გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში

კორონავირუსის პანდემია ეტაპობრივად გახდა ბიზნეს სექტორის №1 გამოწვევა მსოფლიოს მასშტაბით. კომპანიების მენეჯმენტისთვის უდიდეს გამოწვევას მრავალი ურთიერთდაკავშირებული, ფართო სპექტრის საკითხი წარმოადგენს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული დასაქმებულებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნაა.

უსაფრთხო სამუშაო გარემო გულისხმობს თანამშრომელთა ავადობის რიცხვის მინიმუმამდე შემცირებას. აქ მხედველობაში უნდა მივიღოთ როგორც COVID-პანდემია, ასევე სეზონური რესპირაციული დაავადებები, მათ შორის - გრიპი.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გრიპის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების პრევენციის ყველაზე ეფექტური სპეციფიკური საშუალებაა. მეცნიერულ კვლევებზე დაყრდნობით, ვაქცინაციას შეუძლია გრიპით დაავადების რისკი მინიმუმ 60%-ით შეამციროს მთელს მოსახლეობაში გრიპის სეზონის განმავლობაში.

ვაქცინაცია ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა COVID-19-ის პანდემიის ფონზე მან კიდევ უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა. მაშინ, როდესაც ჯერ არ არის ხელმისაწვდომი კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა, განსაკუთრებულად აუცილებელია გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია, რომ მინიმუმამდე შევამციროთ გრიპითა და COVID-19-ით ერთდროულად ინფიცირების რისკი, რათა თავიდან ავიცილოთ კიდევ უფრო მძიმე გართულებები და ამავე დროს ჯანდაცვის სისტემის, ჰოსპიტალური საწოლ-ფონდის მკვეთრი გადატვირთვა, რაც თავისთავად პაციენტთა სათანადოდ მოვლის დეფიციტსა და სიკვდილიანობის მკვეთრ მატებას გამოიწვევს.

სწორედ ამიტომ, კომპანია “GM Pharma”-მ გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო ინიციატივა, იზრუნა თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე და მათ შესთავაზა ნებაყოფლობითი, უფასო იმუნიზაცია სამკომპონენტიანი ვაქცინით, რომელიც სრულად შეესაბამება 2020-2021 წლების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის რეკომენდებულ შემადგენლობას. “GM Pharma”-ს ასზე მეტ თანამშრომელს ჩაუტარდა გრიპის ვაქცინით იმუნიზაცია დადგენილი წესით.

“GM PHARMA” საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კორპორაციაა, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების (მაგ. გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია) GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში.

“GM PHARMA”-სთვის 2020 წელი საიუბილეო წელია. კომპანია არსებობის 20 წლის თავზე, 150 ბრენდითა და 250 გამოშვების ფორმით, ფლობს პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს პორტფელს რეგიონში, აწარმოებს 100-ზე მეტი დასახელების პროდუქტის ექსპორტს მსოფლიოს 10 ქვეყანაში და ყოველწლიურად 10 მილიონ პაციენტზე მეტი მკურნალობს “GM PHARMA”-ს მედიკამენტებით საქართველოში და საზღვარგარეთ.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით