თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე ხანძარი იყო

თბილისში, დიღმის მასივში, ბელიაშვილის ქუჩაზე ოთხსართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე - მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად 20-მდე მოქალაქის უვნებლად გამოყვანა მოხერხდა, ოთხმა მოქალაქემ კი მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.

ადგილზე მობილიზებული იყო 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება