ბექა ფერაძე - საცალო-საბითუმო ვაჭრობა შეზღუდულია და არა აკრძალული, რაც ნიშნავს, რომ მათ ეკონომიკური საქმიანობა შეუძლიათ ონლაინ განაგრძონ

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, საცალო-საბითუმო ვაჭრობისწარმომადგენლებს ეკონომიკური საქმიანობა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ განაგრძონ. ამის შესახებ ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შეზღუდული და გამონაკლისი არც საქართველოა.

"რაც შეეხება, საცალო-საბითუმო ვაჭრობას, მთავრობის დადგენილებით, როგორც იცით, მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები შეზღუდულია. თუმცა, ხაზგასმით ვამბობ, რომ შეზღუდვაა და არა აკრძალვა. შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ ეკონომიკური საქმიანობა შეუძლიათ დისტანციურად, ონლაინ განაგრძონ. რომელიც აკრძალული არაა, თუმცა მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდულია. შესაბამისად, არც საქართველოა გამონაკლისი. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობის შეზღუდვა მოხდეს", - განაცხადა ფერაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო