახურება და შეთავაზება როგორც სწრაფი კვების მაღალი სტანდარტის და მაღალი ხარისხის ობიექტში, ასევე სუპერმარკეტში, რომელიც გამორჩეულია თავისი იდენტობით, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი ექსკლუზიური პროდუქტების იმპორტი უცხოეთიდან და ამავე დროს, გამორჩეული საცხობი ხაზი, რომელიც არის ჩვენი კომპანიის ქოლგის ქვეშ არსებული საწარმო და უზრუნველყოფს საქართველოში, მათ შორის, თბილისში „სმარტის" ყველა მარკეტის უმაღლესი ხარისხის გამომცხვარი პროდუქტებით მომარაგებას.

ზემოაღნიშნული ფორმატის განვითარება ემსახურება თანდათანობით ახალი სამომხმარებლო ქცევის დანერგვას საქართველოში, ევროპული და მსოფლიო პრაქტიკის შესაბამისად. თვითმომსახურების სადგურებზე მომხმარებელი ყოველდღიურად იღებს 15 თეთრიან ფასდაკლებას; ამას ემატება „უნიქარდით“ გამოყენებისას მიღებული დამატებითი ფასდაკლება და „ვისოლ ჯგუფის“ სხვა კომპანიების მხრიდან გემრიელი შეთავაზებები“,- აცხადებს „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

„დანკინის” ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი ახალ სივრეში მიღებულ სტუმრებს სრულ მენიუს: 15 სხვადასხვა სახეობის გამორჩეულად მაღალი ხარისხის ცხელ და ცივ ყავას, ფერად-ფერად დონატებს, კრუასანებს, უგემრიელეს იტალიურ პიცებს და სენდვიჩების ფართო არჩევანს სთავაზობს. მიმდინარე შეთავაზებები კი - ცხელი ამერიკანო ნებისმიერ დონატთან ერთად 4.50 ლარად, ხოლო ინგლისურ ტოსტთან ერთად 4.90 ლარად აქაც ძალაშია და მგზავრობას უფრო ენერგიულს და კომფორტულს ხდის.

„მოხარული ვართ, რომ „დანკინის“ ევროპაში პირველი Drive-Thru რესტორანი სწორედ საქართველოში გავხსენით. „ვისოლთან“ და „სმარტთან“ ერთად განვითარება გვაძლევს სინერგიის ეფექტს და წარმატების მიღწევის გაცილებით მეტ შესაძლებლობას. ამ ფორმატების განვითარებით „დანკინის“ მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად იზრდება კომფორტი, რომლებსაც ისინი მათთვის საყვარელი სერვისის მიღებისას იღებენ“, – აცხადებს „დანკინის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ლევან ედიშერაშვილი.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო