გიორგი ქობულია - შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან

შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს დიდი ტურისტული ნაკადი. მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშაონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მანამდე კი გიორგი ქობულიამ გადაცემაში ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანამ მეტი სესხი უნდა აიღოს.

„ხედავთ, რომ მხარში გვიდგანან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებმაც განსაზღვრული თანხები უკვე გამოგვიყვეს. თუ ჩვენ დავინახავთ, ძალიან რთული ვითარებაა, ვთვლი, რომ დამატებითი დახმარება უნდა გამოვიყენოთ. ვგულისხმობ იმას, რომ თუ საჭირო იქნება კიდევ მეტი სესხი უნდა ავიღოთ, როგორც ქვეყანამ. დღეს არის იმის დრო, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, თავი მივიტანოთ იქამდე, სანამ გაიხსნება ტურისტული ნაკადები, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემომტანი. ჩვენი ძირითადი სფერო ეს არის, სადაც გვაქვს ზრდა და გვაქვს სამუშაო ადგილები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა ქობულიამ.

ქობულიას თქმით, ეკონომიკის აღდგენის და დაახლოებით 2019 წლის ნიშნულის დაბრუნებაზე თავისთავად გავლენას ახდენს ვაქცინა. მისი თქმით, „ჩვენ რომ ვივარაუდოთ და კარგი სცენარით წავალთ, საქართველოში მოხდება ვაქცინაცია, სავარაუდოდ 2023 წელს უნდა დავუბრუნდეთ 2019 წლის ნიშნულს“.

„მაგალითად, არის სხვადასხვა საშუალება იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ეკონომიკურ აღდგენას. შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთის ფედერაციასთან, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. სახელმწიფოს, მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშაონ, როდესაც მოვა დრო, მოხდეს ამის აღდგენა. როგორც ვიცით, მილიონნახევარი ტურისტი შემოდიოდა რუსეთის ფედერაციიდან და მათ შემოჰქონდათ ყველაზე დიდი თანხა საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ქობულიამ.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

გიორგი ქობულია - შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან

შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს დიდი ტურისტული ნაკადი. მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშაონ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მანამდე კი გიორგი ქობულიამ გადაცემაში ისაუბრა იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში ქვეყანამ მეტი სესხი უნდა აიღოს.

„ხედავთ, რომ მხარში გვიდგანან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებმაც განსაზღვრული თანხები უკვე გამოგვიყვეს. თუ ჩვენ დავინახავთ, ძალიან რთული ვითარებაა, ვთვლი, რომ დამატებითი დახმარება უნდა გამოვიყენოთ. ვგულისხმობ იმას, რომ თუ საჭირო იქნება კიდევ მეტი სესხი უნდა ავიღოთ, როგორც ქვეყანამ. დღეს არის იმის დრო, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, თავი მივიტანოთ იქამდე, სანამ გაიხსნება ტურისტული ნაკადები, რაც არის ჩვენი ეკონომიკის ძირითადი შემომტანი. ჩვენი ძირითადი სფერო ეს არის, სადაც გვაქვს ზრდა და გვაქვს სამუშაო ადგილები. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ძალიან სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“, - განაცხადა ქობულიამ.

ქობულიას თქმით, ეკონომიკის აღდგენის და დაახლოებით 2019 წლის ნიშნულის დაბრუნებაზე თავისთავად გავლენას ახდენს ვაქცინა. მისი თქმით, „ჩვენ რომ ვივარაუდოთ და კარგი სცენარით წავალთ, საქართველოში მოხდება ვაქცინაცია, სავარაუდოდ 2023 წელს უნდა დავუბრუნდეთ 2019 წლის ნიშნულს“.

„მაგალითად, არის სხვადასხვა საშუალება იმისათვის, რომ სწრაფად მივაღწიოთ ეკონომიკურ აღდგენას. შეიძლება ეს ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთის ფედერაციასთან, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენმა ტურისტულმა სექტორმა სწრაფად მიიღოს საკმაოდ დიდი ტურისტული ნაკადი. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის. სახელმწიფოს, მთავრობას მოვუწოდებ, რომ ამ საკითხზე ინტენსიურად იმუშაონ, როდესაც მოვა დრო, მოხდეს ამის აღდგენა. როგორც ვიცით, მილიონნახევარი ტურისტი შემოდიოდა რუსეთის ფედერაციიდან და მათ შემოჰქონდათ ყველაზე დიდი თანხა საქართველოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ქობულიამ.

იხილეთ ვიდეო: ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი საშუალება არის ის, რომ თუ კოვიდვითარება ჩაცხრება, საჰაერო მიმოსვლა აღვადგინოთ რუსეთთან

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა