ბიზნესისთვის, თუ საჯარო ორგანიზაციებისთვის, IT ინფრასტრუქტურის და პროგრამული უზრუნველყოფის გამართულად მუშაობა, მოწყობა ან განახლება, ბევრ გამოწვევასთან და დიდ ინვესტიციებთან არის დაკავშირებული.
განვითარებულ ქვეყნებში, კომპანიები ამგვარი პრობლემების მოსაგვარებლად და მსხვილი ინვესტიციისგან თავის ასარიდებლად Microsoft Azure-ის ქლაუდ (Cloud) ტექნოლოგიებს იყენებენ.
Microsoft-ის ქლაუდ ტექნოლოგია Microsoft Azure უკვე საქართველოშიც ხელმისაწვდომია და მას ადგილობრივად, UGT-ის დატა ცენტრი წარმოადგენს. UGT-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრი ერთადერთია ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ნამდვილი ქლაუდ ტექნოლოგიებით არის აგებული.
UGT-ის დახმარებით, მცირე, საშუალო, თუ დიდი ზომის ორგანიზაციას, შეუძლია მსხვილი ინვესტიციის გარეშე ნებისმიერი მასშტაბის IT ინფრასტრუქტურა გააფართოვოს, ან მოაწყოს ერთ დღეში. მომსახურების საფასური კი გამოყენების მიხედვით, მიმდინარე ხარჯების მეშვეობით დაფაროს.
მსხვილი ინვესტიციების გარდა, ორგანიზაციებისთვის IT ინფრასტრუქტურის დაცულობა და შეუფერხებელი მუშაობა საკამოდ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. მის მოვლასა და განახლებაში, კომპანიებს ხშირად გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევაც უწევთ.
„ჩვენ კერძო და საჯარო ორგანიზაციებს ვთავაზობთ მათზე მორგებულ სერვისს: მათ არ სჭირდებათ IT ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპონენტის შეძენაში ან განახლებაში მსხვილი თანხების დახარჯვა. ჩვენი დატა ცენტრის მეშვეობით, მათ შეუძლიათ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ჩვენგან სერვისის სახით მიიღონ, დაზოგონ თანხები და გამოთავისუფლებული მსხვილი ფულადი თუ ადამიანური რესურსები ბიზნესის გაფართოებისკენ მიმართონ.
IT ინფრასტრუქტურის მოვლასთან და გამართულ მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები მათ აღარ შეაწუხებთ. თუ კომპანიები 30 დეკემბრამდე მოგვმართავენ, 6 თვის ვადით, სერვისი 50%-იანი ფასდაკლებით მიეწოდებათ. ამ დროის განმავლობაში მათ შეუძლიათ შეამოწმონ რამდენად მოსახერხებელია ინფრასტრუქტურის სერვისის სახით გამოყენება. რაც მთავარია, დამკვეთებს წვდომა ექნებათ Microsoft-ის უახლეს ქლაუდ ტექნოლოგიებზე. ეს კი ხარვეზების გარეშე, გამართულად მუშაობის საშუალებას მისცემთ, ისე, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ხდება. მათ შორის, გაიადვილებენ დისტანციური მუშაობის და კლიენტთა დისტანციური მომსახურების ამოცანებს“, - განმარტავენ UGT-ის დატა ცენტრში.
UGT-ის დატა ცენტრის საინფორმაციო უსაფრთხოების და მონაცემთა დაცვის დონე, მსოფლიო სტანდარტებს შეესაბამება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრად უფრო მეტად დაცულია, ვიდრე უმეტესი კომპანიების შიდა ინფრასტრუქტურა.
„თქვენ აღარ დაგჭირდებათ სერვერებისა და IT ტექნიკის დაგეგმვის, შეძენის, ინსტალაციის, დაცვის, ადმინისტრირების და განახლების რთული, ხანგრძლივი და ხარჯიანი პროცესების გავლა. ვიცით, რომ კომპანიების ხელმძღვანელები და IT მენეჯერები აღნიშნულ პრობლემებს აწყდებიან, ჩვენ კი ვპირდებით, რომ ამ ყველაფერს ავარიდებთ“, - აღნიშნავენ UGT-ში.
დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სერვისის სახით (IaaS) მიღების შესახებ, იხილეთ მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/39CYAXO
შეგახსენებთ, რომ აქცია ძალაშია 2020 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით!
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"