აკაკი კობალაძე - ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაჭერა „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკების“ მსგავსი იყო

შემიძლია გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ, - ამის შესახებ ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულმა აკაკი კობალაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში კობალაძემ აღნიშნა, ის გათავისუფლებას არ ელოდა.

„შემიძლია გითხრათ, რომ გაკვირვებული ვარ, საერთოდ, დილას სხდომა ჩვენი თანხმობის გარეშე „ზუმის“ პროგრამით და ვიდეოთვალით უნდა ჩატარებულიყო, ადვოკატების დიდი შრომით, სხვათა შორის, ციხის ადმინისტრაციაც ჩაერთო, და უთხრა, სხვანაირად თუ გნებავთ, პროცესები დარბაზში უნდა გადასულიყო. გაოგნებული ვარ, ერთი პროცენტით არ დამიშვია, ჩემი და აკაკი ხუსკივაძის დაჭერა მარკესის „გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკების“ მსგავსი იყო, ჯერ ხდებოდა პოლიტიკოსების მიერ დაანონსება, თუ რა უნდა მომხდარიყო და შემდეგ ასრულებდნენ სამართალდამცავები.

ჩვენს გულშემატკივრებს დიდ მადლობას გადავუხდი. პრესის, ჩემი ადვოკატების და ჩემი მეგობრების, რომლებიც ამ ყველაფერს ასაჯაროებდნენ, მოხდა ჩვენი გარეთ გამოსვლა“, - განაცხადა კობალაძემ.

ცნობისთვის, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თეოდორე გობეჯიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები აკაკი კობალაძე და აკაკი ხუსკივაძე გაათავისუფლეს.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს