ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა

უძრავი ქონების შერჩევის და გაყიდვის პროცესი მთლიანად ციფრულ სივრცეშია შესაძლებელი. ყიდვით დაინტერესებულ მომხმარებელს უმარტივდება უძრავი ქონების შერჩევა, რადგან Livo - ზე გასაყიდი და გასაქირავებელი უძრავი ქონების მხოლოდ გადამოწმებული განცხადებებია განთავსებული. ასევე მომხმარებელს შეუძლია, მოთხოვნა ლივოს ქოლცენტრის ნომერზე დააფიქსიროს და შერჩევის პროცესში დახმარებას უძრავი ქონების კონსულტანტი გაუწევს, დააკავშირებს მისი მოთხოვნის შესაბამის უძრავი ქონების მფლობელ ფიზიკურ პირთან, ბროკერთან ან დეველოპერულ კომპანიასთან.

უძრავი ქონების გაყიდვით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს, საბროკერო და დეველოპრულ კომპანიებს კი აქვთ შესაძლებლობა ლივოს 25 000 კაციანი მყიდველთა ბაზაზე ქონდეთ წვდომა და სწრაფად მოახდინონ სხვადასხვა ტიპის უძრავი ქონების რეალიზაცია.

ყოვედღიურად, ლივოს ქოლცენტრი 300-მდე პოტენციურ მყიდველს ესაუბრება და აფიქსირებს მათ მოთხოვნას. დაახლოებით 600 ტრანზაქცია ლივოს დახმარებით ხორციელდება, რაც უძრავი ქონების ბაზრის 20% - ია.

პანდემიამდე, ლივოზე ბინის გაყიდვის პერიოდი საშუალოდ 32 დღე იყო, ახლა 53-მდეა გაზრდილი, გაქირავების პერიოდი კი 30-ის ნაცვლად 57 დღეა.

ლივო მომხმარებელს ციფრულ სივრცეში სთავაზობს შემდეგ სერვისებს:

უძრავი ქონების შეფასება

უძრავი ქონების შეფასება ხორციელდება საერთაშორისო შეფასების სტანდარტის (IVS) - ის მიხედვით და მომხმარებელს ეხმარება უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულების დადგენაში. შეფასების დასკვნას 24 საათში ელექტრონული ფოსტით იღებს მომხმარებელი. მას აქვს იურიდიული ძალა. ლივოს მიერ თვეში 10 000 - მდე უძრავი ქონების შეფასება ხდება და ჰყავს 11 წლიანი გამოცდილების მქონე შემფასებლების 70 კაციანი გუნდი. ლივოს შეფასებით სარგებლობენ წამყვანი ბანკებიც.

უძრავი ქონების აზომვა

უძრავი ქონების აზომვის მომსახურებით სარგებლობა ამ ეტაპზე შესაძლებელია თბილისის მასშტაბით, ლივოს მიერ ხდება შიდა აზომვითი ნახაზის მომზადება. უახლოეს მომავალში დაემატება მიწის აზომვის სერვისი და მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი გახდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ლივო მომხმარებელს აზომვითი ნახაზის საჯარო რეესტრში დარეგისტრირების მომსახურებასაც სთავაზობს. აღნიშნული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ლივოს საჯარო რეესტრის ავტორიზირებული წარმომადგენელი სტუმრობს მომხმარებელს და ნახაზზს არეგისტრირებს საჯარო რეესტრში.

უძრავი ქონების იურიდიული შემოწმება

უძრავი ქონების შემოწმების სერვისი მოიცავს საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებას, მოწმდება უძრავი ქონების სამართელბრივი მდგომარეობა და უფლებრივი ნაკლის არსებობის შემთხვევაში, ხდება კონსულტაციის გაწევა, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო ქონების რეგისტრაციისთვის და რა გავლენას ახდენს აღნიშნული უფლებრივი ნაკლი საკუთრების მართვასა და განკარგვაზე. ეს ყოველივე მომხმარებელს უზოგავს დროს და უზღვევს გაუთვალისწინებელ რისკებს უძრავი ქონების გადაფორმების დროს. აღნიშნული სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა მხოლოდ განაცხადის შევსება ლივოს პლატფორმაზე, რის შემდეგაც კომპანიის იურისტი ამოწმებს უძრავ ქონებას და მოხმარებელს უგზავნის დეტალური მონაცემებს.

უძრავი ქონების 3D (სამგანზომილებიანი) გადაღება

აღნიშნული სერვისიც გასაყიდი ან გასაქირავებელი უძრავი ქონების მარტივად დათვალიერებასა და მომხმარებლის დროის დაზოგვაზეა გათვლილი. 3D ვირტუალური ტური არსებულ უძრავ ქონებას ზუსტად იდენტურს წარმოაჩენს ციფრულ სივრცეში. მომხმარებელი აღიქვამს რეალურ ზომებს, ფერებს და სხვა ყველა დეტალს. გასაყიდად ან გასაქირავებლად განთავსებულ უძრავ ქონებას, რომლის დათვალიერებაც შესაძლებელია ვირტუალურად, ჰყავს უფრო მეტი დაინტერესებული მომხმარებელი.

3D გადაღება იდეალურია ბინების, სახლების, სასტუმროების და სხვა კომერციული შენობებისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, უძრავი ქონების უკონტაქტოდ გაყიდვის ან გაქირავების შესაძლებლობაა.

უახლოეს მომავალში Livo.ge - ს კიდევ ბევრი ახალი სერვისი დაემატება, რაც მომხმარებელს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესს გაუმარტივებს.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით