ევექსი კლინიკების ლაბორატორიული მომსახურება უკვე სახლში გამოძახებით არის შესაძლებელი

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ევექსი კლინიკებმა შექმნა მობილური ჯგუფები, რომლებიც ლაბორატორიულ გამოკვლევებს სახლში გამოძახებით ატარებენ.
მოთხოვნიდან გამომდინარე, პირველ ეტაპზე პრიორიტეტულია ჩამოთვლილი სერვისების მიწოდება, ამიტომ აღნიშნული გამოკვლევებიდან აუცილებელია ჩაიტაროთ ერთ-ერთი:
- სპეციალური ლაბორატორიული პაკეტი Covid 19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის (სისხლის საერთო ანალიზი, c რეაქტიული ცილა, D დიმერის განსაზღვრა სისხლში) - 120 ლარი
- Covid19-ის PCR ტესტი - 170 ლარი
- ანტიგენის სწრაფი ტესტი - 85 ლარი
ოჯახის წევრებისათვის ზემოთაღნიშნულ სერვისებზე დამატებით 20%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.
ლაბორატორიული სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ზემოთჩამოთვლილი სერვისების გარდა, სახლში, დამატებით ნებისმიერი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებაა შესაძლებელი.
სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე აუცილებელია წინასწარ ჩაეწეროთ 0322 55 05 05.
(R)
























