კონსოლიდირებული რეპორტინგი - ჰოლდინგური კომპანიის წარმატებული მართვის წინაპირობა

თქვენი ბიზნესი იზრდება - გყავთ მეტი კლიენტი, გაქვთ მეტი შეკვეთა, მეტი პროცესი და რა თქმა უნდა, მეტი გამოწვევაც. ამ ყველაფერს ასე თუ ისე უმკლავდებით, თუმცა, თამაშში შემოდის ახალი ცვლადი - შვილობილი კომპანიები. მათი დაარსებით კომპანია ბიზნესის დივერსიფიკაციასა და ახალი შესაძლებლობებს მიიღებს.
გამოწვევა
ბიზნეს ჯგუფის მართვა მთლიანად ახალი გამოწვევაა, რომელთანაც გამკლავება საკმაოდ რთულია. ხშირად ყველა შვილობილ კომპანიას ჰყავს საკუთარი ბუღალტერი. ისინი თავის გემოზე ადგენენ დოკუმენტებსა და ანგარიშგებებს, რომლებიც ძალიან განსხვავდება ჯგუფის წევრის სხვა კომპანიების ანგარიშგებებისგან. ამ ყველაფრის ერთ ფორმატში გადაკეთება და შემდეგ გაერთიანება, დიდ დროსა და ადამიანურ რესურსს მოითხოვს.
გარდა იმისა, რომ არ გაქვთ ოპერატიული და შესაბამისად, რელევანტური რეპორტინგი, ისეთი მარტივი პროცესები, როგორიცაა ჯგუფის ფარგლებში ტრანზაქციები, შესყიდვები თუ გაყიდვები, იმდენჯერ მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რამდენი შვილობილი კომპანიაც შედის თქვენს ჯგუფში.
ეს პრობლემები რეალურია და მოაქვს რეალური დანაკარგი ბიზნესისთვის - ჰოლდინგური კომპანიები არაზუსტი ან არასრული ინფორმაციის პირობებში მიღებული გადაწყვეტილებების გამო წელიწადში მოგების 2-3% კარგავენ.
გადაწყვეტა
ამ გამოწვევების გადაწყვეტა უნდა ვეძებოთ თანამედროვე ტექნოლოგიებში, რომელთანაც დიდი ალბათობით შეხება უკვე გექნებოდათ. თუ კომპანია განვითარების იმ ეტაპზე მივიდა, რომ მან შვილობილი კომპანიები დააფუძნა, სავარაუდოდ მშობელ კომპანიაში რაღაცა ტიპის სააღრიცხვო სოფტი ფუნქციონირებს. კარგ შემთხვევაში ეს სოფტი ERP სისტემა იქნება.
თუ მშობელ კომპანიაში უკვე დანერგილია ERP სისტემა, ეს უკვე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია პრობლემის გადაწყვეტისკენ. თანამედროვე ERP სისტემა კომპანიის თითქმის ყველა პროცესის ავტომატიზაციის საშუალებას იძლევა, თუმცა, ამას ძირითადად ერთი კომპანიის ფარგლებში აკეთებს ხოლმე.
ჰოლდინგში კონსოლიდაციის მისაღწევად ყველა კომპანიის ფინანსური შედეგების შეჯერება უნდა მოხდეს. მაგალითისთვის, SAP Business One-ი არის ERP სისტემა, რომელსაც ცალკე აქვს კონსოლიდაციის მოდული. აღნიშნული მოდული საშუალებას მოგცემთ, ძალიან მარტივად, წამებში მიიღოთ ყველაზე ახალი და რელევანტური კონსოლიდირებული რეპორტები.
ერთი შეხედვით, ბიზნეს ჯგუფის ყველა წევრ კომპანიაში ERP სისტემის დანერგვა შეიძლება ძვირ სიამოვნებად მოგეჩვენოთ, თუმცა გამოსავალი აქაც არის - ერთ კომპანიაში SAP Business One-ის დანერგვის შემდეგ, მისი გავრცელება ჯგუფის დანარჩენ კომპანიებში გამარტივებულად - როლაუთით (rollout) არის შესაძლებელი.
„როლაუთი“ ნიშნავს შემდეგს: პროვაიდერი მაგალითად SAP Business One-ს ნერგავს მშობელ ან ერთ-ერთ შვილობილ კომპანიაში, ხოლო შესაბამისი კომპეტენციის მიღების შემდეგ, კომპანია თავად ავრცელებს იმავე სისტემას თავის ჯგუფის წევრ, სხვა კომპანიებში. ეს მეთოდი საგრძნობლად აიაფებს ჯგუფის ავტომატიზაციას, იზოგება დრო და ადამიანური რესურსი.
რა სარგებელს მიიღებთ
სწრაფი, ზუსტი და რელევანტური რეპორტინგი
კონსოლიდაციის მოდულის ამოქმედების შემდეგ, მიიღებთ გაერთიანებულ ფინანსურ რეპორტებს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორის სტანდარტების დაცვით, სისტემა ავტომატურად მოახდენს საჭირო ტრანზაქციების ელიმინაციას. გარდა გამარტივებული რეპორტინგისა, მოდულში შესაძლებელია ცენტრალიზებულად იმართოს ჯგუფის წევრების შესყიდვები და ბიზნეს პარტნიორებთან ანგარიშსწორება.
გამარტივებული შიდა ოპერაციები
მონაცემების ცენტრალიზებასთან ერთად, კონსოლიდაციის მოდული ამარტივებს ჯგუფის შიგნით წარმართული ოპერაციების აღრიცხვას. მაგალითად: თუ ჯგუფში შემავალი ერთი კომპანია მეორისგან რამეს ყიდულობს, მის ბაზაში გატარებული შესყიდვა მეორე კომპანიასთან ავტომატურად აისახება როგორ გაყიდვა. შედეგად, აღარაა საჭირო ბუღალტერმა ორჯერ გაატაროს ერთი და იგივე ოპერაცია.
მოწესრიგებული და სტანდარტიზებული სააღრიცხვო პოლიტიკა
ასევე, კომპანიაში ზოგადად მოწესრიგდება აღრიცხვიანობა - როდესაც დაიწყებთ სისტემის დანერგვას, ჯგუფის ყველა წევრი კომპანიისთვის გაიწერება ერთნაირი სააღრიცხვო პოლიტიკა, ცნობარების სტრუქტურა, პარტნიორებთან ურთიერთობის წესები და ა.შ.
შედეგი
ამ ყველაფრის შედეგად, თქვენ შეძლებთ მარტივად დაინახოთ როგორც მთლიანად ჯგუფის, ასევე თითოეული შვილობილ კომპანიის შედეგები სტანდარტიზებულ ჭრილებში და გადაწყვეტილებები ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოთ. თქვენი თანამშრომლები კი რუტინულ საქმეზე ნაკლებ დროს დახარჯავენ, რაც მათ პროდუქტიულობას გაზრდის.
კონსოლიდაციის მოდულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, გადადით ბმულზე და დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია: https://bit.ly/3lXUxI7
BDO Digital-ის გუნდის წევრი აუცილებლად დაგიკავშირდებათ.
(R)
























