ზოომარტი ექსკლუზიურად Wolt-ზე

თუ შინაური ცხოველი გყავთ, ახლა უკვე მისთვის საკვების თუ სხვა საჭირო ნივთების შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ - ზოომარტის მაღაზიათა ქსელი ექსკლუზიურად Wolt-ზეა! აქ ყველაფერია, რაც თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის შეიძლება დაგჭირდეთ: საკვების მრავალფეროვანი არჩევანი, ვიტამინები, ჰიგიენური პროდუქცია, აქსესუარები და სხვა.

10 დეკემბრამდე ზოომარტის შეკვეთისას Wolt მიტანის უფასო სერვისს გთავაზობთ. ზოომარტი Wolt-ზე თავისი ექვსი ფილიალითაა წარმოდგენილი: ვაკის, საბურთალოს, პლატოს, დადიანის, ვარკეთილის და დიღმის ფილიალებით.

„ვოლტი ზრუნავს როგორც ადამიანების ისე მათი ოთხფეხა მეგობრების კვებაზეც და განაგრძობს საცალო მიმართულებით განვითარებას. ჩვენთვის ზოომარტთან, როგორც ბაზრის ლიდერთან, სტრატეგიული ექსკლუზიური პარტნიორობა ძალიან სასიხარულოა. ვოლტი ზოომარტიდან სასურველ პროდუქციას საშუალოდ 30 წუთში მოგაწვდით.“ - ნატალია ხიზანიშვილი, ვოლტის გენერალური მენეჯერი

„ზოომარტისთვის პრიორიტეტულია ონლაინ გაყიდვების არხის განვითარება. მოხარული ვართ რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა ისეთ მაღალტექნოლოგიურ, საიმედო და მომხმარებელზე ორიენტირებულ კომპანიასთან როგორიც ვოლტია. დარწმუნებული ვართ რომ ჩვენი თანამშრომლობით მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება“, - თორნიკე ელიზბარაშვილი, ზოომარტის დამფუძნებელი.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა