კახა კუჭავამ საპარლამენტო ზედამხედველობის შესახებ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ, უკრაინის რადას და ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საპარლამენტო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმებსა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობის საკითხებს შეეხებოდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციაში მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის, უკრაინის, მონტენეგროს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების წარმომადგენლებმა მიიღეს.

კახა კუჭავამ ევროპელ კოლეგებს საქართველოს მიერ დანერგილი საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მექანიზმები გააცნო და პარლამენტის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დეტალურად ისაუბრა, თუ როგორ ახორციელებს საქართველოს პარლამენტი ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლს, პროცესის გამჭვირვალეობასა და ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას, რაც თავის მხრივ საპარლამენტო დემოკრატიის განმტკიცებას ემსახურება.

„უკრაინის პარლამენტის და ვესტმინსტერის ფონდის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ კონფერენცია, სადაც საუბარი იყო პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებაზე, კონკრეტულად კი ნორმატიული აქტების აღსრულებაზე კონტროლისა და თემატური მოკვლევის პრაქტიკაზე, რის შესახებაც დეტალურად ვისაუბრე. საქართველო მიიჩნევა ამ მიმართულებით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად და წარმატებულ მაგალითად. ვესტმინსტერის ფონდი დემოკრატიისთვის მუშაობს, რათა ქართულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსგავსი პრაქტიკა, რომელიც გამოირჩევა მთავრობაზე უფრო ხარისხიანი და ეფექტიანი ზედამხედველობით, დაინერგოს სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს