გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა რეალისტურია

„ჯიპას“ კანცლერი, ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში საქართველოს ეკონომიკის სწრაფი აღდგენა რეალისტურია.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს ეკონომიკის აღდგენის პერსპექტივებზე საუბრისას აღნიშნა, ეპიდვითარების დასტაბილურების შემთხვევაში, რეგულაციების მოხსნას ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოჰყვება.

„თუ ჩვენ ნაკლები ინფიცირების შემთხვევები გვექნება, ეკონომიკის გახსნა უფრო სწრაფ ეფექტს მოიტანს. ესაა ისეთი ტიპის ეკონომიკური კრიზისი, რომლის პროგნოზირებაც რთულია, თუმცა თუ ჩვენ პანდემიის გავრცელების შემცირებისკენ წავალთ, რეალისტურია, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა იყოს პროგნოზირებული“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად გაუძლებს სახელმწიფო ბიუჯეტი შექმნილი ვითარების ფონზე ეკონომიკურ კრიზისს, როგორც აბაშიშვილი აცხადებს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება პანდემიასთან დაკავშირებული რისკები, ბიუჯეტიდან მეტი თანხის მობილიზება გახდება საჭირო, თუმცა ეს რთული იქნება ბიზნესის გაჩერებიდან გამომდინარე, შესაბამისად, გათვლებია საჭირო, თუ რამდენადაა ამისთვის მზად ქვეყანა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს