შსს-ს თანამშრომლებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 7 კოვიდცენტრში PCR მეთოდით ტესტირება უტარდებათ

საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, PCR მეთოდით სისტემური ტესტირება უტარდებათ.

როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის დადგენილების საფუძველზე, სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება ტესტირების ჩატარებაზე.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, PCR ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება. სამინისტროს თანამშრომელთა სიმრავლიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური ცენტრების ბაზაზე, ქვეყნის მასშტაბით შეიქმნა 7 კოვიდცენტრი: თბილისში, თელავში, გორში, ახალციხეში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. აღნიშნულ ცენტრებში კოვიდანალიზისათვის აღებული ნიმუშების თბილისის PCR ლაბორატორიაში ტრანსპორტირებას საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი თავად ახორციელებს. ნიმუშის აღებისთანავე ხდება NCDC-ის პორტალზე პირთა რეგისტრაცია, შემდეგ კი ლაბორატორიული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები შესაბამის პროგრამაში აიტვირთება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს