ზურა ჯაფარიძე “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით დღეს პოლიციაშია დაბარებული

“გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე “რეფორმერ ფიტნესთან” დაკავშირებით დღეს პოლიციაშია დაბარებული.

როგორც ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, მას გუშინ პოლიციამ ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინა ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბის “რეფორმერ ფიტნესის” შენობა, რომელიც მან ბინად იქირავა.

ჯაფარიძის თქმით, სამართალდამცავ ორგანოებს ასევე არ წარმოუდგენაით შესაბამისი დოკუმენტი, თუ რის საფუძველზე ატოვებინებდნენ შენობას. „გირჩის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მათ საკუთარ ბინაში შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ.

გუშინ, ბათუმში, "რეფორმერი ფიტნესში" პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ფიტნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სხადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები იყვენენ შეკრებილი. ადგილზე ხმაური იყო, პოლიციამ ერთი პირი დააკავა, თუმცა შემდეგ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.

ცნობისთვის, 29 ნოემბერს “გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნეს კლუბი "რეფორმერი ფიტნესი" საცხოვრებელ სახლად იქირავა, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა.

როგორც "გირჩის" ლიდერმა სოციალურ ქსელში განმარტა, მას ფიტნეს დარბაზთან ზეპირი ხელშეკრულება დადო და ვისაც ვარჯიშის სურვილი ექნებოდა, შეეძლოთ სახლში სტუმრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა