სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

„სილქ ჰოსფითალითი“ და „სილქნეტი“ ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად „რადისონ ბლუ თბილისში“ მხატვარ თუთუ კილაძის ნამუშევრების გამოფენას წარადგენს.

თუთუ კილაძის შემოქმედება მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმითა და სახასიათო ხელწერით ხასიათდება. თავად მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს რომელიმე კონკრეტულ სტილს არ მიაკუთვნებს, ცდილობს მრავალფეროვანი იყოს და სხვადასხვა მასალა მოსინჯოს. ძირითადად, ზეთის საღებავებით ხატავს, თუმცა ფერადი ფანქრების, გუაშებისა და აკვარელების გარდა კერამიკაზე მუშაობაც სცადა. თუთუს ფერწერული ტილოები ნოველებს წააგავს, რომლებიც ზღვისპირა ქალაქების, ლურჯი ტალღებისა და მათზე მოქანავე გემების, ფერადი მინდვრების, აყვავებული ხეების, მოციმციმე აუზების, უცნაური ადამიანებისა და ზღაპრული ცხოველების შესახებ მოგვითხრობენ.

„რადისონ ბლუ ივერიას“ საგამოფენო სივრცეში გამოფენილია ჩემ მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერა და კერამიკული ფილები. ძალიან მიყვარს ზღვა და ხშირად ვიმეორებ ამ თემატიკას ჩემს ნახატებში. ასევე ნახავთ ფილებს - ნაწილი ვეხისტყაოსნიდანაა, რომლის ილუსტრაციაც დამატებით გავაკეთე და იმედია წიგნიც მალე გამოვა. ინსპირაციას ყოველდღიურობისგან ვიღებ - ურთიერთობებისგან, სეირნობისგან... ხატვას პირდაპირ ფერით ვიწყებ და მერე საითაც წამიყვანს განწყობა, მივყვები. პროცესში ყოველთვის რაღაცას აღმოვაჩენ. რაც შეეხება კერამიკას, ბევრად საინტერესო პროცესია, რადგან არ იცი საბოლოო შედეგი რა იქნება- სიურპრიზივითაა. ამ საგამოფენო სივრცეში დახრილი კედლებია და ესეც თავისებურობას მატებს გამოფენილ ნამუშევრებს. თითქოს ნახატები ჰაერშია ჩამოკიდებული, შესაბამისად, მსუბუქი და ლამაზი ექსპოზიცია გამოვიდა“, - აცხადებს მხატვარი თუთუ კილაძე.

„თუთუს ხელწერა, სტილი გამორჩეულია და თითქმის ყოველთვის გახვედრებს, ვის ეკუთვნის ნახატი. ჩვენ მუდმივად ვეძებთ საინტერესო მხატვრებს, რათა უცხოელი სტუმრებისთვის ჩვენი სასტუმროების სივრცეებში ქართული მხატვრობა გავაცოცხლოთ. ვფიქრობ, თუთუ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მხატვარია და მისი გამოფენაც მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ფერებით გამოირჩევა“, - აღნიშნა სილქ ჰოსფითალითის არტ კურატორმა“ მარიამ კაკაბაძემ.

თუთუ კილაძის ნამუშევრები „რადისონში“ 20 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. „სილ­ქნე­ტი­სა“ და „სილქ ჰოს­ფი­თა­ლი­თის“ თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, თბილი­სისა და წი­ნან­დლის სა­ექსპოზიციო სივ­რცე­ებ­ი სისტემატიურად ეთმობა ქართველი არტისტების შემოქმედებას. სასტუმრო „რადისონში“ გა­სულ წლებ­ში ლე­ვან ჭო­ღოშ­ვი­ლისა და ზურა აფხა­ზის ნამუშევრები გა­მო­ი­ფი­ნა.

(R)

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია