თამარ გაბუნია - ხშირად ხდება, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადაყვანა ნაცნობობით ხდება. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა.

„მართალი გითხრათ, ნაცნობობის თემა ამ სიტუაციაში ძალიან უხერხულია. 112 ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ყველამ ერთიან სურათში ვიმოძრავოთ და ერთი ხაზი დავინახოთ. 112 -ს აქვს მომლოდინე პაციენტების სია და მასვე შეუძლია განსაზღვროს, ვისი მდგომარეობა არის განსაკუთრებით მძიმე და ვინ უნდა გადავიდეს სტაციონარში. გარდა ამისა, თვითდინებითაც მიდიან პაციენტები კლინიკებში. ეს არაფრით არ უკავშირდება რაღაც ტიპის ზეგავლენას ვიღაცის მხრიდან. ამ შემთხვევაში ნაცნობობას ვგულიხმობ. ჩვენ კლინიკებს ვთხოვთ, რომ როდესაც პაციენტი მოდის და მიაჩნია, რომ მის მდგომარეობა მძიმეა, კარს არავის გამოუკეტავს. აუცილებლად უნდა შეაფასონ მისი მდგომარეობა და მიიღონ, თუ არის დამძიმებული და ჰოსპიტალიზაციას ექვემდებარება. ხშირად ხდება ისე, რომ თვითდინებით მისული მძიმე პაციენტი შეიძლება უფრო ადრე მოხვდეს კლინიკაში და დაიკავოს თავისუფალი ადგილი, რომელიც დილით ვიცოდით, რომ თავისუფალი იყო და ამან გაახანგრძლივოს 112-ის მოლოდინის პერიოდი. ამდენად, ყველასთან გვაქვს თხოვნა, თვითდინებით და შემოვლითი გზებით ჰოსპიტალში მოხვედრა, 112-ის გავლის გარეშე იწვევს იმას, რომ უფრო მძიმე პაციენტი შეიძლება დარჩეს ბინაზე უფრო დიდხანს, ვიდრე სხვა შემთხვევაში დარჩებოდა. ამიტომ, ამ ნაკადის მოგვარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოკლე ხანში მოგვარდეს და ამ მიმართულებით ვუშაობთ, თუმცა აქაც 100%-იანი გადაზღვევა რთულია, რადგან ყოველთვის შეუძლია მოქალაქეს კლინიკას მიმართოს. მას უფლება არ აქვს, რომ სერვისზე უარი უთხრას. ამ შემთხვევაში ეს ხდება იმის მიზეზი, რომ ყველა ნაკადი 100%-იანი სიზუსტით ვერ რეგულირდება“,-განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა