გიორგი კანდელაკი - სანამ “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება

სანამ “ქართული ოცნება” იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან საერთაშორისო დონეზე რუსეთს პრობლემა არ შეექმნება, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას გამოეხმაურა.

კანდელაკის თქმით, ამ პრობლემის ერთადერთი წამალი არის ის, რომ აშშ-ს, ევროკავშირს და რუსეთს შორის ორმხრივ დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი მოხვდეს. როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, “ქართული ოცნების” მთავარი, გენერალური ხაზი არის რუსეთისთვის მაქსიმალური კონფორტის შექმნა საერთაშორისო ასპარეზზე.

„ ყოველ ჯერზე, როდესაც “ევროპული საქართველო” პარლამენტის რეზოლუციით ცდილობდა, რომ ამერიკის და ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილიყო ჩვენი დეოკუპაციის საკითხი ან დევნილთათვის წართმეული სახლების ამერიკული და ევროპული კომპანიების მიერ გაქირავების საკითხი, “ქართული ოცნება” ამბობდა, რომ ეს არის ღალატი და ნაგვის ურნაში ისროდა ამ რეზოლუციებს და ინიციატივებს. სანამ “ქართული ოცნება” იქნება საქართველოს სათავეში, ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება, რადგან საერთაშორისო დონეზე, მაღალ დონეზე, რუსეთს პრობლემა არ შეექმნება. “ქართული ოცნების” პოლიტიკური ხაზი, გენერალური ხაზი, სწორედ ეს არის, რომ რუსეთს ჰქონდეს მაქსიმალური კონფორტი საერთაშორისო ასპარეზზე”, - განაცხადა კანდელაკმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა