ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან

ქალბატონო ნათია, თქვენი კლინიკა რა სახით არის ჩართული Covid-19-ით გამოწვეული პანდემიის მართვაში?

ჩვენი კლინიკა ქვეყანაში პანდემიის გამოცხადების დღიდანვე გადავიდა ეპიდრეჟიმის განსაკუთრებულ პირობებზე. ჩვენ არცერთი დღით არ შეგვიჩერებია ფუნქციონირება. კოვიდ დადასტურებულმა პაციენტებმა ჩვენთან ამბულატორიული დახმარება არაერთხელ მიიღეს, თუმცა ეპიდრეჟიმის შესრულების გამო დღემდე პაციენტისგან არცერთი ექიმის და ადმინისტრაციის თანამშრომლის დაინფიცირება არ მომხადარა. დღეისთვის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენთან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებად დარეგისტრირდებიან, უფასოდ ჩავუტარებთ კოვიდის ანტისხეულებზე ტესტს ან D დიმერის კვლევას. ოჯახის მეორე წევრის დარეგისტრირების შემთხვევაში კი სერვისის მიღება შესაძლებელი იქნება უფასოდ ბინაზე.

დიდი ინტერესია საზოგადოების მხრიდან სეზონური გრიპის ვაქცინაციასთან დაკავშირებით. „კლინიკა ნიუმედი“ მონაწილეობს იმუნიზაციის პროგრამაში ?

ჩვენი კლინიკა ემსახურება საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 10 000 ზე მეტ მოქალაქეს. ასევე ჩართული ვართ პრევენციულ, სკრინინგის, იმუნიზაციის და დედათა და ბავშვთა სახელმწიფო პროგრამებში. ასევე პროვაიდერულ მომსახურებას ვუწევთ სადაზღვევო კომპანიებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია ჩვენთან იყოს ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს მიერ ნოემბრის დასაწყისიდან დაიწყო უფასო ვაქცინაცია, რომელიც უტარდება მოსახლეობას იმ ნაწილს, ვინც რისკ-ჯგუფში იმყოფება და ჩვენი კლინიკა პირველი დღიდანვე ჩაერთო ამ პროცესში. ამასთანავე, იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ მიეკუთვნებიან რისკ-ჯგუფს, კლინიკა სთავაზობს გრიპის საწინააღმდეგო ფასიან ვაქცინირებას. დღეს, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დავიწყოთ გრიპის ვაქცინაცია ბინაზე მომსახურებით. კერძოდ, ფრანგული წარმოების სანოფის ბრენდის „ვაქსიგრიპის“ 4-კომპონენტიანი ვაქცინით აცრა მომხმარებელს შეეძლება 80 ლარად, ხოლო 3-კომპონენტიანით - 60 ლარად.

ბინაზე გამოძახებით სხვა რა სერვისს სთავაზობთ მოქალაქეებს ?

კლინიკა „ნიუმედი“ მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას, რომ სახლიდან გაუსვლელად ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევების სრული სპექტრი. ამას გარდა კლინიკა „ნიუმედი“ მასთან ახლად დარეგისტრირებულ მომხმარებელს ბინაზე მისვლით უფასოდ ჩაუტარებს Covid-19-ის ანტისხეულებზე დაფუძნებულ ტესტირებასა და D-დიმერის კვლევას. ასევე ვატარებთ ანტიგენზე დაფუძნებულ ტესტირებას, რომელიც ფაქტიურად ანაცვლებს PCR ტესტს და მისი ღირებულება 70 ლარია.

ამასთანავე, ჩვენ ვემზადებით ანტიგენის ტესტის უფასოდ ჩასატარებლად და როგორც კი სახლემწიფო დაიწყებს პროცესს, ჩვენც ჩავერთვებით. ანტიგენის სწრაფი ტესტი ვირუსს PCR ტესტის მსგავსად ავლენს აქტიურ ფაზაში. გაქვთ თუ არა კორონავირუსი - ამის შესახებ პასუხს მიიღებთ 20-30 წუთში.

ბინაზე გამოძახებისას მედ-პერსონალის ეკიპირება, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ჰიგიენური ნორმების სრული დაცვით ხდება. მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ გახდნენ ჩვენი მომხმარებლები. მათ უნდა შეავსონ სულ რამდენიმე გრაფა ონლაინ შემდეგ ბმულზე: http://www.newmed.ge/?page_id=426 ამის შემდეგ ჩვენ თავად დავუკავშირდებით.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა