თურქეთის ხელისუფლებამ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი 82 სამხედროს დაკავების განკარგულება გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში ეჭვმიტანილი კიდევ 82 სამხედრო პირის დაკავების განკარგულება გასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცავებმა ოპერაცია დღეს ქვეყნის 39 პროვინციაში ჩაატარეს, რის შედეგადაც ჯერჯერობით 63 პირია დაკავებული.

აღნიშნული 82 ეჭვმიტანილიდან 70 მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების ჯგუფი შეეცადა სამხედრო გადატრიალება მოეწყო. შეტაკებები ძირითადად სტამბოლში და ანკარაში მოხდა, რის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური ანკარა აღნიშნულში ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს, თუმცა ის 2016 წლის მოვლენებში მონაწილეობას უარყოფს. თურქეთში 2016 წლიდან დღემდე ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის ბრალდებით 80 000-მდე ადამიანი დააკავეს, 150 000-ზე მეტი კი სამსახურებიდან გაათავისუფლეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო