აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი მოსახლეობას მოუწოდებს, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ, როგორც კი ამის შესაძლებლობა იქნება.
„თქვით, მე არ ვიქნები ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ვირუსის სხვაზე გადაცემის საფეხური გავხდები, არამედ მე ვიქნები ვირუსის ჩიხი,“- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
მან საზოგადოებას დღესასწაულების პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა, ვინაიდან, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის განმარტებით, სადღესასწაულო შეკრებები არის "იდეალური საშუალება" იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებსაც ვირუსის უსიმპტომო ფორმა აქვთ, ინფექცია ახლობლებს შორის "უდანაშაულოდ და უნებლიედ" გაავრცელონ.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"