ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია - რა კეთდება საქართველოში ქალებისადმი ძალადობის აღმოსაფხვრელად

მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია იმართება, რომელიც 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

აღნიშნულ კამპანიაში აქტიურადაა ჩართული საქართველოც. დაიხვეწა კანონმდებლობა, ძალადობის მსხვერპლთათვის შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები. დავინტერესდით თუ რა კეთდება ამ მიმართულებით ცალკეულ მუნიციპალიტეტებში და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გთავაზობთ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ასევე პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ კოორდინატორის - ნათია ღვინაშვილის ინტერვიუს.

ქალბატონო ნათია, თქვენი ორგანიზაცია 2004 წლიდან აერთიანებს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა ერთეულს და იცავს მათ ინტერესებს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე, ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებასა და თვითმმართველობების მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას. რას აკეთებს ასოციაცია გენდერული თანასწორობის მიმართულებით? საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია წარმატებით თანამშრომლობს მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არაერთ ევროპულ გაერთიანებასთან. უკვე 16 წელია, რაც ათეა ხელს უწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას და წევრი მუნიციპალიტეტების მიერ მინიჭებული მანდატის შესაბამისად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებსა თუ ღონისძიებებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამ თანამშრომლობის თანახმად, ჩვენთვის, ისევე როგორც, მთელი ქვეყნისთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და მათი შესრულება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის - კახა კალაძის ინიციატივით, ათეა-ში შეიქმნა გენდერული თანასწორობის პლატფორმა, რომლის მიზანსაც მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინაციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის მიმართულებით ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენდა. მანვე გააჟღერა ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ასოციაციამ, როგორც თვითმმართველი ერთეულების გამაერთიანებელმა ქოლგა ორგანიზაციამ, აიღო პასუხისმგებლობა, მუნიციპალიტეტებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის საკითხების ადვოკატირების შესახებ. 2010 წლიდან ასოციაცია გაწევრიანებულია ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოში (CEMR), რომელიც, უძველესი და ფართომასშტაბიანი რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ევროპული ასოციაციაა და 41 ევროპული ქვეყნის ადგილობრივი თვითმმართველობის ასოციაციას აერთიანებს. აღნიშნულ ორგანიზაციაში, საქართველოდან, სწორედ ათეა წარადგენს ჩვენს ქვეყანას და შესაბამისად, CEMR-თან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს. CEMR-ის რეკომენდაციითა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის შუამდგომლობით, 4-მა ქართულმა მუნიციპალიტეტმა ახლო წარსულში ხელი მოაწერა ევროპულ ქარტიას ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ, რითაც დაადასტურა გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის მზაობა და მხარდაჭერა საკუთარ მუნიციპალიტეტში. დოკუმენტი, რომელიც ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს მიერ, 2006 წლის მაისში შეიქმნა, ადგილობრივ დონეზე გენდერული ბალანსის დამკვიდრებასა და ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის გასაუმჯობესებლად, საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, ღონისძიებების გატარებას ისახავს მიზნად და მას ევროპული ქვეყნების უამრავი მუნიციპალიტეტი აწერს ხელს.

ქარტიის ქართული საზოგადოებისთვის გაცნობა, პირველად, რამდენიმე წლის წინ, მისი ქართულ ენაზე ადაპტირების დროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განვახორციელეთ და ქარტიის საკითხებზე ადგილობრივი თვითმმართველობის 400-მდე წარმომადგენელი გადავამზადეთ. თავად დოკუმენტი კი, უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში იქნა გავრცელებული. თუმცა, ამით არ დაგვისრულებია ადვოკატირების პროცესი და დოკუმენტი ამჯერადაც დაიბეჭდება პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში, რის შემდეგაც კვლავ გაიგზავნება ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე, ვმუშაობთ იმ მიმართულებითაც, რომ საქართველოდან ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების რიცხვი გაიზარდოს და სხვა თვითმართველობებმაც გადადგან ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

ორგანიზაციის ინიციატივით, გაიმართა არაერთი სემინარი თუ კონფერენცია, რომლებიც სწორედ გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის მექანიზმების დანერგვასა და აღნიშნული მიმართულების გაძლიერებას ემსახურებოდა. მათ შორის გამოვყოფდი აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიან ფართომასშტაბიან საკოორდინაციო სემინარს - “გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერება და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და შესაძლებლობები”, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში, თბილისში, სწორედ ათეა-ს ორგანიზებითა და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა განვითარების ევროპული პლატფორმისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციების ქსელის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელშიც საქართველოს ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, უკრაინისა და მოლდოვის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დარგის ექსპერტები იღებდნენ მონაწილეობას, ქარტიაზე ხელმომწერი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა მოკლე პრეზენტაციები წარმოადგინეს და ევროპულ ქარტიასთან მიერთების პერსპექტივებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. სესიის დასასრულს კი, სემინარის მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში გადაინაცვლეს და თანასწორობის ქარტიის ფარგლებში განსახორციელებელ გეგმებსა და გზამკვლევზე იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ სემინარმა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმომადგენლებს საშუალება მისცა ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ გამოცდილება და ევროპული ინსტიტუტების საყურადღებოდ მოემზადებინათ წინადადებები, რომელთა საბოლოო მიზანსაც ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერა და გაძლიერება წარმოადგენს. აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ზემოთხსენებული ევროპულ მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭო (CEMR) ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ევროპული პლატფორმის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს. არ შემიძლია, ასევე, არ გამოვყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართული „მეწარმე ქალთა ბიზნეს ფორუმი“ , რომელიც ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა და სადაც წარმატებულმა ქალებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულ და ხალხური რეწვით დაინტერესებულ ქალებს. აღნიშნული ფორმატის მეშვეობით, მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია დაფინანსებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ ისეთი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, ,,ევროპის ფონდი'', სავაჭრო პალატა, ,,გლობალ ბენეფიტ ჯორჯია'', საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სხვა. ამ ფორუმმა, დამწყებ მეწარმეებს, საშუალება მისცა საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ სხვადასხვა კომპანიებთან და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებმაც მათ საშეღავათო სასესხო პირობები შესთავაზეს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის, ბიზნესის დაფინანსების, რეგულაციებისა და სიახლეების შესახებ მუდმივად განახლებული ინფორმაციის მიწოდების მიზნით, შეიქმნა ერთიანი ქსელი, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს ბიზნესში მათ ჩართულობას. აღნიშნული ქსელი იმდენად კარგად ამუშავდა და განვითარდა, რომ პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებშიც ვფიქრობთ, რომ სხვა მუნიციპალიტეტებიც მოვიცვათ.

თქვენ ხელმძღვანელობთ პროექტს „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. საინტერესოა რა პრინციპებსა და სტრატეგიულ მიდგომებს მოიცავს აღნიშნული პროექტი?

- პირ­ველ რიგ­ში, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია ისეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან მუ­შა­ო­ბა, რო­გორ­საც გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცია (UN WOMEN) წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით და­ვი­წყეთ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც თვით­მმარ­თვე­ლო­ბებ­ში გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბი­სა და გენ­დერუ­ლი მე­ინ­სტრი­მინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნი პო­ლი­ტი­კის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.პრო­ექ­ტი სამ ძი­რი­თად კომ­პო­ნენტს, კერ­ძოდ, ათეა-ს გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პლატ­ფორ­მის გაძ­ლი­ე­რე­ბა­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გი­ის შექ­მნას, სა­ქარ­თვე­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის­თვის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბას, ასე­ვე, „ად­გი­ლობ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში ქალ­თა და მა­მა­კაც­თა თა­ნას­წო­რო­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­პულ ქარ­ტი­ას­თან“ მათი მი­ერ­თე­ბის ად­ვო­კა­ტი­რე­ბას მო­ი­ცავს.პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი უკვე გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ასო­ცი­ა­ცი­ის 2021-2025 წლე­ბის გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სტრა­ტე­გია და 2021-2023 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რო­მე­ლიც ათეა-ს აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა საბ­ჭომ უკვე და­ამ­ტკი­ცა. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი ორი კომ­პო­ნენ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა პრო­ექ­ტის ვა­დე­ბის დაც­ვი­სა და ჩარ­ჩოს მი­ხედ­ვით მიმ­დი­ნა­რე­ობს და უკვე მალე, დას­რუ­ლე­ბის შემ­დგომ წარ­ვუდ­გენთ ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას.

ხაზ­გას­მით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი მიზ­ნე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ჭი­რო რე­სურსთან ერ­თად, უდი­დე­სი სურ­ვი­ლი და მო­ტი­ვა­ცია გაგ­ვაჩ­ნია, რაც ვფიქ­რობ, კარ­გად ჩანს ჩვენს აქ­ტი­ვო­ბებ­შიც.

გიშლით თუ არა ხელს პანდემია და დაწესებული შეზღუდვები პროექტის განხორციელებაში?

პროექტი „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაცია", რომელიც საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტს მოიცავს და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარე ინიციატივის ,,კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში“ ფარგლებში მიმდინარეობს, მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყო. შესაბამისად, პანდემიის მეორე ტალღამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიების გამართვა მოვასწარით. ადგილობრივ დონეზე ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიის პრინციპების დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, შეხვედრები გავმართეთ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში, სადაც ასევე, აღნიშნული მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ერთად, მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოების მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელეთ. როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპულ ქარტიას 4 ქართული მუნიციპალიტეტი უკვე მიუერთდა. ამ ოთხი მუნიციპალიტეტიდან ორი თვითმმართველი ქალაქია - ქუთაისი და რუსთავი, ორი კი, თემთა მუნიციპალიტეტი - ლაგოდეხი და ოზურგეთი. სწორედ მათი ჩართულობაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქარტიის ადვოკატირების პროცესში, რაც ჩემი აზრით, ერთგვარად მამოტივირებელი შეიძლება გახდეს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის. ამ შეხვედრების ციკლიდან, ჩვენ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტთან მოგვიწია ონლაინ რეჟიმში შეხვედრა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს შეხვედრები არანაკლებ პროდუქტიული იყო. რაც მთავარია, ჩვენი აქტივობები ამით არ შემოფარგლულა და დღესაც ძალიან აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ საქმიანობას. ბევრმა ღონისძიებამ გადაინაცვლა ონლაინ რეჟიმში და ბევრი აქტივობა განხორციელდა დისტანციურად. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო შედეგზე ეს სირთულეები არ აისახება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიაც პანდემიის მეორე ტალღას და შეზღუდვებს დაემთხვა. რა ფორმით ხართ ჩართული მიმდინარე ღონისძიებებში?

დამეთანხმებით, 2020 წელი ნამდვილად რთული და გამორჩეულად დატვირთული წელი იყო. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, პანდემიის მიუხედავად, მაინც შევძელით გაგვეგრძელებინა ჩვენი საქმიანობა და წარმატებით შეგვესრულებინა ის ვალდებულებები, რომლებიც არა მხოლოდ ჩვენი პარტნიორების, არამედ ჩვენი წევრი მუნიციპალიტეტების წინაშე ავიღეთ. ამისთვის კი, პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თითოეულ კოლეგას და თანამშრომელს, რომლებიც თავდაუზოგავად ცდილობდნენ მათთვის დაკისრებული მოვალეობის ზედმიწევნითი სიზუსტით შესრულებას. ასევე, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან, რომელთა მხარდაჭერის გარეშე, ვფიქრობ, ამ ვითარებაში გაგვიჭირდებოდა დაგეგმილი აქტივობების ასე ეფექტურად წარმართვა. ზოგადად, ამ პრობლემამ ახალი რეალობის წინ დაგვაყენა და გვასწავლა ბევრი რამ, რაზეც ამ დრომდე არ გვიფიქრია. შესაბამისად, ძალიან დატვირთული გრაფიკით ჩავერთეთ აღნიშნულ კამპანიაში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი ურყევი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ათეა, განუხრელად და მტკიცედ უჭერს მხარს საზოგადოების ყველა სფეროში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის მექანიზმებს. ხოლო იმდენად, რამდენადაც, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო კამპანიის მიმდინარეობისას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მაქსიმალური ჩართულობა, მოვუწოდეთ წევრ მუნიციპალიტეტებს ისეთი აქტივობების განხორციელებისკენ, რომელთა შესრულებაც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ გამოწვევებს უპასუხებდა და ამავდროულად, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობისა და დაწესებული შეზღუდვების ფონზე იქნებოდა შესაძლებელი. ზემოთ თქმული მიზნის მისაღწევად, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შევიმუშავეთ დამხმარე ინსტრუქცია, რომლითაც მუნიციპალიტეტები წარმატებით ხელმძღვანელობენ. კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის 64-ვე მუნიციპალიტეტისთვის, პოსტერები, პირბადეები და ლოგოტიპური გულსაბნევები დავამზადეთ. უახლოეს დღეებში კი, ამავე თემატიკით, საინფორმაციო ხასიათის ვიდეო რგოლი, ბროშურები, ასევე ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის შესახებ ევროპული ქარტიაც გავრცელდება და წევრ მუნიციპალიტეტებში გაიგზავნება. საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ძალადობის დაძლევის პრევენციის მიზნით, საქართველოში არსებული სახელმწიფო სერვისების შესახებ აუცილებელ ინფორმაციას მოიცავს, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული შენობების გარდა, ხალხმრავალ ადგილებშიც განთავსდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. სიმბოლურია, რომ სწორედ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის დასაწყისში, პროექტის „გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“ ფარგლებში ათეა-მ შექმნა მედია ქსელი, რომელიც გენდერული თანასწორობის საბჭოებთან მჭიდრო თანამშრომლობას, გამოწვევების დასაძლევად ერთიანი მექანიზმების შემუშავებას, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებული კარგი მაგალითებისა და პრაქტიკის გაზიარებასა და მედია მხარდაჭერას ისახავს მიზნად. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურების თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, უკვე აქტიურად მუშაობს აღნიშნული კამპანიის ფარგლებში. სწორედ ათეა-ს მედია ქსელის ჩართულობით ხორციელდება მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა თემატური ღონისძიებები. პანდემიისა და შეზღუდვების გამო, ბევრმა ღონისძიებამ გადაინაცვლა ონლაინ რეჟიმში, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალიტეტები აქტიურად მართავენ ძალადობის პრევენციისა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ამ ფორმატში. აღსანიშნავია, რომ ათეა-ს მედია ქსელი, როგორც ერთგვარი ინსტრუმენტი, პროექტის დასრულების შემდგომაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და ხელს შეუწყობს გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას წევრ მუნიციპალიტეტებში.

ამ მოკლე დროში, მართლაც ნათლად გამოჩნდა თქვენი სურვილები და მოტივაცია. რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

როგორც უკვე აღვნიშნე, აღმასრულებელმა საბჭომ უკვე დაამტკიცა ასოციაციის გენდერული სტრატეგია 2021-2025 წლებისთვის. ცხადია, სტრატეგიის დოკუმენტი შედარებით ზოგადია, თუმცა მას ახლავს ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენასაც უახლოეს მომავალში ვაპირებთ. სწორედ აღნიშნული დოკუმენტებითაა გაწერილი ის მიზნები და ამოცანები, რომლებსაც ათეა მომდევნო წლებში განახორციელებს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ და ვმუშაობთ კიდევ უფრო მასშტაბურ ღონისძიებებზეც. დღეისთვის რაც შემიძლია გადაჭრით ვთქვა ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, არის ის, რომ ჩვენი ამოცანაა მომდევნო წლებში ისეთი პროექტები დავგეგმოთ და განვახორციელოთ, რომლებიც საქართველოს მუნიციპალიტეტებში გენდერული მეინსტრიმინგის ევროპული გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ადგილობრივი დემოკრატიის პრინციპებისა და მიზნების დამკვიდრებასა და მხარდაჭერას შეუწყობს ხელს.

(R)

ზვიად კირტავა - ფრთხილი ოპტიმიზმი შეიძლება მქონდეს, რომ შევძლებთ მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, მაგრამ ჯერჯერობით ფრთხილი, - გეგმა არ გვინახავს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
ბათუმში ბალნეოლოგიურ-გამაჯანსაღებელი ცენტრი აშენდება
2020 წელს ინტელიექსპრესის მიერ საქართველოში შემოტანილი ფულადი გზავნილების მოცულობამ 265 მილიონ დოლარს გადააჭარბა
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის