„საქართველოს ფოსტა“ მუშაობას შეუზღუდავად განაგრძობს

ქვეყანაში მობილობის შემცირების პირობებში, „საქართველოს ფოსტა“ როგორც მოსახლეობას, ასევე კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს საფოსტო/საკურიერო მომსახურებას შეუზღუდავად სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს ფოსტა" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომსახურება განხორციელდება სახელმწიფო საკოორდინაციო საბჭოს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„საქართველოს ფოსტა“ გზავნილთა მისამართზე ან სერვისცენტრში გადაცემა/ჩაბარებას უზრუნველყოფს ადრესატთან უშუალო კონტაქტის გარეშე. ოპერატორები და კურიერები აღჭურვილნი არიან შესაბამისი ეკიპირებით.

„საქართველოს ფოსტა“ მომხმარებლებს მოუწოდებს, საფოსტო სერვისების მისაღებად ისარგებლონ რიგის ონლაინ რეზერვაციის სერვისით. აღნიშნული სერვისი საშუალებას მოგცემთ წინასწარ დაჯავშნოთ ვიზიტი სასურველ სერვისცენტრში, ამით თქვენ შეძლებთ თავი აარიდოთ რიგს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „საქართველოს ფოსტის“ ვებ გვერდზე - gpost.ge ან ქოლ ცენტრის მეშვეობით 032 224 09 09“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო