პროკურორი - ნინო კალანდაძის განცხადება, იმ პერიოდისათვის ავტომატურად იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო, რაზეც მას არანაირი პასუხი არ გაუცია

ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სადრაძე განმარტავს, ნინო კალანდაძე მათ მიერ დასმული კითხვების უმეტესობაზე პასუხობდა, რომ არ იცოდა, ან არ ახსოვდა.

„ნინო კალანდაძეს აბსოლუტურად ყველა რელევანტური კითხვა დავუსვით, მათ შორის, ბუნებრივია, კითხვები მიმართული იყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა. ამასთან დაკავშირებით პასუხი პრაქტიკულად ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ რამე გონივრული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც შეიძლება სამომავლოდ სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს, ასევე, ცალსახად უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ სხვა კითხვაზე, ნინო კალანდაძის მხრიდან პასუხი იყო, რომ არ იცის, არ ახსოვს და მასთან ეს საკითხები არ განიხილებოდა.

ნინო კალანდაძემ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოზიციიდან გააკეთა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადება ავტომატურად იყო იმ პერიოდისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეს პოზიცია იყო მისი განცხადების შესაბამისად, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ იყო და იყო საქართველოს საზღვრებს გარეთ. ეს განცხადება საჯარო სივრცეშია და ნებისმიერს შეუძლია ნახოს. თუმცა, ამაზე მას არანაირი პასუხი არ გაუცია, ასევე სხვა შემხვედრ საკითხებთან დაკავშირებით, მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა და ეს საკითხები მასთან არ განიხილებოდა“, - განაცხადა სადრაძემ.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა