გიორგი ვაშაძე - ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, ეს ორი დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს

პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, ეს ორი დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საკუთარ დოკუმენტებს მას შემდეგ გაასაჯაროებენ, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან საპასუხო წერილობით შეთანხმებას მიიღებენ.

„ჩემი აზრით, დღეს ძალიან კარგი შეხვედრა იყო, ჩვენი მხრიდან სოლიდური ნაბიჯია გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება მოხდეს, ის რასაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვთხოვდნენ. ჩვენ გავასაჯაროებთ ამ დოკუმენტებს მას შემდეგ, რაც საპასუხო წერილობით შეთანხმებას მივიღებთ „ქართული ოცნების“ მხრიდან. ვფიქრობ, რომ ყველამ ერთად საჯაროდ უნდა გადავწყვიტოთ სად არის ის შეთანხმების შუალედი, რაზეც საზოგადოება შეიძლება შეთანხმდეს. ალბათ, კიდევ რამდენიმე დღე მოგვიწევს დალოდება და ამის შემდეგ აუცილებლად საჯაროდ უნდა გამოვიდეთ. პირადად ჩემი თხოვნა იყო, რომ საჯაროდ დაგვეწყო დისკუსია ყველა საკითხზე, ეს ორი დღე გვთხოვეს მედიატორებმა და ამის შემდეგ გავასაჯაროებთ ყველაფერს“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა