Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო

შავი პარასკევი Wolt-მა ლურჯ პარასკევად აქცია, თან გრძელ ლურჯ პარასკევად - მთელი ოთხი დღის განმავლობაში, პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით მომხმარებელი შეძლებს შეუკვეთოს პროდუქცია ვოლტით ნებისმიერი მაღაზიიდან და ისარგებლოს უფასო მიტანის სერვისით.

მაღაზიებში კი, ლურჯ დღეებში, მომხმარებელს 10%-დან 75%-მდე ფასდაკლებება დახვდება ყავის აპარატებზე, სათამაშოებზე, წიგნებზე, წვრილ ტექნიკასა და უამრავ სხვა პროდუქტზე.

ასე რომ, არ გამოტოვოთ გრძელი ლურჯი პარასკევი ვოლტზე, შეიძინეთ პროდუქცია ფასდაკლებით და მიიღეთ შეკვეთა უფასოდ!

Wolt-ით რესტორნების გარდა, სურსათის, საყოფაცხოვრებო ნივთების, მცირე ტექნიკის, სათამაშოების და სხვა პროდუქციის შეკვეთა 2020 წლის გაზაფხულიდანაა შესაძლებელი. Wolt-ით შეკვეთის განთავსება ახლა უკვე 50-ზე მეტი მაღაზიიდან არის შესაძლებელი.

Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.

Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650- ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა