თენგიზ ცერცვაძე - უშეცდომო პროცესი არ არსებობს, მაგრამ იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ვერ დავეთანხმები

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, პანდემიის მართვაში სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა.

როგორც ცერცვაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, ხელისუფლებამ და ექიმებმა პანდემია ყველა ეტაპზე ეფექტიანად მართეს.

“სერიოზული შეცდომები, რასაც ჩვენი ოპონენტები წამდაუწუმ გვსაყვედურობენ, ასეთი სისტემური შეცდომები დაშვებული არ ყოფილა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის სახელისუფლებო ვერტიკალი, ჯანდაცვის სისტემა და მითუმეტეს, ექიმები, ყველა ეტაპზე პანდემიას ადეკვატურად და ეფექტიანად მართავდნენ.

რაც შეეხება სკრუპულოზურად, იყო თუ არა შეცდომები, უშეცდომო პროცესი არ არსებობს, არც ქვეყანა, არც სტრუქტურა, არც მთავრობა არ არსებობს, რომ რაღაც შეცდომები არ დაეშვა. ალბათ, ასეთი იყო. მაგრამ იმას, რომ სისტემამ არ გაითვალისწინა საფრთხე, არ მოემზადა კოლაფსისთვის, ამას ვერ დავეთანხმები”, - განაცხადა ცერცვაძემ.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს