თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს

საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგიის დოქტორს, EAGT აკრედიტებულ, EAP სერტიფიცირებულ გეშტალტთერაპევტს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს ესაუბრა.

- ქალბატონო თეა, მიმდინარე წლის მარტიდან მთელ მსოფლიოს პანდემიის პირობებში უწევს ცხოვრება. 8 თვეა პანდემიამ მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა ქვეყნების, ხალხების, ეკონომიკებისა და ადამიანების ცხოვრებაში.

პანდემიის მძვინვარების წინაშე უძლურები აღმოჩდნენ ხელისუფლებები, ძალიან მდიდრები, მდიდრები, ნაკლებად მდიდრები და განსაკუთრებით შეჭირვებულ-ღარიბები.

სსრკ-ს ნგრევიდან მოყოლებული ჩვენს საზოგადოებას ბევრი უბედურების, შეჭირვების, სიცივის, ნგრევის, ომების, უშუქობის, უსახსრობისა და კვების პრობლემების გადატანა მოუწია, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, ვგულისხმობ პანდემიის თანმდევ გამოვლილებებს, მხოლოდ ისტორიიდან, ისტორიული ლიტერატურიდან, მხატვრული ლიტერატურიდან და კინოებიდან ვიცით.

ეპიდემიურმა პანიკამ, ბევრი რამის წინაშე შიშებმა საზოგადოების ქცევაში კორექტივები შეიტა. ვხედავთ, რომ ეს ქცევა ხშირ შემთხვევაში ირაციონალური უფროა, ვიდრე გამართლებული და რაციონალური.

თქვენთან დაკავშირება იმის გამო გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ახალ, ყველასთვის უჩვეულო ვითარებაში მიიღოს თქვენგან რჩევები ოპტიმალურ ქცევაზე, იმაზე, თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ადამიანებმა კრიტიკულ ვითარებაში ჩვენი ემოციები, შიშები რათა შევძლოთ ეფექტურად გაუმკლავდეთ გამძვინვარებულ პანდემიას.

ვხდები, რომ ქცევა და ემოციებთან და შიშებთან ბრძოლა ერთმანეთთან დაკავშირებული თემებია. მაგრამ, ალბათ უპრიანი იქნებოდა საუბარი დაგვეწყო იმით, როგორ შეიძლება ადამიანებმა კრიტიკურ სიტუაციაში ჩვენთვის საჭირო, სასარგებლო მიმართულებით წარვმართოთ ქცევა, რომელიც შექმნილ ვითარებაში რაციონალურიც იქნება, ეფექტურიც და დაგვეხმარება ვირუსთან ბძოლაში?

- პირველ რიგში მადლობას გიხდით, იმისთვის, რომ ადამიანების ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სურვილით ხართ გამსჭვალული და მეც, ჩემი მხრიდან ვეცდები, რაც შეიძლება მარტივად, ლაკონურად და გასაგებად გაგიზიაროთ პრაქტიკულად გამოსადეგი ჩემი პროფესიული ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი რთულ, კრიზისულ ვითარებაში ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ თავს და მიზანშეწონილად ვიმოქმედოთ.

პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქცევა ორგვარია - იმპულსური (არაცნობიერი) და გააზრებული (ცნობიერი).

იმპულსური ქცევა მოთხოვნილების მყისიერ დაკმაყოფილებაზეა მიმართული. იგი გაუაზრებელია და ამიტომ, შესაძლოა სასარგებლოც იყოს და საზიანოც, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის.

იმპულსური ქცევა მოთხოვნილების მყისიერ დაკმაყოფილებაზეა მიმართული. იგი გაუაზრებელია და ამიტომ, შესაძლოა სასარგებლოც იყოს და საზიანოც, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე სხვებისთვის

დღევანდელ რეალობაში, საზიანო იმპულსური ქცევის მარტივი მაგალითია, ხალხმრავლობაში პირბადის ცხვირზე ჩამოწევა ან მოხსნა, რომელსაც თავისუფლად სუნთქვის დისკომფორტის იმპულსმა შეიძლება მისცეს ბიძგი. ამავე კატეგორიაშია ასევე, ჩვევით ნაკარნახევი გაუაზრებელი მოქმედებები, როგორიცაა შეხვედრისას გადახვევა-გადაკოცნა, დისტანციის დარღვევა და სხვა.

დღევანდელ რეალობაში, საზიანო იმპულსური ქცევის მარტივი მაგალითია, ხალხმრავლობაში პირბადის ცხვირზე ჩამოწევა ან მოხსნა, რომელსაც თავისუფლად სუნთქვის დისკომფორტის იმპულსმა შეიძლება მისცეს ბიძგი. ამავე კატეგორიაშია ასევე, ჩვევით ნაკარნახევი გაუაზრებელი მოქმედებები, როგორიცაა შეხვედრისას გადახვევა-გადაკოცნა, დისტანციის დარღვევა და სხვა

იმპულსური ქცევის ალტერნატივა ცნობიერი, გააზრებული ქცევაა, რომელიც გულისხმობს მოთხოვნილების ცხადგრძნობას, მასთან მიმართებით გარემოს აღქმა-გათვალისწინებას და საკუთარ ფასებულობებზე დაყრდნობით, მიზანშეწონილი ქცევის განხორციელებას.

ჩვენს ენაში არსებული არაჩვეულებრივი სიტყვა „მიზანშეწონილება,“ როგორც მრავალი სხვა - მაგალითად „თავისუფლება,“ ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური შინაარსის მქონეა, რაზეც ჩვენი ინტერვიუს ფარგლებში ბევრს ვერ ვისაუბრებ, ამიტომ ვეცდები მოკლედ ვთქვა, რომ ჩვენ, ადამიანებს სხვა ცოცხალი არსებებისგან განსხვავებით, შეგვიძლია განვჭვრიტოთ თავისუფალი ნების საფუძველზე გადაწყვეტილი მოქმედების სავარაუდო შედეგები.

სწორედ აქ არის შესაძლებელი იმის აწონ-დაწონვა, ჩვენ ხელთ არსებული ვარიანტებიდან, რომლის არჩევა „გვიღირს“ და რომლის - არა, ჩვენი მიზნებიდან და პირადი ფასეულობებიდან გამომდინარე. აქვე ვიტყვი, რომ ხშირად, ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემები, სწორედ აქედან დაიწყოს.

მთელ პლანეტაზე პანდემიამ მოიტანა უმუშევრობა, ეკონომიური სიდუხჭრე, გაააქტიურა ხვალინდელი დღის შიში, დაბნეულობა. ამიტომ ვეცდები ყურდღება გავამახვილო იმ საკითხებზე, რასაც თვითდახმარების მსურველები გამოიყენებენ ფუჭი, არაფრის მომცემი შფოთვისა და დამაზიანებელი ქმედებების თავიდან ასაცილებლად.

როდესაც გამოწვევების, აქტუალური საკითხების პირისპირ ვრჩებით, აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რა არის მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენზე დამოკიდებული და რა არა.

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგად დაფიქრებას, რა გვიღირს და რა არა, ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილების, მიზნის მიღწევისათვის

პირველ რიგში, ეს არის გასააზრებელი. აქ უნდა გავავლოთ ცნობიერებაში სადემარკაციო, სასაზღვრო ხაზი, ვინაიდან ხშირად ამ წერტილში ხდება საკუთარი და სხვისი პასუხისმგებლობის ერთმანეთში არევა და „ნევროტიზაციის გზაზე დადგომა.“ თუ საკუთარ თავზე ავიღებთ იმას, რაც რეალურად არ არის მე-ზე დამოკიდებული, არ ხელგვეწიფება, არ შედის ჩვენი მე-ს სასაზღვრო ზონაში, დაიწყება შფოთვა, შიში, დარდი და ა.შ., რაც ხშირად ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროებას ქმნის.

ის, თუ რამდენად ახერხებს ადამიანი თავის სურვილებთან, მიზნებთან მიმართებით ცხადად იგრძოს, განსაზღვაროს თავისი რესურსები, შესაძლებლობები და გაემიჯნოს, „ფრჩილებს გარეთ გაიტანოს“ ის, რაც მასზე არ არის დამოკიდებული, იმდენად ახდენს სასიცოცხლო ენერგიის მობილიზებას თავისი საჭიროებებზე და ინარჩუნებს ორგანიზმის ჯანმრთელობას კონკრეტული, თავისი პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, რომელიც ეხმარება მიზნის მისაღწევად გადასადგმელი ნაბიჯების დანახვაში.

მაგრამ მანამდე, კიდევ ერთი გაცნოებიერების საფეხური გვაქვს გასავლელი, რომელსაც განუზომლად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან უკვე აქ ვეხებით ისეთ ეგზისტენციალურ ჭეშმარიტებას, რომელიც მარტივად ასე შეგვიძლია გამოვთქვათ - ჩვენ, ადამიანებს, როგორც თავისუფალი ნების მქონე არსებებს, გვაქვს არჩევანის თავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯობს გავიაზროთ რისი გაკეთება გვსურს, რადგან ჩვენი არჩევანის მიხედვით „ვწერთ ჩვენი ცხოვრების სცენარს.“

ხშირად გვესმის სიტყვები „მე ეს არ შემიძლია,“ „მე ამას ვერ ვიზამ,“ რაც სინამდვილეში პირად არჩევანს გამოხატავს. ის, თუ რას „შევძლებთ, ან ვერ შევძლებთ,“ ამ სიტყვების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არის ის „რასაც დავთესავთ და შესაბამისად მოვიმკით კიდეც.“

აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგად დაფიქრებას, რა გვიღირს და რა არა, ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილების, მიზნის მიღწევისათვის.

როდესაც გამოწვევების, აქტუალური საკითხების პირისპირ ვრჩებით, აუცილებელია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ, რა არის მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენზე დამოკიდებული და რა არა

სხვა საკითხია, რა შეიძლება უქადდეს ადამიანს, რომელიც „მიზანი ამართლებს საშუალებებს“ - პრინციპით ცხოვრობს, ამაზე ფსიქოლოგიაში ფროიდიდან დაწყებული დღემდე, ბევრია საიტერესო ნაშრომი არსებობს და ეს ცალკე საუბრის თემაა...

- ქცევა, მითუმეტეს ადამინების ქცევა იმდენად ვრცელი თემაა, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანდა, მაგრამ უფრო კონკრეტული რომ გავხადოთ თქვენი რჩევები კითხვას ასე დავსვამდი - იმ ვითარებაში, რომელშიც ახლაა საზოგადოება, როგორი ქცევაა იმგვარი ქცევა, რომელზეც ადამიანებმა კატეგორიულად უნდა ვთქვათ უარი?

- კატეგორიულობაში, ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას გულისხმობთ. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, პირველ რიგში ფოკუსში მოვაქცევდი ფონის და ფიგურის გეშტალტ ფსიქოლოგიურ ცნებას, რაც განწყობის გაცნობიერების და მიზანშეწონილი ქცევის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.

ამისთვის საჭიროა „აქ და ამჟამად,“ მოცემულ მომენტზე კონცენტრაციის უნარის გამომუშავება-გავარჯიშება, რაც უბრალოდ მონდომებას საჭიროებს და გულისხმობს, მაქსიმალურად მკაფიოდ აღქმულ ფონზე საკუთარი მოთხოვნილების ცხადგრძნობას, მისთვის სახელის დარქმევას და შემდეგ ქცევის ისე გააზრებას, როგორც უკვე ზემოთ აღვწერე.

თუკი მოთხოვნილების იმპულსით მიღებულ ბიძგსა და ქცევას შორის გააზრების პროცესით გავაშუალებთ, ასე შევიქმნით გონივრული, გაცნობიერებული ქცევისთვის საჭირო განწყობას და დიდი ალბათობით, საზიანო ქმედებებს ნაკლებად განვახორციელებთ.

თუკი მოთხოვნილების იმპულსით მიღებულ ბიძგსა და ქცევას შორის გააზრების პროცესით გავაშუალებთ, ასე შევიქმნით გონივრული, გაცნობიერებული ქცევისთვის საჭირო განწყობას და დიდი ალბათობით, საზიანო ქმედებებს ნაკლებად განვახორციელებთ

ვიყოთ ჩართული რეალობაში და ვეცადოთ მის ფონზე დავაკვირდეთ თავს რა იკვეთება როგორც ფიგურა, ანუ რა მოთხოვნილება გვიჩნდება, დაგვეხმარება გონივრული, კონსტრუქციული ქცევის განხორციელებაში, მიზანშეუწონელი, დესტრუქციული ქმედების საწინააღმდეგოდ.

ვიყოთ ჩართული რეალობაში და ვეცადოთ მის ფონზე დავაკვირდეთ თავს რა იკვეთება როგორც ფიგურა, ანუ რა მოთხოვნილება გვიჩნდება, დაგვეხმარება გონივრული, კონსტრუქციული ქცევის განხორციელებაში, მიზანშეუწონელი, დესტრუქციული ქმედების საწინააღმდეგოდ

- ქცევას ადამიანების ემოციები და კონკრეტულ ვითარებაში კონკრეტული შიშები განსაზღვარავენ.

საინტერესო იქნებოდა თქვენგან მოგვესმინა სავარუდოდ, როგორ შეიძლება ისეთ დამძიმებულ გარემოსა და კრიტიკულ ფონზე, რომელშიც ახლა ვართ, ადამიანებმა თავად მართონ ყველაზე არასასურველი მათი ემოციები და შიშები?

- ემოციის მართვის მეთოდები ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპიაში კარგად არის შესწავლილი. ვეცდები რეკომენდაცია ინტერვიუს ფორმატში მოვაქციო - ვეცადოთ ვიგრძნოთ და სახელი დავარქვათ იმას, თუ რას განვიცდით მოცემულ მომენტში. ესეც გავარჯიშებადია.

  1. ყურადღება მივაქციოთ რა ხდება ამ დროს სხეულში - თავის, კისრის, მხრების, გულ-მკერდის, მუცლის, ზურგის არეში, კიდურებში და სხვ. „დავასკანიროთ“ ფიზიკური შეგძნებები და ვეცადოთ განვსაზღვროთ რას ვგრძნობთ,
  2. ვისუნთქოთ და ვეცადოთ მოვდუნდეთ. ცხვირით შესუნთქვის და პირით გამოსუნთქვის რიტმს და სიღმეს სხეული გვიკარნახებს, თუკი მოვუსმენთ მას.

სუნთქვის ფონზე კუნთების რელაქსაცია გვეხმარება ემოციის მართვაში. ვინაიდან ემოციურად დამუხტულ, სხეულებრივად დაძაბულ ფონზე აზროვნება რთულია, ამიტომ რელაქსაცია პირველ რიგში არის საჭირო და შემდგომ უკვე მეტად ხდება შესაძლებელი გააზრებული ქცევის განხორციელება.

სუნთქვის ფონზე კუნთების რელაქსაცია გვეხმარება ემოციის მართვაში. ვინაიდან ემოციურად დამუხტულ, სხეულებრივად დაძაბულ ფონზე აზროვნება რთულია, ამიტომ რელაქსაცია პირველ რიგში არის საჭირო და შემდგომ უკვე მეტად ხდება შესაძლებელი გააზრებული ქცევის განხორციელება

- გასაგებია, რომ ვიდრე ვაქცინას არ შემოგვთავაზებს მედიცინა, პანდემიასთან ბრძოლა არ დასრულდება.

რადგან უნივერსალური ვაქცინა ჩვენთან კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვა, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი მედეგობა აღმოაჩნდება საზოგადოებას.

შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, როცა ადამიანები საფრთხის, ანაც საფრთხეეების წინაშე აღმოჩნდებიან ხოლმე, რატომღაც მგონია, რომ ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი აღმოჩნდება საზოგადოებისა და ინდივიდების განწყობა ამა თუ იმ პრობლემის მიმართ.

რამდენად შეიძლება იყოს დამოკიდებული ადამინების განწყობა იმაზე, თუ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს მათი ბრძოლა თუნდაც პანდემიასთან?

- მომავალში გაქცევას და ფანტაზირებას, ნაცვლად მოცემულ მომენტში, ანუ რეალობაში ყოფნისა, სავალალო შედეგები მოაქვს. საშინელი ვითარებების წარმოსახვა „ატყუებს“ ორგანიზმს, ჩვენს ლიმბურ სისტემას, რომელიც მოწოდებულია თვითგადარჩენისთვის ირეაგიროს, გამოყოს ჰორმონები კორტიზოლი და ადრენალინი, რომელიც განარჩენისთვის საჭირო ოპერატიული ქმედების განხორციელებისკენ უბიძგებს ორგანიზმს.

ასე ხდება შფოთვითი აშლილობების წამოშობა. ადამიანი გრძნობს შფოთვას და ვერაფერს უხერხებს მას, რადგან ის წარმოსახვით საფრთხეზე ორგანიზმის რეაქციას წარმოადგენს.

ამიტომ, ადამიანები ხშირად ვიქმნით ილუზორულ განწყობას და თავად ვიქმნით დამატებით პრობლემებს. ვაკეთოთ რაც პირადად შეგვიძლია მოცემულ ვითარებაში - დღეს, ხვალ და ზეგ და ყოველთვის... ეს არის საკუთარი მდგომარეობის თვითონვე დამძიმების პრევენციის გზა და კრეატიული ადაპტაციის ერთადერთი საშუალება.

ადამიანები ხშირად ვიქმნით ილუზორულ განწყობას და თავად ვიქმნით დამატებით პრობლემებს. ვაკეთოთ რაც პირადად შეგვიძლია მოცემულ ვითარებაში - დღეს, ხვალ და ზეგ და ყოველთვის... ეს არის საკუთარი მდგომარეობის თვითონვე დამძიმების პრევენციის გზა და კრეატიული ადაპტაციის ერთადერთი საშუალება

- აღარავინ დავობს, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე პრობლემური არიან ასაკოვანი ადამიანები და ბავშვები, რომლებსაც ახლა სასკოლო განათლების მიღება სახლის პირობებში ინტერნეტის საშუალებით უწევთ.

მოდით ჩვენი საუბარი ასაკოვანი ადამიანების თემით გავაგრძელოთ. ჩვენს ქვეყანაში ასაკოვანი ადამიანების მიმართ განსაკუთრებული, მზრუნველობით გამორჩეული დამოკიდებულების პრობლემა არასდროს ყოფილა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებულ ვითარებაში მათ მიმართ მზრუნველობაში უნდა იქნას შეტანილი კორექტივები.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რა კორექტივებია შესატანი ასაკოვან ადამიანებთან ურთიერთობებსა და დამოკიდებულებაში?

- თუკი თითოეული ვიზრუნებთ ჩვენს გვერდზე - სახლში თუ მეზობლად მყოფ ასაკოვან ადამიანებზე, ეს უკვე მნიშვნელოვნად შეცვლის რეალობას.

მიკრო, თუ მაკრო სოციალურ დონეზე არსებული გულგრილობის და ეგოიზმის შედეგია უმეტესწილად ის, რომ ხანდაზმული ადამიანები მზრუნველობის გარეშე რჩებიან.

მიკრო, თუ მაკრო სოციალურ დონეზე არსებული გულგრილობის და ეგოიზმის შედეგია უმეტესწილად ის, რომ ხანდაზმული ადამიანები მზრუნველობის გარეშე რჩებიან

- პანდემიამ პრობლემები შეუქმნა განათლების სისტემას, ბავშვებსა და მშობლებს. რა რჩევებს მისცემდით მშობლებს, რომელთა შვილები ახლა სახლში ცდილობენ სასკოლო განათლების მიღებას?

- მშობლის მოწოდებაა ბავშვთან მეგობრობა, მასთან გულთბილი, წრფელი, ახლო ურთიერთობისკენ სწრაფვა. თუკი ვეცდებით მის გაგებას, მისთვის საინტერესო აქტივობებში ჩართვას, ვიფიქრებთ და შევთავაზებთ თანამშრომლობის და ერთად დროის გატარების ისეთ ფორმებს, რომელიც მას აინტერესებს და უხარია, მეტი შანსი გვაქვს რომ მასთან კარგ ურთიერთობაში ვიყოთ. ეს კი უმნიშვნელოვანესია ნებისმიერ ასაკში.

ბავშვები და მოზარდები „გარბიან“ და ეჯაჭვებიან ეკრანებს, რადგან ჩვენ ვერ ვუგებთ, ვერ ვაინტერესებთ, ვერ ვამხიარულებთ და ვახალისებთ მათ. ამიტომ მათი დადანაშაულების ნაცვლად, თუ ჩვენ თავზე ავიღებთ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას, ბევრ პრობლემას ავირიდებთ თავიდან.

ბავშვები და მოზარდები „გარბიან“ და ეჯაჭვებიან ეკრანებს, რადგან ჩვენ ვერ ვუგებთ, ვერ ვაინტერესებთ, ვერ ვამხიარულებთ და ვახალისებთ მათ. ამიტომ მათი დადანაშაულების ნაცვლად, თუ ჩვენ თავზე ავიღებთ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას, ბევრ პრობლემას ავირიდებთ თავიდან.

- რადგან საახალწლო დღესასწავლები წინა გვაქვს, საფიქრალია იმაზეც, რომ პანდემიის პირობებში ადამიანებმა ყველაფერი გააკეთონ, რათა სადღესასწავლო დღეებში მინიმუმამდე იქნას შემცირებული ვირუსის გავრცელება.ამ თვალსაზრისით, როგორი შეიძლება იყოს თქვენი რჩევები ჩვენი მოქალაქეებისათვის?

- ის, რაც სულ ახლახან, რეგულაციების გამკაცრების წინა დღეს თბილისში ხდებოდა - სავაჭრო ობიექტებზე თავგანწირული მასობრივი ლაშქრობა, საახალწლოდ ვირუსის ახალი აფეთქების რისკებს ქმნის.

ის, რაც სულ ახლახან, რეგულაციების გამკაცრების წინა დღეს თბილისში ხდებოდა, სავაჭრო ობიექტებზე თავგანწირული მასობრივი ლაშქრობა, საახალწლოდ ვირუსის ახალი აფეთქების რისკებს ქმნის

თუ თითოეული ჩვენგანი გამოვიჩენთ სიფრთხილეს, ოჯახის წევრებთან ურთიერთობებზე გადავერთვებით, მათთან კონტაქტით სიამოვნების მიღებაზე ვიზრუნებთ და თავს არ შევწიროთ საახალწლო სანოვაგის მომარაგების მცდელობებს, ასეთი განწყობით, იმედია ვითარება შეიცვლება და ვირუსის გავრცელება იკლებს. სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის