ცაგერის მუნიციპალიტეტში სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ

ცაგერის მუნიციპალიტეტში „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ იმ ოჯახებს, სადაც ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, სასაჩუქრე ნაკრები მოიცავდა ჰიგიენურ საშუალებებს და სასურსათე პროდუქტებს.

„ადგილზე სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მაქარაშვილი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მაჟორიტარ დეპუტატთან გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა.

აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ხელისუფლებასთან, რაც გულისხმობს მომავალში არაერთი ღონისძიების განხორციელებას“, - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.07.2021
თორნიკე შარაშენიძე - ხელისუფლების სერიოზული შეცდომა იყო ვაშინგტონისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში აშშ-ს ელჩის დადანაშაულება, შესაძლოა, ეს ამბავი მათ მომავალში ცუდადაც კი დაუბრუნდეთ
საქართველოს რეგიონალური პოზიციონირება ყარაბაღის კონტექსტის გათვალისწინებით: ცალკეული ასპექტები
პირველად საქართველოში - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში უნიკალური ოპერაცია ჩატარდა
მინერალური წყალი „ბორჯომი“ ახალ კამპანიას იწყებს
„სინერჯი“ თევზის კომპანია „უმალის“ პარტნიორი გახდა