დავით ბაქრაძე - ვიდრე არ იქნება ოფიციალური პასუხი „ქართული ოცნებისგან", შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ შეთავაზება შესაბამისობაშია იმ პრინციპებთან, რასაც აქამდე ვაყალიბებდით

„ევროპული საქართველოს" ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრისას ოპოზიციამ საკუთარი მოთხოვნებით დოკუმენტურად გაწერა.

როგორც მან ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის თხოვნა ელჩების მიმართ იყო, რომ მომზადებული დოკუმენტი, როგორც ყოვლისმომცველი, კომპრომისული და სახელმწიფოებრივი პოზიცია, როგორ მოგვარდეს კრიზისი, ოფიციალურდ გადაეცეს "ქართულ ოცნებას" და მათგან ასეთივე წერილობითი პასუხი მიიღონ.

„ყველა ის მოთხოვნა, რაც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან და ჩვენი ხედვა, როგორ უნდა განიმუხტოს კრიზისი, როგორ წავიდეს ქვეყანა წინ, ჩამოყალიბებული, დეტალური, წერილობითი სახით გადავეცით ელჩებს. ჩვენი თხოვნა იყო მათდამი, როგორც ფასილიტატორებისადმი, ეს პოზიცია ოფიციალურად მიაწოდონ "ქართულ ოცნებას" და ველოდებით ასეთივე ოფიციალურ პასუხს. მე კონკრეტულად ვერ გეტყვით, რას ეხება ეს დოკუმენტი, ვინაიდან ჩვენი მეგობრების თხოვნაა, სანამ არ იქნება ოფიციალური პასუხი "ქართული ოცნებისგან", შეთავაზების დეტალებზე არ ვისაუბროთ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ შეთავაზება არის შესაბამისობაში იმ პრინციპებთან, რასაც აქამდე აყალიბებდა ოპოზიცია, მათ შორისაა არჩევნებიც", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია პარლამენტის ბოიკოტთან დაკავშირებით, უცვლელია, ვინაიდან არაფერი ისეთი რაც ამ პოზიციას ოპოზიციას შეაცვლევინებდა, "ქართული ოცნებისგან" არ გაჟღერებულა.

„ქართული ოცნებისგან" იყო გარკვეული წინადადებები შემოთვლილი, ბუნდოვანი და არასრულყოფილი სახით, რა წინადადებები ამას ვერ გეტყვით, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც ოპოზიციის პოზიციებს შეცვლიდა, არ მოსულა. ამიტომ ჩვენი პოზიციები არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ძალიან მკაფიოდ, ყოვლისმომცველად და წერილობითად გადავეცით ჩვენი, ყველა პარტიის, შეჯერებული პოზიცია "ქართულ ოცნებას". ველოდებით მათგან, რომ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ასევე, მკაფიოდ და წერილობით და არა ბრიფინგებით და კომენტარებით გაგვცემენ პასუხს, როგორ ხედავს "ქართული ოცნება" ამ კრიზისიდან გამოსავალს. დღეს ხელისუფლებას იმის ფუფუნება არ აქვს რომ "წითელ ხაზებზე" ილაპარაკოს. ქვეყანა შევიდა ღრმა პოლიტიკურ კრიზისში და შევიდა სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები. ამიტომ "წითელ ხაზებზე" საუბარს სჯობს პასუხისმგებლობით მიუდგნენ პროცესს, კარგად გაიაზრონ რამდენად რთულ დღეშია ქვეყანა შესული და იფიქრონ იმაზე, სად შეიძლება შედგეს კომპრომისი, "წითელ ხაზებზე" საუბარი გაყალბებული არჩევნების შემდეგ, არის მიუღებელი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა