ამირან გამყრელიძე - პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა ამდენ შემთხვევას გაუძლებდა

პირადად მე არ მეგონა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ამდენ შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ხარვეზები არის, თუმცა ექიმები სიტუაციას გმირულად უძლებენ.

"კი ხარვეზები არის, გაგვაკრიტიკეთ. ყველაფერში ხარვეზი არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას. ჩვენი გმირი ექიმები უძლებენ. მათ ნამდვილად ეკუთვნით მადლობა. საქართველოს სამედიცინო საზოგადოება არის ერთ-ერთი გამორჩეული საზოგადოება და მათ აქვთ ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე მნიშვნელოვანი როლი შესრულებული თავისი ქვეყნის ცხოვრებაში. იქნებოდა ეს 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, სამაჩაბლოს კონფლიქტი, აგვისტოს ომი ... დღეს თითოეული ქართველი ექიმი იმსახურებს მხოლოდ მადლობას, თითოეული სამედიცინო მუშაკი. დღეს 8000 -ზე მეტი სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, აქედან, რა თქმა უნდა, უმრავლესობა თავის სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა, გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ იცით, რომ დაიღუპნენ კიდეც. ქედს ვიხრი მათ წინაშე. რთულია ეს ყველაფერი. ხაზს ვუსვამ, რომ სისტემა უკეთაა მზად, მაგრამ იდეალურად არ ვართ, შედარებითია ყველაფერი. მწყობრ ჯანდაცვის სისტემებსაც გაუჭირდა, საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემასაც გაუჭირდა, იცით ეს", - განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა