ლენტეხში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცეს

ლენტეხში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცეს

სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარ დეპუტატთან, გოჩა ენუქიძესთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, მათ ერთობლივი ინიციატივით, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს სასურსათე პაკეტები გადასცეს.

“გლობალური პანდემიის პირობებში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვადასხვა საჭიროების მქონე პირებს გაეწიოთ დახმარება, მსგავსი საქველმოქმედო კამპანიები ეტაპობრივად ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.