თბილისის ისტორიულ უბანში მშენებარე მრავალფუნქციური პროექტი „მოედანი“ საახალწლო აქციას იწყებს. მომხმარებლები, რომლებიც შეიძენენ ბინას 31 დეკემბრამდე, საშუალება ექნებათ აირჩიონ სასურველი საჩუქარი.
ავლაბრის ცენტრში მდებარე „მოედანი“ უნივერსალური ადგილია თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც ეძებენ უძრავი ქონების პრემიუმ პროექტს, საცხოვრებლად ან საინვესტიციოდ ტურისტულად მიმზიდველ, ისტორიულ უბანში.
1,4 ჰექტარ ფართობზე განთავსებული მრავალფუნქციური კომპლექსი ერთ სივრცეში აერთიანებს საცხოვრებელ აპარტამენტებს, სასტუმროს, კომერციულ და საერთო სამუშაო ფართებს და რაც მთავარია, 5200 კვმ საზოგადოებრივ სივრცეს სოციალიზაციისთვის.
უნიკალური არქიტექტურის მქონე პროექტი „მოედანი“ 4 საცხოვრებელ შენობას მოიცავს. პირველ სართულზე განთავსდება რესტორნები, ბარები, კაფეები და მაღაზიები.
80-ნომრიანი სასტუმროს სერვისებით კი, ბინის მეპატრონეებსაც და მათ სტუმრებსაც შეეძლებათ სარგებლობა. სასტუმროს ტიპის აპარტამენტების დაგეგმარება არასტანდარტულია, მათი ზომა 40 კვ.მ-დან იწყება.
„მოედანი“ უზრუნველყოფს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს - კომპლექსი აღჭურვილი იქნება უახლესი სახანძრო და ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით.
მაცხოვრებლებსა და სტუმრებს შეეძლებათ ისარგებლონ კომფორტის სხვადასხვა პირობებით, მათ შორის: მრავალფეროვანი სივრცეებით სოციალიზაციისთვის, კაფე/ბარებით, საგამოფენო სივრცით ავტოსადგომით, საერთო სამუშაო სივრცეებით, სავაჭრო ობიექტებით და კეთილმოწყობილი ტერიტორიით.
პროექტი „თიბისი“ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„მოედანი“ მომხმარებელს გადახდის მაქსიმალურად მოქნილ პირობებს სთავაზობს. სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება წინასწარი შენატანის შემთხვევაში, ასევე შესაძლებელია თანხის 80 %-ის გადახდა პროექტის ჩაბარებისას, მათთვის კი, ვინც ისარგებლებს სახელმწიფოს იპოთეკური სესხის საპროცენტო სუბსიდირების პროგრამით 4%-მდე, დამატებით მიიღებს 7 %-იან ფასდაკლებას.
მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე სრულდება.
(R)