ვანო მაჭავარიანი - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილ მოადგილეს ვანო მაჭავარიანს ესაუბრა.

- ბატონო ვანო, არჩევნები კი დასრულდა, მაგრამ არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები რომ კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებს, ფაქტია.

ასეა, არა მხოლოდ ქვეყანაში გამძვინვარებული პანდემიის გამო, არამედ იმის გამოც, რომ პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, არჩევნების შედეგებზე ვერ თანხმდებიან.

თქვენ როგორ შეაფასებდით ზოგადად არჩევნების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

- არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობა, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური კრიზისი. როდესაც ქვეყანა ურთულესი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას და ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების შედეგებზე ვერ თანხმდებიან, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კრიზისი.

როდესაც ქვეყანა ურთულესი გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე დგას და ხელისუფლება და ოპოზიცია არჩევნების შედეგებზე ვერ თანხმდებიან, ეს სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კრიზისი

მმართველი გუნდი უარს ამბობს რამე ნაბიჯი გადადგას კომპრომისისკენ, მიუხედავად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობისა თუ ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, იქნება ეს კოვიდისაგან გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები. არადა, პოლიტიკურმა ძალებმა უნდა იპოვონ გამოსავალი და შეთანხმდნენ საერთო ფორმულაზე, როგორ უნდა იმართოს ქვეყანა შემდეგი 4 წლის განმავლობაში.

პოლიტიკური კრიზისის დაძლევა დამოკიდებულია მმართველ გუნდზე, პირველ რიგში ივანიშვილზე, რომელზეცაა დამოკიდებული გადადგამს თუ არა ხელისუფლება ნაბიჯს ოპოზიციისკენ.

პოლიტიკური კრიზისის დაძლევა დამოკიდებულია მმართველ გუნდზე, პირველ რიგში ივანიშვილზე, რომელზეცაა დამოკიდებული გადადგამს თუ არა ხელისუფლება ნაბიჯს ოპოზიციისკენ

- პარლამენტში ოპოზიციის შესვლა-არშესვლის შესახებ კარგა ხანია მიმდინარეობს კონსულტაციები, მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერჯერობით არანაირი შედეგი რეალურად არ დამდგარა. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის მიმდინარე კონსულტაციებზე ამ პროცესში მონაწილეთა კომენტარები.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შედეგით შეიძლება დასრულდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაწყებული კონსულტაციები, რომლის მესამე რაუნდს ველოდებით?

- მოდით, რეალურად შევხედოთ სიტუაციას - ოპოზიციის თვალსაზრისით, „ქართულმა ოცნება“ ზუსტად ის ციფრი დაწერა და გამოაცხო, რომელიც მას სჭირდებოდა არა მარტო პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად. ამან მცირე ოპოზიციური პარტიები და არა „ნაცმოძრაობა“ ფაქტობრივად ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

ამის გამო ოპოზიციური პარტიები აღმოჩდნენ მძევალნი „ნაცმოძრაობის“, რომელმაც პირველივე დღეს განაცხადა, რომ იგი ამ შედეგებით არ მიიღებს მონაწილეობას პარლამენტის საქმიანობაში. ამან, რა თქმა უნდა, გაართულა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით კომპრომისის ნახვის შესაძლებლობა. გასაგებია, რატომაც მოხდა ასე - ჩათვალეს, რომ მათ უბრალოდ ხმები მოპარეს.

ჩვენი საერთაშორისო პარტნირები მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური კრიზისის მოგვარება შესაძლებელია ოპოზიციის პარლამენტში საქმიანობითაც, ამ მოსაზრებას არ იზიარებს ოპოზიცია.

თუ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შეთავაზებები ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის რამე ფორმით მართვასა და თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება.

თუ არ იქნება ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული შეთავაზებები ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის რაიმე ფორმით მართვასა და თანამშრომლობაზე, რა თქმა უნდა, სიტუაცია მხოლოდ და მხოლოდ გაუარესდება

როგორც ჩანს, ოპოზიცია გრძნობს, რომ ამ სიტუაციაში „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი მათ არაფრად მიიჩნევს. ამის გამო ამომრჩევლის თვალში მათი არსებობა-არასებობა კითხვის ქვეშ დგება.

- კონსულტაციებთან დაკავშირებით თქვენი მოლოდინი როგორია?

- რაც შეეხება კონსულტაციებს. როგორც ჩემთვის ცნობილია, შემუშავებულია კონკრეტული წინადადებები, რომელიც კონსულტაციაში მონაწილე მხრეებთან იქნა გაზიარებული.

როგორც მე ვხდები, ოპოზიცია თანახმაა ამ წინაპირობით დათამხმდეს რამე ფორმით საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას, მაგრამ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ელოდება ივანიშვილისა და მისი ძალიან ვიწრო ჯგუფის გარკვეულ თანხმობას, თუ რამდენად მისაღები იქნება ეს მათთვის.

იქნება ეს კონკრეტულად საარჩევნო სისტემასთან, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები, არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა თუ კომიტეტებში მუშაობის ფორმები, ბევრი საკითხია, რომელიც განხილვის თემაა, მაგრამ ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელისგან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის რამე ფორმით წავიდეს კომპრომისზე ოპოზიციასთან.

ჯერჯერობით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანლისგან არანაირი სიგნალი არ მოდის, რომ „ქართული ოცნება“ მზად არის რამე ფორმით წავიდეს კომპრომისზე ოპოზიციასთან

- ამ პროცესების ფონზე ოპოზიციის ლიდერებს სასამართლოებიდან უწყებები მიუვიდათ. ჯერ ჩაინიშნა მათ საქმეებზე მოსმენები, ხოლო შემდეგ გაუქმდა. ოპოზიციამ მომხდარი ხელისუფლების მხრიდან დაახლოებით ამგვარ შანტაჟად შეაფასა - თუ არ შეხვალთ პარლამენტში, მაშინ ციხეში წახვალთ.

თქვენ როგორ შეაფასებდით კონსულტაციების ფონზე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯებს?

- სამწუხაროდ, ამგვარი მოქმედება „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილად ჩამოყალიბდა. ივანიშვილი მოქმედებს პრინციპით - ან ყველაფერი, ან არაფერი.

ივანიშვილი მოქმედებს პრინციპით - ან ყველაფერი, ან არაფერი

ივანიშვილი აჩვენებს, რომ მას აქვს სრული ძალაუფლება, ის სრულად აკონტროლებს არა მარტო ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და საქართველოს მოსახლეობას, არამედ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.

რამდენადაა გასაგები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ივანიშვილის ეს გზავნილი, არ ვიცი. შესაძლოა, ივანიშვილი სწორედ აქ უშვებდეს შეცდომას, ვინაიდან ჩვენი დასავლელი პარტნიორები საქართველოდან არ ელიან ამგვარ მესიჯებს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ბაიდენმა გაიმარჯვა, საქართველოს ძალიან სერიოზული პრობლემა შეიძლება შეექმნას იმ მმართველობის გამო, რომლითაც ივანიშვილი საქართველოს მართავს.

როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ბაიდენისა და მისი გუნდის საგარეო პოლიტიკისთვის საქართველოს დემოკრატიულ მმართველობაში დაბრუნება, რუსეთის გავლენიდან საქართველოს მაქსიმალურად დაშორება. ეს ის თემებია, რომლებზეც ივანიშვილი უნდა ფიქრობდეს.

როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი ბოლომდე ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ბაიდენისა და მისი გუნდის საგარეო პოლიტიკისთვის საქართველოს დემოკრატიულ მმარველობაში დაბრუნება, რუსეთის გავლენიდან საქართველოს მაქსიმალურად დაშორება. ეს ის თემებია, რომლებზეც ივანიშვილი უნდა ფიქრობდეს

თუ ივანიშვილი ამ საკითხებს შეხედავს პრაგმატულად და გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინებით, ბაიდენის არჩევის პირობებში ის მაქსიმალურად უნდა იყოს მოწადინებული რომ ის მოთხოვნა, რომელიც აქვს ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, ასევე ჩვენს სტარტეგიული პარტნიორებს აშშ-სა და ევროკავშირს, რომ 1. საქართველო რაღაც ფორმით კოალიციურად იმართებოდეს, 2. არ გადაუხვიოს დემოკრატიულ მმართველობას, უნდა შესრულდეს.

უნდა ითქვას, რომ აშშ-ში ბაიდენის მმართველობის პერიოდი და 2024 წელი საქართველოსთვის არის ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და მეტად დაუხლოვდეს დასავლეთს.

აშშ-ში ბაიდენის მმართველობის პერიოდი და 2024 წელი საქართველოსთვის არის ალბათ ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ქვეყანა გახდეს ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და მეტად დაუხლოვდეს დასავლეთს

როცა ასეთი პერსპეტივა არსებობს, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის გაუგებარია თუ რატომ არ დგამს საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასთან მიმართებაში კომპრომისულ ნაბიჯებს. გაუგებარია იმიტომ, რომ ამგვარი პოზიცია არაპრაგმატულია საქარველოს ხელისუფლებისთვის.

გაუგებარია იმის გამოც, რომ კომპრომისის შემთხვევაში ივანიშვილი არ დაკარგავს ქვეყნის მართვის სადავეებს. თუ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციური პარტიები აიღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 2024 საქართველოსთვის იქნება არა მხოლოდ კოვიდკრიზისიდან და სოციალურ-ეკონოიმიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა, არამედ დასავლეთის ნაწილის რეალურად გახდომის შესაძლებლობა.

კომპრომისის შემთხვევაში ივანიშვილი არ დაკარგავს ქვეყნის მართვის სადავეებს. თუ ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციური პარტიები აიღებენ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 2024 საქართველოსთვის იქნება არა მხოლოდ კოვიდკრიზისიდან და სოციალურ-ეკონოიმიკური კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობა, არამედ დასავლეთის ნაწილის რეალურად გახდომის შესაძლებლობა

თუ საქართველო აშშ-ში ბაიდენის მმართველობის პერიოდს არ გამოიყენებს, ამგვარი შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოს შესაძლოა აღარასოდეს აღარ ექნეს.

- თუ ისევ სასამართლოებისგან მოწვევების თემას დავუბრუნდებით, ვნახავთ, რომ სასამართლოდან უწყებები არ მისვლიათ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს.

ეს სავარაუდოდ რას შეიძლება ნიშნავდეს - იმას, რომ „ოცნება“ „ლელოსთან“ თანამშრომლობას გეგმავს თუ იმას, რომ ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმიდან არაფერი არ გამოდის?

- ალბათ ორივეს ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ამგვარ სიგნალს აგზავნის მათთვის შესაძლო ხელსაყრელ პარტნიორებთან, მაგრამ ეს ამავე დროს არ ნიშნავს იმასაც, რომ თუ ივანიშვილი სასამართლოში დღეს არ იბარებს „ლელოს“ ლიდერებს, ხვალ იგი მათ არ დაიბარებს.

ივანიშვილის პრინციპია - ვინც მას ეწინაღმდეგება ყველა მისი მტერია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სასამართლოში „ლელოს“ ლიდერების არდაბარება ივანიშვილის მხრიდან უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო, ვიდრე რეალური სურვილი იმისა, რომ „ოცნება“ მზადაა ითანამშრომლოს „ლელოსთან“.

ივანიშვილის პრინციპია - ვინც მას ეწინაღმდეგება, ყველა მისი მტერია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ სასამართლოში „ლელოს“ ლიდერების არდაბარება ივანიშვილის მხრიდან უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო, ვიდრე რეალური სურვილი იმისა, რომ „ოცნება“ მზადაა ითანამშრომლოს „ლელოსთან“

ამგვარი ნაბიჯები მისი მხრიდან არაფრის მომტანია მმართველი გუნდისთვის, ვინაიდან ოპოზიციას არანაირი საფუძველი არ აქვს ენდოს „ქართულ ოცნებასა“ და მისი ლიდერს ივანიშვილს.

თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნდობა არ ჩამოყალიბდა და ნდობის მექანიზმები ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამდგომლობით არ შეიქმნა, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არსებობს, თავისით არ გადაწყდება. ეს კი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება.

თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ნდობა არ ჩამოყალიბდა და ნდობის მექანიზმები ჩვენი დასავლელი პარტნიორების შუამდგომლობითა არ შეიქმნა, ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არსებობს, თავისით არ გადაწყდება. ეს კი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკისთვის ძალიან დამაზიანებელი იქნება

- ნატო-საქართველოს მინისტერიალი გაიმართა. მისი შედეგები საკმოდ საინტერესოდ გამოიყურება.

იმის ფონზე, რომ რუსეთი მეზობლების მიმართ აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას, ნატოს გენ.მდივანი იენს სტოლტერბერგი მიესალმა ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტის დამტკიცებას, რომელიც გულისხმობს ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გარღმავებას, ასევე შავ ზღვაში არა მარტო ნატოს გააქტიურებას, არამედ პროცესებში საქართველოს აქტიურ მონაწილეობას.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როცა საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური დაპირისპირების წინა ხაზია.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის მიმართულებით კომპრომისზე წაუსვლელობას, სავარაუდოდ როგორ შეაფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები?

- თუ ივანიშვილმა ოპოზიციის მიმართულებით კომპრომისული ნაბიჯი გადადგა, ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც ნაბიჯი ადამიანისა, რომელსაც ესმის სახელმწიფოებრივი ინეტერსები, არ ხელმძღვანელობს მხოლოდ პირადი ინტერესებით.

გარდა ამისა, ეს იქნება ძალიან სერიოზული მუხტი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც სკეპტიკურად არიან განწყობილი საქართველოს ევროატლანტიკური პერსპექტივასთან დაკავშირებით ქვეყნის დემოკრატიული ხარისხიდან გამომდინარე.

ეს ნაბიჯი იქნებოდა იმგვარი ნაბიჯი, რომელიც სხვა ქვეყნის ლიდერებს გაუკეთებიათ და მათ ისტორია ძალიან დადებითად მოიხსენიებს.

თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება.

თუ რუსეთმა დაინახა საქართველოს სისუსტე, ის რა თქმა უნდა, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ გააქტიურდება

პარლამენტში ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობის გარანტორები უნდა იყვნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები. თუ ასე განვითარდა პროცესები, ნატოს გადაწყვეტილებები მიმართული იქნება იმისკენ, რომ საქართველო მართლა გახდეს მეტად დაცული და უსაფრთხო ქვეყანა, ვიდრე დღეს არის.

დღეს რეალობა საქარველოსთვის არასახარბიელოა. პრინციპში რუსეთსა და დასავლეთს შორის ღია დაპირისპირების გეოპოლიტიკური დაპირისპირების ხაზი საქართველოზე ჯერ არ გადის, ეს ახლა უკრაინაში უფრო ხდება, მაგრამ თუ რუსეთმა დაინახა საქართველოს სისუსტე, ის რა თქმა უნდა, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ გააქტიურდება.

თუ ხელისუფლება და ოპოზიცია კოალიციური მმართველობის რაღაც ფორმაზე არ შეთანხმდნენ, ეს საქართველოსთვის უკეთესი პერსპექტივის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა იქნება

- ჩვენს ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ხელისუფლების პასუხისმგებლობა გასაგებია, მაგრამ ვინაიდან ახლა ჩვენს ირგვლივ ისტორიული პროცესები მიმდინარეობას, ჩვენს ირგვლივ ტურბულენტობის დონე მაღალია, წარმოუდგენელია, თავისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნის მეტად დაცულობასა და უსაფრთხოებაში ოპოზიციასაც არ ჰქონდეს.

თქვენი დაკვირვებით, ამ პროცესში ოპოზიციის პასუხისმგებლობა რამდენად მაღალია?

- ოპოზიცია არა არის მხოლოდ „ნაცმოძრაობა“, მასში შედიან სხვა პარტიები, რომლებსაც თავისი ამომრჩეველი ჰყავთ. ჩემი დაკვირვებით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ესმით ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ახლა მათზეცაა.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ მკვახე პოზიციამ ისინი უბრალოდ ამ პროცესის მძევლებად აქცია და „ნაცმოძრაობასთან“ გააერთიანა. ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, რომ ისინი არ ითანამშრომლებდნენ მიხეილ სააკაშვილთან. ვფიქრობ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეცეთ საშუალება სახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადადგან.

შეთავაზებები ცნობილია როგორც „ქართული ოცნებისთვის“, ისე ოპოზიციისთვის. ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კომპრომისის გარკვეული მონახაზი აქვთ. თუ კომპრომისის მისაღწევად ორივე მხრიდან არ იქნა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენ გაზაფხულამდე ძალიან რთულ კრიზისში აღმოვჩდებით. ეს კი ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კომპრომისის გარკვეული მონახაზი აქვთ. თუ კომპრომისის მისაღწევად ორივე მხრიდან არ იქნა გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, ჩვენ გაზაფხულამდე ძალიან რთულ კრიზისში აღმოვჩდებით. ეს კი ძალიან ცუდი იქნება ქვეყნისთვის

- ბევრი ამბობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. თქვენი აზრით, რამდენად მართებულია საკითხის ასე დაყენება?

- მე მგონი ეს შესაძლებლობა გაშვებულია. ვფიქრობ, რომ ახლა ოპოზიცია უკან დახევას ვერ შეძლებს. მათ პრინციპში დასაკარგიც არაფერი არ აქვთ. კომპრომისი, - ყოველგვარი წინაპირობების გარეშე პარლამენტში შესვლა, - ოპოზიციას არაფერს არ აძლევს.

ვფიქრობ, ისინი პარლამენტში უბრალოდ ჯდომის აზრს ვერ ხედავენ. მე მესმის რატომაც. ამიტომაცაა რომ პრობლებური პოლიტიკური პროცესი გვაქვს და ამიტომაც გვაქვს პოლიტიკური კრიზისი.

თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა ქვეყნის შიგნით და გარეთ წარმოჩინდეს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, მან უნდა გადადგას ოპოზიციის მიმართულებით კომპრომისული ნაბიჯი.

თუ „ქართულ ოცნებას“ უნდა ქვეყნის შიგნით და გარეთ წარმოჩინდეს როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, მან უნდა გადადგას ოპოზიციის მიმართულებით კომპრომისული ნაბიჯი

მათ უნდა ესმოდეთ, რომ პარლამენტში უფუნქციო ოპოზიციის ყოფნა აზრს კარგავს. ისინი პარლამენტში თუ შევიდნენ, პარლამენტის წევრები კი იქნებიან, მაგრამ პარლამენტში რეალურად იქნება ერთპარტიული მმართველობა იქნება, მაგრამ გაფორმებული იქნება, როგორც მრავალპარტიული მმართველობა.

არადა იმისკენ, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს, სერიოზული ნაბიჯები ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადადგან.

კობა ბენდელიანი

ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით