ექიმის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ტრავმატოლოგს, ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

ექიმის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ტრავმატოლოგს, ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა

ექიმის ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ტრავმატოლოგს, ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის გია კიკაბიძის ინფორმაციით, ექიმი-ტრავმატოლოგი შოთა ბერიძე კლინიკაში 6 დეკემბერს მოათავსეს, იგი მანამდე კოვიდსასტუმროში მკურნალობდა.

"ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდს, კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანი დააკლდა, იგი თავისი შინაგანი კულტურითა და პატიოსნებით გამოირჩეოდა. ავადმყოფებზე შეყვარებული ექიმი, რომელსაც პაციენტი გაჭირვების ჟამს არასდროს მიუტოვებია, სამწუხაროდ, 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსი დაუდგინდა და 4 დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში იმყოფებოდა, 6 დეკემბერს ჩვენს კლინიკაში მოათავსეს. მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ფილტვის 45 პროცენტიანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. ფილტვების შეშუპების გამო, გუშინ მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ, ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ქრონიკული თანმხლები დაავადებები ჰქონდა. იგი ექიმი -ტრავმატოლოგის პოზიციაზე მუშაობდა. 2011 წლიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხოლო მანამდე ქალაქის პირველ საავადმყოფოში მუშაობდა",- განაცხადა გია კიკაბიძემ.

ცნობისთვის, აჭარაში, საერთო ჯამში, სამედიცინო სფეროს 8 წარმომადგენელი კორონავირუსით გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო:ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ ტრავმატოლოგს ფილტვის 45%-იანი დაზიანება და ორმხრივი პნევმონია ჰქონდა