საბა ბუაძე - დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს, რომელიც არსებობს და ნუ მივცემთ საშუალებას ნურც ხელისუფლებას და ნურც სხვებს, რომ ეს გამოიყენონ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის

თუ ვინმეს სურვილი აქვს პოლიტიკურ აქტში მიიღოს მონაწილეობა, ეს ადამიანები არიან თავისუფლები, თუმცა, ყველას მინდა ვურჩიო, რომ დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს, რომელიც არსებობს,- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის ქმედებები ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხეს არ შეიცავდეს.

„ბატონი გამყრელიძის და ქალბატონი ტიკარაძის განცხადებებს რაც შეეხება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ვგულისხმობ, დამორჩილებას - ყველა უნდა დაემორჩილოს იმ უსაფრთხოების წესებს, რომელიც პანდემიასთან მიმართებაში არსებობს, თუმცა, ამას აქვს სამართლებრივი მხარე და ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც „ქართული ოცნება“ დღესაც აწესებს, არის არაკონსტიტუციური, ვინაიდან მათ არ შეუძლიათ გადაადგილების და ბევრი სხვა შეზღუდვის დაწესება იმ ფორმით, როგორც ამას აკეთებენ პარლამენტის, პრეზიდენტის დეკრეტის გარეშე. სწორედ ეს არის არაკონსტიტუციური და ვერანაირ სამართლებრივ ტესტს ვერ უძლებს. სამართლებრივი თვალსაზრისით აქ არანაირი ვალდებულება არ არსებობს, ამიტომ თუ ვინმეს სურვილი აქვს პოლიტიკურ აქტში მიიღოს მონაწილეობა, ეს ადამიანები არიან თავისუფლები, თუმცა, ყველას მინდა ვურჩიო, რომ დავემორჩილოთ იმ რეგულაციებს და უსაფრთხოების ზომებს, რომელიც არსებობს და ნუ მივცემთ საშუალებას ნურც ხელისუფლებას და ნურც სხვებს, რომ ეს გამოიყენონ ოპოზიციის დისკრედიტაციისთვის“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს