ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ყოფილ ელჩს ნატოში, სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) დამფუძნებელს ლევან დოლიძეს ესაუბრა.

- ბატონო ლევან, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 25 წლის შემდეგ შეძლო სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის გარკვეული ნაწილისა და ყარაბაღის მიმდებარედ არსებული 6 ოკუპირებული რაიონის დაბრუნება, ევროპელი, ამერიკელი და რუსი დამკვირვებლების უმრავლესობა თანხმდება მოსაზრებაში, რომ სამხრეთ კავკასიაში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა.

შეცვლაში იგულისხმება ის, რომ თუ აქამდე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსებს არ ჰყავდათ სამხედრო ძალები, ახლა ჰყავთ, მართალია მშვიდობისმყოფელების მანდატით, მაგრამ მაინც ჰყავთ. ასევე იგილისხმება ისიც, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განლაგდებიან თურქი სამხედრო დამკვირვებლები.

იგულისხმმება ისიც, რომ აზერბაიჯანს ექნება სახმელეთო კავშირი თავის ნახჭევანის ოლქთან, რაც მანამდე არ ჰქონდა და ამ 5 კილომეტრიან კორიდორსა და ასევე ლაჩინის ასევე 5 კილომეტრიან კორიდორს რუსული ეფ-ეს-ბეს ძალები დაიცავენ.

დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგიონში თურქეთი გაძლიერდა, მეორე ნაწილი კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ სამხრეთ კავკასიაში თავისი პოზიციები რუსეთმა გაიძლიერა. რამდენად და ვის სასარგებლოდ შეიცვალა ვითარება სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომის შედეგად?

- კონფლიქტის პირველი დღეებიდანვე ჩანდა, რომ რუსეთის ერთი შეხედვით პასიური პოზიცია არ გამომდინარეობდა ხედვის ან დღის წესრიგით არ ქონით ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.

მეტიც, როგორც ბოლოს დადასტურდა, რუსეთი მოქმედებდა საკმაოდ კარგად გააზრებული თანმიმდევრული გეგმით, რის საფუძევლზეც მან მიაღწია ორ ძირითადად ამოცანას – რუსეთმა კიდევ ერთი სამხედრო დანაყოფი განათავსა სამხრეთ კავკასიაში, ამავდროულად, მნიშვნელოვნად დაასუსტა სომხეთის პრემიერი, რითაც გარკვეულწილად პასუხი გასცა იმ პროდასავლურ განწყობებს, რისი ნიშნებიც სომხეთში რევოლუციისა და პრემიერ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა.

რუსეთმა კიდევ ერთი სამხედრო დანაყოფი განათავსა სამხრეთ კავკასიაში, ამავდროულად, მნიშვნელოვნად დაასუსტა სომხეთის პრემიერი, რითაც გარკვეულწილად პასუხი გასცა იმ პროდასავლურ განწყობებს, რისი ნიშნებიც სომხეთში რევოლუციისა და პრემიერ პაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გაჩნდა

ამასთანავე, როგორც მოსალოდნელი იყო, აზერბაიჯანს არ მიეცა მთიანი ყარაბაღის სრულად დაკავების შესაძლებლობა, რითაც რუსეთმა შეინარჩუნა როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე ზემოქმედების მექანიზმი.

როგორც მოსალოდნელი იყო, აზერბაიჯანს არ მიეცა მთიანი ყარაბაღის სრულად დაკავების შესაძლებლობა, რითაც რუსეთმა შეინარჩუნა როგორც სომხეთზე, ასევე აზერბაიჯანზე ზემოქმედების მექანიზმი

ცხადია მოსალოდნელი იყო თურქეთის აქტიურობაც და აზერბაიჯანის მიმართ გამოხატული ღია, მათ შორის სამხედრო მხარდაჭერით თურქეთმა მიაღწია იმ ამოცანას, რაც მას მოკლევადიან პერსპექტივაში ქონდა დასახული როგორც საგარეო ასევე შიდა პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე.

- რეგიონში დასავლეთის გავლენის შემცირება რომ ანკარისა და მოსკოვის ინტერესებშია, ფაქტია. ცხადია, რომ სამხრეთ კავკასიაში თურქეთი და რუსეთი კონკურენტები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ახერხებდნენ ერთმანეთთან საკმაოდ ბევრს სფეროში წარმატებულ თანამშრომლობას.

რუსეთი არ მალავს, რომ აზერბაიჯანში პოზიციების გაძლიერებით მას სამხრეთ კავკასიაში მოქმედებისათვის მეტი სივრცე ექნება.

თქვენი დაკვირვებით რა გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დააყენა ყარაბაღის ომის შედეგებმა საქართველო?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვფიქრობ, დასავლეთის გავლენის შემცირება უნდა მოვიაზროთ არა შედეგად ყარაბაღის კონფლიქტის, არამედ პირიქით - მიმაჩნია, დასავლეთის მიერ ყურადღების მოდუნება რეგიონის მიმართ არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რის გამოც ყარაბაღის კონფლიქტის ამ კონკრეტული ეპიზოდით რუსეთმა შეძლო რეგიონში თავისი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება.

დასავლეთის მიერ ყურადღების მოდუნება რეგიონის მიმართ არის ერთ-ერთი საფუძველი იმისა, რის გამოც ყარაბაღის კონფლიქტის ამ კონკრეტული ეპიზოდით რუსეთმა შეძლო რეგიონში თავისი პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება

რუსეთი ხშირად ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული იმ ვაკუუმის შევსებას, რაც დასავლეთის პასიურობით იქმნება.

სამწუხაროდ, რუსეთი ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურია ჩვენს რეგიონში და ეს ნამდვილად არის საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც ყარაბაღის კონფლიქტმა კიდევ უფრო მკაფიოდ გამოავლინა.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში არაერთი ტრაექტორია ვიხილეთ ბოლო წლებში და ცალკეულ შემთხვევებში მათ შორის ინტერესთა თანხვედრა, ვფიქრობ, უფრო ეპიზოდურია, ვიდრე გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ორიენტირებული.

რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში არაერთი ტრაექტორია ვიხილეთ ბოლო წლებში და ცალკეულ შემთხვევებში მათ შორის ინტერესთა თანხვედრა, ვფიქრობ, უფრო ეპიზოდურია, ვიდრე გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ორიენტირებული

თურქეთი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და რეგიონში, მათ შორის, შავი ზღვის აკვატორიაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესება დიდწილად არის დამოკიდებული იმ გამოწვევის გადალახვაზე, რაც დღეს თურქეთსა და პოლიტიკურ დასავლეთს შორის არსებობს.

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახლახან ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გასაჩივრებას აგრძელებს, მან უკვე მისცა თანხმობა იმაზე, რომ მისმა ადმიანისტრაციამ დაიწყო თეთრი სახლის შემდეგი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემისათვის მზადება.

ასევე ცნობილია თუ რა პოზიციები აქვთ ბაიდენსა და აშშ-ს შემდეგ სახელმწიფო მდივანს აშშ-ს საგარეო პოლიტიკაზე.

სავარაუდოდ ვაშინგტონს ხისტი პოზიციები ექნება რუსეთთან მიმართებაში ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, სირია, ლიბია, რუსეთში დემოკრატია და ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ.

თქვენი დაკვირვებით, როგორ პოლიტიკას გაატარებს თეთრი სახლის შემდეგი ადმინისტრაცია საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორისი როგორი იქნება პოზიცია ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და რა ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის მიმართ?

- გარდა იმისა, რომ აშშ-ს შიდა გამოწვევებზე მეტად ფოკუსირება პრეზიდენტ ტრამპის მთავარ წინასაარჩვნო დაპირებას წარმოადგენდა, აღსანიშნავია, რომ მისთვის ბუნებრივად უცხო იყო საერთაშორისო ასპარეზზე დამკვიდრებული თამაში წესები და იგი ხშირად არაორდინალური ნაბიჯებით მოქმედებდა საერთაშორისო ურთიერთობებში.

ამას თან სდევდა პრეზიდენტ ტრამპის მიზანმიმართული ძალისხმევა ე.წ. პოლიტ კორექტულობის წინააღმდეგ, რასაც დიდწილად მისი შიდაპოლიტიკური დღის წესრიგი განაპირობებდა.

ზოგადად შეიძლება ითქვას, ცალკეულ შემთხვევებში მან ნამდვილად მიაღწია დასახულ მიზნებს, თუმცა მისი პრეზიდენტობისას დასუსტდა ტრანსატლანტიკური კავშირები, ძირითად სწორედ დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან გართულებული ურთიერთობების ხარჯზე.

ასევე მისმა გარკვეულმა ნაბიჯებმა გააჩინა კითხვები მრავალმხრივ თანამშრომლობის მიმართ მის დამოკიდებულებასთნ დაკავშირებით.

ბაიდენის პოლიტიკური წარსულიდან, საერთაშორისო ურთიერთობებში მისი მდიდარი გამოცდილებიდან და მისი განვლილი გზიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ქმედებები გაცილებით უფრო თავსებადი იქნებ აშშ-ს სახელმწიფო აპარატის პოლიტიკის დაგეგმვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი აღსრულების სისტემასთან.

ბუნებრივია იქნება განსხვავებული მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებით. ალბათ გაუმჯობესდება თეთრის სახლის თანამშრომლობა ევროკავშირთან, თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ მყისიერად გადაწყდება მხარეებს შორის არსებული ყველა უთანხმოება. ამასთან ცხადია აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მეტ აქტუალობას შეიძენს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხები.

ბუნებრივია იქნება განსხვავებული მიდგომები რიგ საკითხებთან მიმართებით. ალბათ გაუმჯობესდება თეთრის სახლის თანამშრომლობა ევროკავშირთან, თუმცა ეს არ ნიშნავს , რომ მყისიერად გადაწყდება მხარეებს შორის არსებული ყველა უთანხმოება. ამასთან ცხადია აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მეტ აქტუალობას შეიძენს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხები

ასევე, ახალი ადმინისტრაცია დიდი ალბათობით გადადგამს ნაბიჯებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებით პარიზის შეთანხმებაში აშშ-ს დაბრუნებებასთან დაკავშირებთ, ასევე, გადაიხედება აშშ-ს პოზიცია ჯანმრთელობის და დაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმართებით და სხვ.

თუმცა ისიც ცხადია, რომ არსებობს თემები, რომელთა მიმართ ფუნდამენტურად არ შეიცვლება პოლიტიკა და მხოლოდ განსხვავებულ ტაქტიკურ ნაბიჯებს ვიხილავთ. ამდენად აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე მოვლენათა შესაძლო განვითარების მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში დანახვა მართებულად არ მიმაჩნია.

მაგალითად, ცხადია შეიცვლება როგორც რიტორიკა, ასევე ტაქტიკა ჩინეთთან მიმართებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელისაგან განსხვავებული მიზანი ექნება აშშ-ს ან ეს საკითხი გადაიწევს უკანა პლანზე.

ჩინეთის თემა ისევ დარჩება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და აშშ კვლავ აქტიურად შეეცდება საერთაშორისო პარტნიორების თავისი სტრატეგიული მიზნების გარშემო კონსოლიდაციას.

დიდი ალბათობით ბაიდენის ადმინისტრაცია შეეცდება, რომ ამ საკითხზე ინდოეთისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თანამშრომლობის პარალელურად, ევროკავშირთანაც უზრუნველყოს მჭიდრო კოორდინაცია, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე როგორცაა სამხრეთ ჩინეთის ზღვა, ტექნოლოგიები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ამასთან, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ვფიქრობ, აშშ გააძლიერებს დიპლომატიურ ძალისხმევას სირიასთან მიმართებით, თუმცა არ მაქვს მოლოდინი, რომ შეჩერდება სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანის პროცესი.

ვვარაუდობ, რომ რუსეთთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა იქნება უფრო თანმიმდევრული და სისტემური, ვიდრე ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში. ამასთან, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც აშშ-მ, ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკიდან“ მიიღო, არ მგონია ახალი ადმინისტრაცია იმავე გზას დაადგეს, რაც მისი თანაპარტიელის, პრეზიდენტ ობამას მიერ იქნა არჩეული.

ვვარაუდობ, რომ რუსეთთან მიმართებაში ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა იქნება უფრო თანმიმდევრული და სისტემური, ვიდრე ეს იყო პრეზიდენტ ტრამპის შემთხვევაში. ამასთან, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც აშშ-მ, ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკიდან“ მიიღო, არ მგონია ახალი ადმინისტრაცია იმავე გზას დაადგეს, რაც მისი თანაპარტიელის, პრეზიდენტ ობამას მიერ იქნა არჩეული

რაც შეეხება ნატოს, ბუნებრივია იგი მკაფიოდ დაუფიქსირებს ალიანსის წევრებს აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის უპირობო ერთგულებას მე-5 მუხლის მიმართ. ასევე, ცნობილია მისი დამოკიდებულება გაფართოების საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ნატოს ნაბიჯები უახლოეს წლებში დამოკიდებული იქნება აშშ-სა და ევროპული ქვეყნებს შორის პოზიციათა თანხვედრაზე და იმ უსაფრთხოების გარემოზე, რაც ჩვენს რეგიონში იქნება.

არჩეული პრეზენტი და მის მიერ ნომინირებული სახელმწიფო მდივანი ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს რეგიონს და მათ შორის საქართველოს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია.

- ნატოში საქართველოს გაწევრიანების დაჩქარების სასარგებლოდ არა ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი თუ აშშ-ს თავდაცვის ძალების ყოფილ მაღალჩინოსანი გამოთქვამს.

ალბათ შემთხვევითი სულაც არ იყო ამ თემაზე აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილისა და აშშ-ს ყოფილი ელჩის ალექსანდერ ვერშბოუს მიერ გამოთქმული მოსაზრება.

„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო- წევრები გახდებიან - შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით.“

რას შეიძლება ნიშნავდეს ამ თემაზე აშშ-ს ერთ-ერთი გამოცდილი დიპლომატის ვერშბოუს განცხადება? ასევე რჩება შთაბეჭდილება, რომ აშშ-ში არ გამორიცხავენ საქართველოში აშშ-ს საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისათვის ინფრასტრუქტურის შექმნას. თქვენ ასეთი შთაბეჭდილება არ გრჩებათ?

- ბატონი ვერშბოუ ის ამერიკელი დიპლომატია, რომელსაც გარდა სიღრმისეული ცოდნისა ამ საკითხების, ასევე აქვს ნატოს და გლობალური უსაფრთხოების თემებზე მუშაობის ძალიან მდიდარი პრაქტიკული გამიცდილება. ის საქართველოს კარგი მეგობარი და დიდი გულშემატკივარია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ბატონ ვერშბოუს მიერ ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად ბატონ ვერშბოუს მიერ ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მნიშვნელოვანია ჩვენთვის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე

რაც უფრო მეტი მხარდამჭერი განცხადება გაკეთდება და დისკუსია გაიმართება საქართველოს შესახებ, მით უფრო მეტად შევძლებთ ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში საქართველოს თემის აქტუალიზაციას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნატოში ასოცირებული წევრის სტატუსით ქვეყნების მიღების პრაქტიკა ამ დროისთვის არ არსებობს. შესაბამისად, ეს უნდა აღვიქვათ, როგორც გამოცდილი ექსპერტის მცდელობა, იმპულსი მისცეს ასპირანტი ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის ახალ და კრეატიულ გზებზე მსჯელობას.

ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ ალიანსის გაფართოების საკითხზე ნატოს ერთ-ერთ მთავარ სახელმძღვანელო დოკუმენტს წარმოადგენს კვლევა გაფართოების შესახებ, რომელიც დამტკიცებულია 1995 წელს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც 1949 წელს მიღებული იქნა ნატოს სადამფუძნებლო აქტი, მნიშვნელოვნად შეიცვალა არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემო, არამედ თავად საფრთხეებიც.

ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად სხვა განზომილებაში გადაინაცვლა დაპირისპირებამ და შესაბამისად საფრთხეების განეიტრალების მექანიზმებმაც.

დღეს ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება უფრო მეტად არის დამოკიდებული ნატოს მიღმა, განსაკუთრებით სამეზობლო არეალში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ვიდრე იყო წლების წინ.

დღეს ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოება უფრო მეტად არის დამოკიდებული ნატოს მიღმა, განსაკუთრებით სამეზობლო არეალში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე ვიდრე იყო წლების წინ

ახალ რეალობებთან ადაპტირებისთვის ნატოს მიერ არაერთი კონცეფცია და სტრატეგია იქნა შემუშავებული, თუმცა კვლავ უამრავი გამოწვევა არსებობს და არ გამოვრიცხავ სხვა არაერთი ინიციატივა გაჩნდეს ნატოს გაფართოებასთან თუ თანამშრომლობის მექანიზმებთან დაკავშირებით.

ჩვენ მაქსმიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, მათ შორის იმ კუთხით, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა თუ ფორმატი მხოლოდ აძლიერებდეს იმ მიღწევებს, რაც ჩვენ გაწევრიანების გზაზე მოვიპოვეთ.

ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, მათ შორის იმ კუთხით, რომ ნებისმეირი ახალი ინიციატივა თუ ფორმატი მხოლოდ აძლიერებდეს იმ მიღწევებს, რაც ჩვენ გაწევრიანების გზაზე მოვიპოვეთ

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამხედრო ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსებაზე განცხადებები, არა აშშ-ს ადმინისტრაციის, არამედ საექსპერტო წრეების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთდა.

ამაზე აქტიური მსჯელობა მიდის საქართველოს საექსპერტო წრეებშიც. ახლა განსკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის.

- ფაქტია, რომ ყარაბაღში განვითარებული პროცესების ფონზე რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამა დამტკიცდა, რითაც კრემლმა დააჩქარა აფხაზეთის ანექსიური პოლიტიკა.

გასული წლის შემოდგომაზე ნატოს ყოფილი გენმდივანი რასმუსენი თბილისში ვიზიტისას რომ გვთავაზობდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე, ნატოს ასოცირებული წევრის სტატუსი, რაზეც ახლა ბატონი ვერშბოუ საუბრობს დაახლოებით ასეთი რამ ხომ არაა?

- გაკეთდა განცხადებები, რითაც დაზუსტდა, რომ რომ ბატონი რასმუსენის მოსაზრება გულისხმობდა საქართველოს ნატოში მიღებას არა აფახაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე, არამედ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას იმ პირობით, რომ აღნიშნულ ტერიტორიებზე მე-5 მუხლი დროებით არ იმოქმედებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე.

ბატონ ვერშბოუსა და ბატონ რასმუსენის შეთავაზებებს შორის პირდაპირ პარალელებს ვერ ვხედავ იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც ამ ეტაპზე მაქვს.

ბატონ ვერშბოუსა და ბატონ რასმუსენის შეთავაზებებს შორის პირდაპირ პარალელებს ვერ ვხედავ იმ ინფორმაციის საფუძველზე რაც ამ ატაპზე მაქვს

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენი აზრით ბატონი პომპეოს ვიზიტი არჩევნების მეორე ტურამდე სულ რამდენიმე დღით ადრე? აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს პერიოდში უწევს თანამდებობის დატოვება;

- აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი უდაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა საქართველოსთვის, თუმცა ვფიქრობ, აშკარად გადაჭარბებეული იყო ის მოლოდინები, რაც ამ კონკრეტულ ვიზიტთაც დაკავშირებით შეიქმნა, განსაკუთრებით ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით.

ეს იყო სახელმწიფო მდივნის რეგიონული ტურნე, რითაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ აშშ საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიული პარტნიორად განიხილავს.

ვვარაუდობ, რომ საქართველოს მთავრობას არაერთხელ ექნებოდა ვიზიტის მიმართ ინტერესი გამოხატული და შესაბამისი მოწვევაც გაკეთებული. ბუნებრივია, ყარაბაღის მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაანახა აშშ-ს ჩვენი რეგიონის მიმართ მეტი ყურადღების ფოკუსირების საჭიროება და სრულიად ლოგიკურია, რომ ამ ფონზე სახელმწიფო მდივანი საქართველოს ეწვია.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტები ყოველთვის კარგ შესაძლებლობებს ქმნის სტრატეგიული პარტნიორის დღის წესრიგში ჩვენი პრობლემების აქტუალობის უზრუნველყოფისთვის, თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და ასევე ახალი ინიციატივების განხილვისათვის.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტები ყოველთვის კარგ შესაძლებლობებს ქმნის სტრატეგიული პარტნიორის დღის წესრიგში ჩვენი პრობლემების აქტუალობის უზრუნველყოფისთვის, თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისა და ასევე ახალი ინიციატივების განხილვისათვის

სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეხვედრების დღის წესრიგი დატვირთული იყო იმ საკითხებით, რაც აშკარად არ უწყობს ხელს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თემებზე და შესაბამისი მიმართულებებით პროგრესზე მსჯელობას.

ვფიქრობ, რაც უფრო მეტად მოხდება სტრატეგიულ პარტნიორებთან ჩვენი ურთიერთობების დღის წესრიგის განტვირთვა დემოკრატიის მხრივ არსებულ გამოწვევებზე და შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე საუბრისაგან, მით უფრო წარმატებით შევძლებთ მათი ყურადღების მიპყრობას ქვეყნისათვის სასიცოცხო მნიშვნელობის ისეთ საკითხებზე, როგორც არის ეროვნული უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა სხვ.

რაც შეეხება სახელმწიფო მდივნის მიერ თანამდებობის დატოვების მოახლოებულ დროს - ცხადია, ეს ფაქტორი გარკვეულ ბარიერებს შექმნიდა ახალი ინიციატივების განხილვისათვის, თუმცა, რა თქმა უნდა ეს არ აკნინებს არც ვიზიტის და არც მის ფარგლებში გამართული შესაბამისი დისკუსიების მნიშვნელობას.

ამ მხრივ, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში მოქმედებს ინსტიტუციური მეხსიერების უზრუნველყოფის საკმაოდ კარგად ფუნქციონირებადი სისტემა და ცხადია არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ ამ შეხვედრებზე გახმოვანებული მოსაზრებები თუ ინიაციატივები უკვალოდ გაქრება ან ვერ მიაღწევს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე, რომლებიც სახლმწიფო დეპარტამენტში 2021 წლის იანვარში დაიკავებენ პოზიციებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში მოქმედებს ინსტიტუციური მეხსიერების უზრუნველყოფის საკმაოდ კარგად ფუნქციონირებადი სისტემა და ცხადია არ უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მიერ ამ შეხვედრებზე გახმოვანებული მოსაზრებები თუ ინიაციატივები უკვალოდ გაქრება ან ვერ მიაღწევს გადაწყვეტილებების მიმღებ პირებამდე, რომლებიც სახლმწიფო დეპარტამენტში 2021 წლის იანვარში დაიკავებენ პოზიციებს

ამასთანავე, ბატონო პომპეო დიდი ალბათობით თანამდებობიდან წასვლის შემდეგაც დარჩება გავლენიან პოლიტიკურ ფიგურად აშშ-ს პოლიტიკურ პოლიტიკურ წრეებში და შესაბამისად მისი მხარდაჭერის მოპოვება ჩვენს სტრატეგიულ ამოცანებთან მიმართებით უაღრესად მნიშვნელოვანია ნებისმიერ შემთხვევაში.

- რას ფიქრობთ, როგორ ფასდება საპარლამენტო არჩევნები აშშ-ს მიერ? ასევე ზოგადად საკამოდ დიდი იყო მოლოდინი ქვეყანაში ამ არჩევნების მიმართ, ბევრი საუბარი იყო სიახლის საჭიროებაზე ქართულ პოლიტიკაში და ბევრი ახალი პოლიტიკური ძალაც შეიქმნა. რას ფიქრობთ, რა შედეგი მივიღეთ ამ მხრივ და რა გამოწვევების წინაშე ვართ?

- ზოგადად მრჩება შთაბეჭდილება, რომ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზე მსჯელობისას ხშირად მეტი აქცენტი კეთდება ამ საკითხს საერაშორისო აპექტებზე ვიდრე იმაზე, თუ რა გავლენა აქვს არჩევნებს ჩვენს ყოველდღიურობაზე. ეს მართებულად არ მიმაჩნია. ცხადია, მნიშვნელოვანია ამ საკითხის საერთაშორისო განზომილება, განსაკუთრებით ისეთი მისწრაფებების მქონე ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა.

თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები განსაზღვრავს არა მხოლოდ დემოკრატიის სტანდარტს და ქვეყნის პოლიტიკურ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ზოგადად ქვეყნის მომავალს და ის პარდაპირ კავშირშია ყველა იმ პრობლემის საფუძველთან ან მათი გადაჭრის გზებთან რაც ქვეყნის წინაშე დგას.

ამდენად უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და მივაღწიოთ ისეთი სისტემის შექმნას, რაც გამორიცხავს დარღვევებს, რომლებზეც უკვე 30 წელია ვსაუბრობთ. ხშირად ვისმენთ პოლიტიკოსებისგან სიტყვებს - „ყველანი ვთანხმდებით რომ“.

ვფიქრობ, ერთადერთი რაზეც მართლა თანხმდება მოქალაქეების ძირითადი ნაწილი, არის იმ მანკიერებების წარსულში დატოვების საჭიროება, რაც პერიოდულად ვლინდება საარჩევნო კამპანიის თუ არჩევნების დროს.

სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ გახმოვანებული შეფასებები არსებითად არ განსხვავდება იმ შეფასებებისგან, რაც აშშ-ს საელჩომ არჩევნების მეორე დღეს გააკეთა. ამ შეფასებაში არაერთ დარღვევას გაესვა ხაზი, თუმცა საელჩომ თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ ეს დარღვევები საელჩოს მიერ არ იქნა მიჩნეული საკმარისად არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისთვის.

ამის შემდეგდაც, აშშ-ს, ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს და სხვა პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია ჰქონდათ და აქვთ როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე საქართველოს მოქალაქეებთან.

მთავარი რაც მკაფიოდ იკითხება მათ განცხადებებში, არის მოწოდება რადიკალიზმის თავიდან არიდების და პოლიტიკური პროცესების პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევის შესახებ. არ მგონია, ეს არსებითად განსხვავდებოდეს იმ განწყობებისგან, რაც საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილში არსებობს.

ცხადია, რომ ამით ვერ იქმნება ახალი და კარგი. მეტიც, ყოველივე ამით მეტად სარგებლობს ისევ ძველი, რევოლუციური იმპულსებითა და ტაქტიკით მოქმედი პარტია, ვიდრე ახალი დღის წესრიგის შექმნაზე ორიენტირებული ძალა

აღსანიშნავია, რომ ნამდვილად დიდი იყო ინტერესი ახალი, პოლიტიკური ძალების შედეგებთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ჩანს, რიგი პოლიტიკოსების მიერ არასწორად იქნა აღქმული, თუ რა სიახლის ხილვა სურდა ამომრჩეველს - ეს არ გულისხმობდა მხოლოდ ახალ სახეებს და მითუმეტეს, ახალი თარიღებით რეგისტრირებულ პარტიებს.

კვლევის საგანია, თუმცა პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული სურათის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ამომრჩევლის მოლოდინი და ინტერესი მეტად უკავშირდებოდა ახლებურ მიდგომებს პოლიტიკაში, მათ შორის, პარტიების უფრო მკაფიოდ გამოკვეთილ პოლიტიკურ დღის წესრიგს, მეტ აქცენტებს არსებული პრობლემების გადაჭრის კონკრეტულ გზებზე, რეალისტურ დაპირებებს და პოლიტიკური კულტურის ახალ სტანდარტებს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ნამდვილად იყო გარკვეული მცდელობები და ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებებით, თუმცა, სამწუხაროდ ეს ყოველივე ვერ იქცა მათ მთავარ მახასიათებლად.

ვფიქრობ, ამომრჩევლის საჭიროებებზე მეტად, კონკრეტული პერსონების წინააღმდეგ ბრძოლაზე ფოკუსირება და მათ უპირობო დამარცხებასა და განდევნაზე აქცენტების გაკეთება ვერ ქმნის სიახლის განცდას.

ასევე ამ მხრივ კატეგორიულობის დასამტკიცებლად იმ მთავარი ნიშნების გაფერმკრთალება, რაც ახალს ძველისაგან უნდა განასხვავებდეს კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნის ამ თვალსაზრისით. ეს ყველაფერი მოძველებულია და ამავდროულად კარგად ათვისებული.

სწორხაზოვნად ამ გზაზე სიარული რიგ შემთხვევაში, ნამდვილად განაპირობებს ქვეყანაში პოლიტილური ტემპერატურის მატებას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამით ვერ იქმნება ახალი და კარგი.

ცხადია, რომ ამით ვერ იქმნება ახალი და კარგი. მეტიც, ყოველივე ამით მეტად სარგებლობს ისევ ძველი, რევოლუციური იმპულსებითა და ტაქტიკით მოქმედი პარტია, ვიდრე ახალი დღის წესრიგის შექმნაზე ორიენტირებული ძალა.

ეს კარგად გამოჩნდა, არა მხოლოდ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული პარალელური დათვლით, წინასაარჩევნო კვლევებით და არჩევნებისას ჩატარებული „ეგზიტპოლებით“ (მათ შორის, EEDISSON RESEARCH-ის მონაცემებით).

რაც არ უნდა მტკიცედ უცხადებდნენ უნდობლობას ამ ციფრებს შესაბამისი პარტიები, ამ მონაცემების ერთმანეთთან თითქმის სრულად თანხვედრა, საყურადღებო უნდა იყოს მათთვის.

ბოლო პერიოდში ბევრმა ნიჭირიერმა პროფესიონალმა შეაბიჯა პოლიტიკაში, ალბათ სხვა სიახლეებიც იქნება ამ მხრივ და იმედი მაქვს, მათი მონაწილეობით, ასევე, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელი გახდება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვა.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა